„ხერსონის განთავისუფლების შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალები გადიან სტრატეგიულ სივრცეზე და შეუძლიათ დაიწყონ მარიუპოლის განთავისუფლება“

„ხერსონის განთავისუფლების შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალები გადიან სტრატეგიულ სივრცეზე და შეუძლიათ დაიწყონ მარიუპოლის განთავისუფლება“

ხერსონისთვის ბრძოლა გადამწყვეტი იქნება უკრაინის ომში. ეს ის შემთხვევაა, რომელშიც ორივე მხარე იყენებს ათასობით ტანკს, თვითმფრინავსა, არტილერიას. დასავლეთი ფიქრობს, რომ ხერსონის აღებით რუსეთს გაანადგურებს, რუსეთი კი ფიქრობს, რომ დაიცავს იმ ტერიტორიას, რაც ომის დასაწყისში დაიკავა. ხერსონში რომ ომის ხაზი იქნება, ამას ადასტურებს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით. სამხედრო ანალიტიკოსი, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ხერსონის განთავისუფლების შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალები გადიან სტრატეგიულ სივრცეზე. მათ შეუძლიათ გავიდნენ აზოვის ზღვის სანაპიროზე და დაიწყონ მარიუპოლის განთავისუფლება.

for.ge ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.

მოვლენები აჩვენებს, რომ ხერსონისთვის ბრძოლა გადამწყვეტი იქნება უკრაინისთვის, რუსეთმა დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია. როგორ ფიქრობთ, ბრძოლა ხერსონისთვის იქნება გადამწყვეტი არსებული ვითარების შესაცვლელად?

ვახტანგ მაისაია: ხერსონი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პლაცდარმი, ამ ომის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი. ხერსონის ბრძოლა შეიძლება იყოს იგივე, როგორიც იყო სტალინგრადის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომში, ვინაიდან ხერსონის განთავისუფლების შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალები გადიან სტრატეგიულ სივრცეზე. მათ შეუძლიათ გავიდნენ აზოვის ზღვის სანაპიროზე და დაიწყონ მარიუპოლის განთავისუფლება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პირდაპირ ანექსირებულ ყირიმზე გადიან და უკვე ყირიმის განთავისუფლება შეიძლება მოახდინონ. ანუ, ძალიან მნიშვნელოვანია ხერსონისთვის ბრძოლა.

მაგრამ, რამდენად შეძლებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები არსებული შეიარაღებით ხერსონის განთავისუფლებას, რომელიც ომის მიმართულებას მნიშვნელოვნად შეცვლის?

- ამ ეტაპზე ხერსონის მიმართულებით საბრძოლო პოზიციები უკრაინას მომგებიანი აქვს, ვიდრე რუსებს. რუსებმა უკვე მოახდინეს ხერსონის და მიმდებარე ტერიტორიის ევაკუაცია, მოსახლეობა გადაიყვანეს მარჯვენა ნაპირზე. ფაქტობრივად, ხერსონის მარცხენა ნაპირზე გათიშულია მთავარი რუსულენოვანი არხები, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ „ემ-14 ტრასას“, რომელიც ხერსონს აკავშირებს უკრაინის შიდა ტერიტორიებთან.

ფაქტობრივად, უკრაინის შეიარაღებული ძალები იწყებენ მიახლოვებას ხერსონის ადმინისტრაციულ ცენტრთან. ვნახოთ, როგორ დამთავრდება ეს ბატალიები. ფაქტობრივად, რუსული საოკუპაციო ძალები უკან იხევენ. მათი სარდალი ამბობდა, რომ ხერსონი შეიძლება დავთმოთო. მე ასე ვიტყოდი, რომ გეოსტრატეგიულად მომგებიანი პოზიცია უკავიათ უკრაინელებს, ვიდრე რუსებს.

რამდენად გრძელვადიანი იქნება ბრძოლა ხერსონის განთავისუფლებისთვის?

- ეს საველე ფაქტორებზეა დამოკიდებული. უკრაინისთვის თითოეული ჯარისკაცი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული, ამიტომ, როგორც ჩანს, უკრაინელები შეეცდებიან ხერსონის ოპერატიულ ალყაში მოქცევას და მერე უკვე მოახდინონ ხერსონის რუსული გარნეზონის დანებების მოთხოვნის პირობების შექმნა. როდესაც შეიარაღების მიწოდების საშუალება არ იქნება, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ექნებათ არჩევანი, რომ დანებდნენ და შესაბამისად, მოახდინონ მისი კაპიტულაცია. აღსანიშნავია, რომ რუსები ქუჩური ბრძოლებისთვის ემზადებიან, მაგრამ უკრაინელები ცდილობენ თავი აარიდონ ქუჩური ბრძოლების წარმოებას, რაც აბსოლუტურად სწორი და ლოგიკურია.

მსოფლიო ყურადღება ინდონეზიისკენ არის მიმართული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამიტს დაესწროს რუსეთის პრეზიდენტი და მათ შორის ეჭვის ქვეშ არის თვითონ რუსეთის დელეგაციის დასწრებაც. რას ელოდებით ამ სამიტიდან, შეიძლება გარდატეხა შეიტანოს რუსეთ-უკრაინის ომის პროცესში და რა ნაწილში?

- არაფერი შეთანხმება არ იქნება მიღწეული. მოლოდინი, რომ რაღაცა შეთანხმება შეიძლება შედგეს, არის ილუზია. აქ ერთი ნიუანსი იყო, რომ ამ სამიტის ფარგლებში არ მომხდარიყო პუტინისა და ზელენსკის პირისპირ შეხვედრა. ოცეულში არიან არა მარტო უკრაინის, არამედ რუსეთის მომხრე ქვეყნებიც. ამიტომ, ამ სამიტის ფარგლებში არავითარ გარღვევას არ ველოდები. ამ სამიტზე უკრაინის პრობლემა ნამდვილად არ იხილება და ეს არც სამიტის პრეროგატივა არ არის. შეიძლება გარკვეულ კონტექსტში დაფიქსირებული იქნას პოზიცია, მაგრამ ის, რომ ასეთი დონის ფორუმიდან, როგორიც არის დიდი ოცეულის სამიტი, სადაც ბუნებრივია რუსეთის მომხრე ქვეყნებიც არიან წარმოდგენილი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაღაცა გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ამ სამიტის თემა არის გარემოს დაცვა და ეკონომიკური თემები.

მე ვფიქრობ, რომ ახლო მომავალში რუსეთ-უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა არ შედგება. რუსულ მხარეს ჰქონდა აქცენტები, რომ შემდგარიყო პრეზიდენტების შეხვედრა, მაგრამ კატეგიორიული უარი მიიღო უკრაინისგან. ამ ეტაპზე რუსეთს აწყობს უკრაინასთან მოლაპარაკება, რადგან ამას მოჰყვება პროცესების გაჭიანურება. უკრაინა, რომელიც ახლა სტრატეგიულად მომგებიან პოზიციაზეა, არ აპირებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს რუსეთთან. საკმაოდ წარმატებით და ეფექტურად ახორციელებენ საბრძოლო მოქმედებას და ინიციატივაც მათ მხარეს არის.

კ ა ხ ე ლ ი ეგ გასაგებია. შენ ეგ გვითხარი, მოსკოვს როდის აიღებენ და რაც მტავარია, აქ საქართველოში როდის გავლენ სტრატეგიულ სივრცეებზე, რომ რუსტავისა და მატროსოვის ციხეები აიღონ და იქაურ წამებულ პოლიტპატიმრებს გვირგვინი დაადგან, ანუ თბილისისკენ გამოლაშქრებას როდის აპირებენ?
1 წლის უკან
DDDzia მაისაიას რამსები აქვს საერთოდ არეული?
"ხერსონის ბრძოლა შეიძლება იყოს იგივე, როგორიც იყო სტალინგრადის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომში" - მერე, შე დალოცვილო, სტალინგრადთაბ ბრძოლა ვინ მოიგო თუ იცი? არ მითხრა ფაშისტებმაო! ახლაც იგივე მოხდება. ფაშისტები ვერ გაიმარჯვებენ. მართლმადიდებლობას კერპთაყვანისმცემლები ვერ მოუგებენ.

"მოსახლეობა გადაიყვანეს მარჯვენა ნაპირზე", "ხერსონის მარცხენა ნაპირზე გათიშულია..." - ხერსონს მარცხენა ნაპირიც აქვს? მარცხენა ან მარჯვენა ნაპირი მდინარეს, ან ზღვას შეიძლება ქონდეს. ქალაქსაც თუ შეიძლებოდა, არ ვიცოდი.
"უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ „ემ-14 ტრასას“, რომელიც ხერსონს აკავშირებს უკრაინის შიდა ტერიტორიებთან" - ეს რაღაც უსერიოზულესი აღმოჩენაა. თუ М14 ტრასა უკრაინის ტერიტორიის გულში მდებარეობს, დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, კი გააკონტროლებენ ხახოლები, აბა როგორ? თუ ეს მინიშნებაა, რომ ხახოლები მას დროებით აკონტროლებენ და მალე კაცაპების ხელში გადავა?

"უკრაინის შეიარაღებული ძალები იწყებენ მიახლოვებას ხერსონის ადმინისტრაციულ ცენტრთან" - საიდან უახლოვდებიან - მარცხნიდან, თუ მარჯვნიდან?
დაგვიზუსტე რაღა.

"უკრაინისთვის თითოეული ჯარისკაცი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული" - კიი, იმიტომ კარგავენ დღეში მინიმუმ ერთ ბატალიონს, ხოლო ამ დროს ზალუჟნი ნაშებს ეჩატავება რომელმა რა ადგილზე გაიკეთოს ნაკოლკა, რომ ლამაზი იყოს გახდილი.

მოკლედ, ამ ნაბოდვარის შემდეგ გარჩევას აზრი აღარ აქვს.
1 წლის უკან
ჯარჯი ალოგიკური მსჯელობა
1 წლის უკან