„კაცი არავინ, არსაიდან“ ახალი გზის ძიებაში

„კაცი არავინ, არსაიდან“ ახალი გზის ძიებაში

პოლიტიკურ ფალნგზე მივიწყებას მიცემული ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია მოულოდნელად, „ტვიტერზე“ განცახდებით გამოჩნდა. მან ამერიკის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მდივანი წერს, რომ ამერიკა სანქციებს უწესებს ვლადიმერ პლახოტნიუკს, ილან შორს და 19 სხვა ფიზიკურ პირს და ორგანიზაციას, რომლებიც დაკავშირებული არიან სისტემურ კორუფციასთან და კრემლთან დაკავშირებულ არჩევნებში ჩარევასთან მოლდოვაში, რასაც გახარიას მინაწერი აგვირგვინებს: „დემოკრატიის უდიდესი მტერია კორუფცია და ოლიგარქია. ორივე ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, სპობს დემოკრატიას და კლავს მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში!“

როდის გახდა ბიძინა ივანიშვილი გახარიასთვის ოლიგარქი? - ეს არის კითხვა, რომელიც მისი განცახდების შემდეგ ლოგიკურად ჩნდება. გამოდის, გახარიამ ვერც მინისტრის პოსტიდან და ვერ პრემიერობის დროს ვერ აღმოაჩინა, რომ ივანიშვილი „ოლიგარქი“ იყო და ქვეყანაში კორუფცია ყვაოდა. რა არის ამ განცხადების რეალური მიზანი და ივანიშვილის დასანქცირების საფრთხის პარალელურად, რატომ ჩნდება მოულოდნელად იმ პირის განცხადება, რომლის ნათქვამს სხვა, ყველა ოპოზიციურ პარტიაზე მეტი დამაჯერებლობა აქვს?

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მას შედმეგ, რაც გახარიამ პოლიტიკურ ეშმაკებს სული მიყიდა, მისგან გასაკვირი არაფერია. ქართველიშვილი ამბობს, რომ საინტერესოა გახარიას მიღმა საქართველომ ოლიგარქის აღმოცენება ან კორუფცია როდის მოასწრო, როცა მისი პრემიერობის დროს ქვეყანაში ოლიგარქები არ იყვნენ?! წინააღმედგ შემთხვევაში, მას მინისტრის პორტფელი არ უნდა დაეკავებინა და ერთხელ მაინც პროტესტი გამოეთქვა. ამიტომ ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ გახარია ამ განცხადებით საკუთარი თავის წინააღმდეგ მიდის და ემსგავსება იმ უპრინციპო ოპოზიციურ ლიდერებს, რომლებიც ხალხმა სწორედ ამის გამო პოლიტიკურ სანაგვეზე მოისროლა.

„გახარიას სახით ბესელიას, გოგიჩაიშვილს, სანიკიძეს და ა.შ. კარგი შენაძენი აქვთ. ივანიშვილმა ეს ხალხი პოლიტიკოსებად აქცია, ყველას შანსი მისცა, ენდო. ზოგი მოსკოვიდან ჩამოიყვანა, ზოგი ამერიკიდან, ზოგი სოფლიდან და ზოგიც თბილისში იპოვა, ყველას პოლიტიკური განვითარების შანსი მისცა, ხალხის წინაშე წარადგინა და პოლიტიკოსების სახე მისცა. უნდოდა, რომ სახელმწიფოს და ხალხს გამოდგომოდნენ, სამშობლოს მიმართ სიყვარული და პატრიოტიზმი ჰქონოდათ.

თუმცა ამდენი მედროვე და პოლიტიკური ბალასტი, საქართველოს თუ ეყოლებოდა ვერავინ წარმოიდგენდა და, როგორც ჩანს, ამის დანახვაც საჭირო იყო. ამიტომ ივანიშვილს ამაშიც კი ვერ დავადანაშაულებ - მოღალატეებად თავად ჩამოყალიბდნენ და ადამიანი რაც ხარ, ვერაფერი და ვერავინ გიშველის. შანსი აბსოლუტურად ყველას მიეცა. სამარცხვინოა გახარიას განცხადება. კაცი არავინ, არსაიდან, თითქმის საქართველოში ყველა სამინისტროს პორტფელს იკავებდა, პოლიტიკური განვითარების ძალიან დიდი შანსი მისცეს, თუმცა დღეს ეს ადამიანი იმ ჭორიკნების და მოღალატეების გვერდით დადგა, რომლებიც მამამარჩენალს შემოუბრუნდნენ და ათას სისაძაგლეს აბრალებენ“, - ამბობს ქართველიშვილი.

ჩნდება თუ არა ეჭვი, რომ გახარიამ ეს განცახდება მიზანმიმართულად გააკეთა, რათა ამერიკაში შეხვედრების დროს კონკრეტული მიზნისთვის სჭირდებოდა? - ქართველიშვილი ამბობს, რომ ერთადერთი გახარიას რაც შერჩა, ეს ყოფილი პერმიერობაა, დანარჩენი - პარტია და პოლიტიკური მოღვაწეობა კრახით დასრულდა. ამიტომ მის ნათქვამს, როგორც ივანიშვილთან წარსულში დაახლოვებულ პირს, მეტი დამაჯერებლობა ექნება და პოლიტიკურად მივიწყებული ამ ფორმით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ გააქტიურებას ცდილობს.

„გახარიამ ის როლი, რაც მას დააკისრეს, რომ „ოცნებისთვის“ შარშან არჩევნებში ხმები უნდა წაერთმია, ნაწილობრივ შეასრულა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც ვერაფერი გამოუვიდა. ერთადერთი ფუნქცია რაც მას შერჩა, ესაა ბრენდი, რომ ის ექს-პრემიერ მინისტრია. უბრალოდ, მისი პირიდან ივანიშვილის მისამართით გასროლილი ბრალდება, ამერიკაში იქნება თუ ბრიუსელში, ასე თუ ისე, შესაძლოა, ფასეული იყოს. ე.ი. ამას ლაპარაკობს არა ვიღაც ბლოგერი და ოპოზიციონერი, არამედ ამას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს. მის ნათქვამს მეტი დამაჯერებლობა აქვს.

ალბათ, აი, ამ ვიზიტის დროს, კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ ისეთი ოდიოზური ფიგურის შესახებ, როგორიც უკრაინაში ამერიკის შეერთებული შატატების ყოფილი ელჩი მაკფონია. ეს ადამიანი თითქოს იმ სამუშაო ჯგუფშია და მესაჭეა, რომელიც საერთაშორისო სანქციებში შესაყვან სიაზე მუშაობს. რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ ივანიშვილის ნათესავები შეიყვანეს სანქციების სიაში, შემდეგ კი ისიც შემოგვაძახეს, რომ შემდეგი ივანიშვილი იქნება. დღეს კიდევ ადგილობრივი მოღალატე გახარია, ამ „დამაჯერებელ“ ბრალდებას დასავლეთისთვის აჟღერებს“, - ამბობს ქართველიშვილი.

შექმნილი ვითარება გვაფიქრებინებს, თითქოს ივანიშვილის წინააღმდეგ ახალი შეთქმულება მზადდება, რომელშიც გიორგი გახარიას შესაძლოა მნიშვნელოვანი როლიც დაეკისროს, ხოლო თავისი განცხადებით მინიშნება სწორედ ამაზე გააკეთა. ამ შემთხვევაში, არც ისაა გამორიცხული გახარიამ ივანიშვილის წინააღმდეგ კიდევ სხვა ბრალდებები უკვე კარს მიღმა გააჟღერა ამერიკაში. ნებისმიერ შემთხვევაში, არავინ იცის ივანიშვილის დასანქცირების მრავალთვიანი მცდელობა როგორ შეიძლება დასრულდეს, თუმცა როგორც ქართველიშვილი ამბობს სერიოზულ მცდელობად გახარიას ეს განცახდება ჩაეთვლება და ამას აუცილებლად დაუფასებენ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი for.ge-სთან გიორგი გახარიას და მისი პარტიის რეიტინგზე ამახვილებს ყურადღებას, რაც NDI-ის ბოლო კვლევებით გამოჩნდა, როცა ეს უკანასკნელი პოლიტიკურ რადერებზეც არ ჩნდა. აბაშიძე ამით ხსნის გახარიას „ბრიყვულ  განცხადება“ს.

„გახარიამ და მისმა თანაპარტიელმა ნათია მეზვრიშვილმა თავი ძალიან შეირცხვინეს, როდესაც საუბარი ე.წ. ოლიგარქიაზე და კორუფციაზე დაიწყეს. საზოგადოებაში ძალიან ლოგიკური შეკითხვა გაჩნდა, ეს ოლიგარქი და კორუფცია როდის გამოჩნდა - 2021 წლის 18 თებერვლის შემდეგ, როცა გახარია თანამდებობიდან გაიქცა? როდესაც ის მთავრობაში მუშაობდა, ბიზნესომბუდსმენი იყო, მაშინ ასეთი კორუფცია არ ხდებოდა? უბრალოდ, გახარიამ გაიმეორა დესტრუქციული ოპოზიციის გზავნილები. სწორედ ის ნათია მეზვრიშვილი იყო პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში და პირველი გვაუწყებდა ხოლმე საერთაშორისო რეიტინგებს. აკი საქართველოს პროგრესი იყო ღია მმართველობა, გამჭვირვალე ბიუჯეტი, კორუფციის უმდაბლესი დონე. ეს ანგარიშები გრძელდება, მიუხედავად იმისა ნათია მეზვრიშვილი ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაშია.

სწორედ ეს არის დესტრუქციული ოპოზიციის მინუსი, რომ აბსოლუტურად არათანმიმდევრულები არიან. აცდენილები არიან საზოგადოების განწყობებს. საერთაშორისო კვლევებს არ ეცნობიან, რომლებიც აბსოლუტურად მიუკერძოებელია და ექსპერტულად საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას აფასებს. ამიტომ დასანანია, რომ თავიდან გახარიას მომხრეებს ეგონათ მესამე ძალა გამოჩნდა, მაგრამ რეალობა ის აღმოჩნდა, რომ გახარია მოღალატე და მატყუარაა. ამ ცრუპენტელობით გახარია იქცა იმ უსახურ პოლიტიკოსად, როგორიც „ოცნებიდან“ გაქცეული სხვა პოლიტიკოსები არიან“, - ამბობს გია აბაშიძე და თვლის, რომ მოღალატისგან გამორიცხული არაფერია. შესაძლოა, ის ვაშაძე, ჯაფარიძეს და ხოშტარიასაც კი შეუერთდეს, ვოიაჟები კიევში დაიწყოს და ივანიშვილის გარემოცვაზე ე.წ. სანქციების დაწესება მოითხოვოს. სწორედ ამიტომ, აბაშიძე მიიჩნევს, რომ გახარია სასოწარკვეთილი, დესტრუქციული ნაცოპოზიციის კლასტერშია.

 

ზურაბი მაგარი ანალიტიკოსი რომ არის ხუხაშვილი, გახარიას მეზობელი, ამბობს,თუ გაბრაზდებით გახარიაზე ეს ნიშნავს რომ ქვეყანაში ოლიგარქია და კორუფციაა.მოღალატეზე გაბრაზება მაგარი ზიანის მომტანი ყოფილა ხუხაშვილის ჭკუით.
1 წლის უკან
არაგველი641 ივანიშვილმა ეს ხალხი პოლიტიკოსებად აქცია, ყველას შანსი მისცა, ენდო. ზოგი მოსკოვიდან ჩამოიყვანა, ზოგი ამერიკიდან, ზოგი სოფლიდან და ზოგიც თბილისში იპოვა, ყველას პოლიტიკური განვითარების შანსი მისცა, ხალხის წინაშე წარადგინა და პოლიტიკოსების სახე მისცა. უნდოდა, რომ სახელმწიფოს და ხალხს გამოდგომოდნენ, სამშობლოს მიმართ სიყვარული და პატრიოტიზმი ჰქონოდათ. - ამაზე უკეთესად ვერ იტყვი სათქმელს
1 წლის უკან