ფაქტია, რომ ვანო მერაბიშვილიც ჩემი მეგობარია და დავით კეზერაშვილიც, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოში არ იმყოფება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილთან შეხვედრების დროს პარტიაზე არ საუბრობს.
ვანო მერაბიშვილს რაღაც სიხშირით, ცხადია, ჩემი მეგობარია და ვხვდები - კვირაში ერთხელ თუ ორ კვირაში ერთხელ. ფაქტია, რომ ვანო მერაბიშვილიც ჩემი მეგობარია და დავით კეზერაშვილიც, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოში არ იმყოფება. როცა არის დრო და საშუალება ჩვენ ყოველთვის შევხვდებით. ასეთ შეხვედრებზე, პარტიაზე, მით უფრო ასეთ თემებზე, ვანოსთან საუბარი არ არის-ხოლმე“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“, დავით კეზერაშვილთან ერთად ვანო მერაბიშვილიც იბრძვის. 6 ნოემბერს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრებს შეხვდა, რომლებიც ნიკა მელიას ღიად უპირისპირდებიან. შეხვედრას, „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურად ვანო მერაბიშვილთან გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დეპუტატი დავით კირკიტაძე ადასტურებს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, საუბრისას შეთანხმდნენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა მელიას წინააღმდეგ გარკვეული პროცესები დაიწყება. პარალელურად, ყოველდღიურად ჩნდება ახალი კანდიდატი, რომელიც მზად არის, პარტიის მოქმედ თავმჯდომარე მელიას, კონკურენცია გაუწიოს. ერთ-ერთი ასეთი სააკაშვილის დედის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელი გიორგი ჩალაძეა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.