შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1965 წელს დაბადებული გიორგი კ. ნარკოდანაშაულისათვის დააკავეს.

სამართალდამცველებმა წალენჯიხაში დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, ხოლო ეზოს დათვალიერებისას 35 ძირი კანაფი ამოიღეს. ექპერტიზის დასკვნით, სულ ამოღებულია 9 კილო და 208 გრ „მარიხუანა“–ს შემცველი ნედლი კანაფი და 2,26 გრ გამომშრალი „მარიხუანა“.

ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ გიორგი კ. დაკავების მომენტში „მარიხუანა“-ს ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).