აღარ არსებობს ის, რასაც თავადვე „ნაციონალურ მოძრაობაში უწოდებდნენ, ხერხემალი, ვგულისხმობ ვანო მერაბიშვილს. მას შემდეგ, რაც ვანო მერაბიშვილი გამოვიდა საპატიმროდან, მისი პოლიტიკური რესურსი, მიუხედავად მათი მოლოდინებისა, ყველა ვხედავთ, რომ არის ნული ან კიდევ ნაკლები, - კლანური დაპირისპირება და პოლიტიკური კრიზისი „ნაცმოძრაობაში“ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა შეაფასა.
„აღარ არსებობს ლიდერი, რომელიც არის არაერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დამნაშავედ ცნობილი და იხდის სასჯელს, ვგულისხმობ ყოფილ პრეზიდენტს. რაც შეეხება ჭკუას, ის არის საზღვარგარეთ, ვგულისხმობ ადეიშვილს. ამიტომ, მათ არ ემუქრებათ რაიმე ტიპის წინსვლა და წარმატება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვესწრებით საბოლოო დასასრულს ამ პოლიტიკური ძალის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.