თუ „მოქალაქეებს“ უკრაინული კანონის გადმოტანა არ უნდათ, ალტერნატიული მოიტანონ, თუ, რა თქმა უნდა, მსოფლიოში მსგავსი არსებობს“

თუ „მოქალაქეებს“ უკრაინული კანონის გადმოტანა არ უნდათ, ალტერნატიული მოიტანონ, თუ, რა თქმა უნდა, მსოფლიოში მსგავსი არსებობს“

ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება პარლამენტში აქტიურად მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოში ერთდროულად რამდენიმე კანონპროექტზე მიდის მუშუაობა - დაიწყო დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მოსმენა, მიმდინარეობს სახალხო დამცველის კანდიდატების მოსმენაც. ამის პარალელულად ოპოზიცია კვლავ რევანშისტული განცხადებებით გამოირჩევა და ყოველდღიურად ხელისუფლების კრიტიკით არის დაკავებული. მიმდინარე პოლიტიკურ ციებ-ცხელებას for.ge-თან ანალიტიკოსი გია აბაშიძე აფასებს.

დეოლიგარქიზაციის კანონის განხილვა აქტიურ ფაზაში შევიდა. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ უჭერს საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „მოქალაქეები“. არა და ეს პარტია ყველა საპარლამენტო საქმიანობაში ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად არის ჩაბმული. როგორ ფიქრობთ, რა გახდა მიზეზი იმის, რომ „მოქალაქეებმა“ დეოლიგარქიზაციის კანონი დაიწუნეს?

- დეოლიგარქიზაციის კანონი უკრაინული მოდელია და თავის დროზე, ევროკავშირის მიერ იქნა მოწონებული. უკრაინაში ნამდვილად არაერთი ოლიგარქია, რომლებიც ერეოდნენ და დღემდე ერევიან უკრაინის პოლიტიკურ საქმიანობაში. თუმცა, საქართველოში ამ კანონპროექტის მიღება აუცილებელი გახდა იმიტომ, რომ ევროკავშირს დავახლოვებოდით. როგორც ოპოზიციას, ასევე ევროჩინოსნების ნაწილს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ და მედია საქმიანობას ეწევა, ამიტომაც ის უნდა შეზღუდონ, რაც საფუძველს მოკლებულია. მეორე მხრივ, მმართველმა გუნდმა პირდაპირ თქვა - „დიახ ამ კანონს მივიღებ, როგორც უკრაინაშია“. აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისმა სატელიტებმა უარი თქვეს, რადგან მიხვდნენ, რომ ეს კანონი კეზერაშვილს, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს პირდაპირ ეხება. „მოქალაქეების“ კონკრეტული განცხადება, რომ მათ ამ უკრაინული კანონის ქართულ სამართლებრივ სივრცეში გადმოტანა არ უნდათ, მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ მაშინ ალტერნატიული მოიტანონ, თუ, რა თქმა უნდა, მსოფლიოში მსგავსი არსებობს. აღსანიშნავია, საქართველოში სიახლე არ არის ის, რომ ჩვენ ევროპული სხვადასხვა კანონმდებლობა გადმოვაქართულეთ, თუმცა ცოტა მოდიფიკაცია პარლამენტმა გაუკეთა. ისიც უნდა ითქვას, რომ თავის დროზე, ევროკავშირისა და ქართული ოპოზიციის მხრიდან ამ კანონპროექტის დაყენება აბსოლუტურად უსაფუძვლო მოთხოვნა იყო.

თქვენ ახსენეთ, რომ ევროკავშირის მხრიდან დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება უსაფუძვლო იყო. ამიტომ აღმოჩნდა ქართული საზოგადოების ნაწილისთვისაც მიუღებელი თუ სხვა მიზეზსაც ხედავთ?

- ევროკომისიის რეკომენდაციებში დეოლიგარქიზაციის საკითხი ერთ-ერთია. მათ განზოგადოება გააკეთეს ტერმინის ოლიგარქების სამ ასპირანტ ქვეყანაზე - უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, სადაც ნამდვილად არიან ოლიგარქები, განსაკუთრებით კი უკრაინაში. მაგრამ, საქართველოს სინამდვილეში, როდესაც ივანიშვილი წელიწადზე მეტია პოლიტიკურ სივრცეში არ არის, პირიქით, ის ქველმოქმედებით არის დაკავებული, ეს სულ სხვა რამ არის, ვიდრე ოლიგარქობა. ჩემი ვარაუდით, ევროპელებმა ოლიგარქობა ოპოზიციურ სიბრტყეში დაინახეს და მათი ფლაგმანი კეზერაშვილია. აქედან გამომდინარე, დადგა საკითხი, რომ იმ 12 რეკომენდაციაში დეოლიგარქიზაცია ჩაწერილიყო.

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი ბიძინა ივანიშვილს მოიხესნიებს ოლიგარქად და არა დავით კეზერაშვილს. თუკი, ევროპელებმა ოლიგაქობა ოპოზიციურ სპექტრში დაინახეს, მაშინ კეზერაშვილს რატომ არ იხსენიებენ ოლიგარქად?

- ეს კიდევ სხვა საკითხია, რადგან ფაქტების შეფასება შერჩევითია, რომელიც ძირითადად, აღქმებს და არა ფაქტებს ეფუძნება. ეს არის შერჩევითი აღქმებით იმის მტკიცება, რომ ეს ფაქტია. აქედან გამომდინარე, „ქართულ ოცნებას“ პრობლემა არ აქვს, რომ 12-ვე რეკომენდაცია შეასრულოს. სწორედაც მმართველ გუნდს უნდა, რომ საქართველო კიდევ უფრო დაახლოვდეს ევროპასთან, რასაც რევანშისტები ეწინააღმდეგებიან.

თქვენ საუბრობთ, რომ მმართველი გუნდი ევროკომისიის 12-ვე რეკომნდაციას შეასრულებს, თუმცა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ 90%-იანი ალბათობით, მომავალი წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსზე უარს მივიღებთ. რატომ ფიქრობს ჯაფარიძე, რომ საქართველო კანიდატის სტატუს ვერ მიიღებს და რატომ ხდება, რომ ოპოზიცია ამ საკითხს უკვე აქედანვე სკეპტიკურად უყურებს?

- კარგია, რომ „ნაცმოძრაოობის“ ფლანგის ცალკეულ ფიგურებს ახასიათებთ თვითაღიარებითი ჩვენებების მიცემა. ზურა ჯაფარიძემ თავისი პირით აღიარა, თუ რისთვის იყო ჩასული ბრიუსელში. მათ არა მხოლოდ ფოტოები გადაიღეს ბრიუსელის ინსტიტუტების დერეფნებში, არამედ ისინი, როგორც მათი კოლეგები „ნაციონალური მოძრაობიდან“, ცდილობდნენ, ევროპელები დაერწმუნებინათ, რომ საქართველომ ევროპულ გზას გადაუხვია და კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიეცეს. ეს არის ზუსტად იგივე სცენარის გამეორება, რაც უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილების დროს იყო. მათი ქმედება ქვეყნის მტრობაა. შესაბამისად, ელექტორატი ხედავს ხალხის მტერი ვინ არის. ამიტომაც, ასეთ დესტრუქციულ პარტიებს 1%-ის გარშემო აქვთ რეიტინგი. 2024 წელს იმაზე ნაკლებ პროცენტს აიღებენ ჯაფარიძე, ხოშტარია და ვაშაძე, ვიდრე ახლა წარმოუდგენიათ.

ელენე ხოშტარია ახსენეთ და ეკა გიგაურმა და მისმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ ქართულ პოლიტიკაში რუსული ფული ტრიალებს. თუმცა, არ უხსენებია ხოშტარია, რომელიც რუსეთიდან ფინანსდება...

- ეკა გიგაური, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი და რამდენიმე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია მიკერძოვებულნი არიან, ამასთან პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენენ - „ნაციონალური მოძრაობის“ მარიონეტები არიან. აქედან გამომდინარე, ეკა გიგაურის შერჩევითი შეფასებები საზოგადოების ფართო სპექტრში არაფერს წარმოადგენს. ნებისმიერ კვლევაში, ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ნდობის ხარისი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ამიტომ, მეც და ჩემს კოლეგებს არაერთხელ გვითქვამს, თუკი ეკა გიგაურს და მის კოლეგებს პოლიტიკური საქმიანობა უნდათ, თავისუფლად შეუძლიათ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიაში გაერთიანდნენ. აქვე ხაზგასმით ვიტყვი, ეკა გიგაურის მსგავსი სუბიექტები ჩირქს სცხებენ სამოქალაქო სექტორს. სამოქალაქო სექტორი ასე ტყუილებით და შერჩევითი შეფასებებით არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ მოქმედებს. აქედან გამომდინარე, გიგაურის შეფასება ჩემთვის ნულია, როგორც ელენე ხოშტარიას შეფასებები, თითქოს საქართველოში რუსული ნავთობი შემოდის და ა.შ. ამ დროს დოკუმენებით არის დადასტურებული, რომ ელენე ხოშტარია არის დაფინანსებული ოკუპანტი რუსეთის სახლემწიფო ბიუჯეტიდან. ამას თუ ვერ ხედავენ, ეკა გიგაურს შეფასებებში საქმე ნამდვილად ცუდად ჰქონია.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტში ომბუდსმენის კანდიდატები წარადგინეს, რომელთაც მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში ჯერ არ დასრულებულა. როგორ ფიქრობთ, მოხდება შეჯერება ომბუდსმენის კანდიდატზე და თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ იმ კანდიდატებზე, ვისი მოსმენაც უკვე დასრულდა?

- სამი კანდიდატი - აბაშიძე, ბურჯანაძე და ჯანეზაშვილი ჩემთვის ძალიან ტრაგიკომიკური კანდიატები არიან. ერთ-ერთი მათგანი უშვერი სიტყვებით „ქართული ოცნების“ ასობით ამომრჩეველს ლანძღავდა და თურმე, ეს არ ახსოვს. ამ სამეულის მიღმა 9 კანდიდატიც იყო, რომლებიც პარლამეტს აქამდე არალეგიტიმურად მოიხსენიებდნენ და ახლა ლეგიტიმური გახდა. ამ სამეულში არის გია ბურჯანაძე, რომელიც ერთი-ერთში ნინო ლომჯარიაა, შეიძლება ლომჯარიაზე უარესიც კი არის. ბურჯანაძე პოლიტიკური მხარეა და ყოველთვის პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა, რასაკვირველია, „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ. ამ სამეულში ღირსეულ კანდიდატს ვერ ვხედავ. თუმცა, მგონია, რომ ერთი-ორი არის ისეთი, რომელიც შედარებით ღირსეულია ამ 19 კანდიდატს შორის.