ჩვენ ვიცით, რომ ეს სანქციები საქართველოს მოქალაქეებს დაუწესა მხოლოდ და მხოლოდ უკრაინამ და თან ჩვენ არ ვიცით რა დასაბუთებით არის ეს სანქციები დაწესებული. შედეგად, ძალიან ლოგიკურია ის პასუხი, რაც სხვა ქვეყნებს აქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ნედ პრაისის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„თქვენ გახსოვთ საქართველოს პარლამენტში როდესაც ბალტიელები იყვნენ ჩამოსულები, თქვეს, რომ ეს მათთვის არ არის ამოსავალი წერტილი. ისინი მხოლოდ ექვემდებარებიან ევროკავშირის, გაეროს სანქციებს, აქედან გამომდინარე ყოველთვის არის დასაბუთებული ევროკავშირის და გაეროს სანქციები“, - აცხადებს სამხარაძე.
შეერთებულ შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ სანქციებზე ჯობს თავად უკრაინამ ისაუბროს. ნედ პრაისმა ყურადღება ევროპული რეკომენდაციის შესრულებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მოწოდებულები არიან იმუშაონ საქართველოს მთავრობასთან.