„სხვა ქვეყნის ელჩები ჩუმად არიან და არავინ არ აქტიურობს და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის მკაფიო გამოვლენა არც ერთს არ აქვს ამერიკის საელჩოს გარდა“

„სხვა ქვეყნის ელჩები ჩუმად არიან და არავინ არ აქტიურობს და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის მკაფიო გამოვლენა არც ერთს არ აქვს ამერიკის საელჩოს გარდა“

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ღიად ერევა სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ისევე როგორც სახალხო დამცველის ოფისი. ელჩი დეგნანი თვლის, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა.

საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების აღქმაც კი, ასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცავების, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ. ელჩს არ მოსწონს გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი, რომელიც მსჯავრდებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს მიერ გუშინ გავრცელებული განცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა იყო. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს პარტნიორები თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ სამართლის უზენაესობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობას როგორც საკუთარ, ასევე სხვა ქვეყანაში.

„ცოტა მძიმედ უნდა შევაფასო ასეთი განცხადებები. ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვკადრულობთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე რაიმე ფორმით ზემოქმედებას. გუშინ ვნახე აშშ-ის საელჩოს განცხადება, ეს იყო სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა, რაც ბუნებრივია, ძალიან მძიმეა.

მე სხვა შეფასებას ამას ვერ მივცემ. ჩვენი პარტნიორები თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ სამართლის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას როგორც საკუთარ, ასევე სხვა ქვეყანაში, ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც შემიძლია გავაკეთო. ჩვენ სხვანაირად ვუდგებით სასამართლოს დამოუკიდებლობას და სამართლის უზენაესობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იურისტი, პარლამენტის წევრი კახა კახიშვილი იხსენებს, რომ 2013 წელს, როცა საზოგადოება სასამართლო სისტემას აკრიტიკებდა, აშშ-ის საელჩოდან იყო მოთხოვნა, რომ არც ერთი მოსამართლე სამსახურიდან არ უნდა წავიდეს მიუხედავად იმისა, რა სიმძიმის განაჩენები დააყენეს მათ წინა წლებში. მისი თქმით, ეს იყო პირდაპირი მოთხოვნა.

„რომელიმე მოსამართლე კარგია თუ არა, ეს საქართველოს მოსახლეობის შესაფასებელია და არა აშშ-ის ან სხვა ქვეყნების ელჩების. ამის ნახევარი კრიტიკა გახსოვთ მაინც 2012 წლამდე? მე არ მახსოვს ასეთი ისტერიკები საელჩოსი. ამას იმით ვხსნი, რომ 2013 წლიდან ზედმეტად რევერანსის მდგომარეობაში დავდექით და ის კი არ მიიღეს, რომ ეს რევერანსია, მიიღეს, რომ ეს არის ჩვენი პოზა, რომელიც უნდა დავიკავოთ. ვიღაცებმა ეს ჩათვალეს რევერანსად, წინამორბედებმა და ამ ადამიანმა (კელი დეგნანი) ან შეიძლება სხვა ადამიანებმა ჩათვალეს, რომ ეს არის ვალდებულება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩო სიმპათიით უყურებს „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ იგივე სიმპათია არ გააჩნია ხელისუფლების მიმართ და კრიტიკულია. მისი თქმით, ეს კრიტიკულობა ერთ მხარეს ძლიერია, მეორე მხარეს თითქმის არ არის, რაც ყველაფერში ჩანს და განსაკუთრებით სასამართლოს ნაწილში.

„მოგეხსენებათ მთელ რიგ ქვეყნებში სასამართლო გადაწყვეტილებაში არა თუ სხვა ქვეყნის ელჩი, არამედ, თვითონ იმ ქვეყნის ხელისუფლება არ არევა. ჩვენ ასეთი ორიგინალური მდგომარეობა გვაქვს - ელჩი აკრიტიკებს განაჩენს. აშკარად მიდის ტენდენცია იმისკენ, რომ მეტი სიმპათია და მხარდაჭერა იყოს გამოხატული „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, რაც აისახა „ოცნებიდან“ გასული ჯგუფის განცხადებებში. აშკარად ჩანს, რომ აწყობთ ის ჯგუფი ხელისუფლებაში, რომელიც 10 წლის წინ იყო.

გავიხსენოთ, იმ წლებში საერთოდ შენიშვნა არ კეთდებოდა, მაშინ, როდესაც მდგომარეობა გაცილებით მძიმე იყო. ასე რომ, მასეთი დამოკიდებულების იქით რა უნდა ამოვიკითხოთ ცოტა ძნელია ამაზე მსჯელობა და ამ შემთხვევაში მსჯელობამ შეიძლება შეცდომა დაგვაშვებინოს. ისე, შედარებისთვის, ამერიკის გარდა სხვა ქვეყნის ელჩები ჩუმად არიან. არავინ არ აქტიურობს ასე ხაზგასმით, თან სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის მკაფიო გამოვლენა არც ერთს არ აქვს ამერიკის საელჩოს გარდა. ვნახაოთ, სანამდე მიგვიყვანს ეს ფაქტები, რასაც ვამჩნევთ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის განცხადებით, აშშ-ის ელჩი სრულიად უცერემონიოდ ერევა პოლიტიკურ საკითხებში. ფავორიტების მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს აღიქვამს როგორც თავდასხმას მის სტატუსზე. როგორც მანჯავიძე აცხადებს, საქართველოში ჩამოყალიბდა სისტემა, სადაც ამერიკის საელჩოს ფავორიტები უფრო მაღლა დგანან, ვიდრე სასამრთლო სისტემა და სახელმწიფო.

„მოდით, ასე ვთქვათ, რატომ ვთხოვთ ელჩს სასამართლო საქმეებში ჩარევას? რატომ მიგვაჩნია, რომ ამერიკის ელჩს უნდა გაეკეთებინა განცხადება? აშშ-ის ელჩი სრულიად უცერემონიოდ ერევა პოლიტიკურ საკითხებში. ქალბატონი ელჩისთვის გვარამია, სააკაშვილი და მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი არასამთავრობო სექტორით და მედიით არის დასაყრდენი და ბუნებრივია, იცავს თავის დასაყრდენს იმის მიუხედავად, აქვს თუ არა ამას სამართლებრივი, ან მორალური საფუძვლები. სხვა მათ არ აინტერესებთ.

ვისაც ჰგონია, რომ ამერიკა დაინტერესებულია რომელიმე ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოთი და დემოკრატიული ღირებულებებით, ის უბრალოდ სამკურნალოა, ელემენტარულად, ვერ გარკვეულა სად არის პროპაგანდა და სად არის სიმართლე. გვარამიას საქმე არის ამერიკის სახელმწიფოს და მისი წარმომადგენლის, ქალბატონი დეგანანის პოლიტიკური გავლენის საქმე. დეგნანი თავის კლიენტებს იცავს. ყველასთვის ნათელი უნდა იყოს რაც ხდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

 

trampi რით აღარ გაუთავდა სროკი ამ დედა მიქინძულს(ურო სწორად -- ჩვენ ამისგან)
ფუუუუ................
......-ზე .დახატული ნაკოლკა
1 წლის უკან