„გვაგრძნობინებენ, რომ კოლონია ვართ, თუ ელჩის, თუ ევროპარლამენტარების, თუ უკრაინის ჭანჭიკი ხელისუფლების პირით, რომელიც 1-მილიონიანი ჯარით გვემუქრება“

„გვაგრძნობინებენ, რომ კოლონია ვართ, თუ ელჩის, თუ ევროპარლამენტარების, თუ უკრაინის ჭანჭიკი ხელისუფლების პირით, რომელიც 1-მილიონიანი ჯარით გვემუქრება“

„საბჭოთა რეჟიმს როცა ვებრძოდით, ეს იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირმა წაგვართვა დამოუკიდებლობა, ჩვენ ვიყავით ათქვეფილი საბჭოთა კავშირში. თუ ჩვენ იგივე გველის ევროკავშირში, რომ ვიქცეთ ასეთივე ან უარეს ჭანჭიკად, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ ყოფნას? ასეთ მოთხოვნებს რუსებიც არ გვიყენებდნენ. ჩადიოდნენ იქ ჩვენი ხელისუფალნი დაფასებულნი, აღიარებულნი, მიღებულნი, რაღაც ფორმები იყო შენარჩუნებული, რომ ღიად და საჯაროდ არ გვეგრძნო მონობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

სააკაშვილის გუნდი საქართველოში ისეთ ეფექტს ვერ აღწევს, რამდენსაც უკრაინაში, სადაც თქმა და გაკეთება ერთია, უკრაინიდან ხან „მოკითხვას“ უთვლიან ივანიშვილს, ხან მის მთავრობას დასრულებით ემუქრებიან, ხან სანქციებს უწესებენ ივანიშვილის გარემოცვას, სულ ბოლოს კი ზელენსკის მრჩეველი არესტოვიჩი ქართველ ერს უკრაინის ომის დასრულებისთანავე პრორუსებისგან დახსნაში დაჰპირდა. რატომ ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში? თქვენი თქმისა არ იყოს, რატომ „ბომბავენ“ უკრაინელები საქართველოს სანქციებით? უღირთ სტრატეგიულ პარტნიორთან ასეთი ურთიერთობა?

- უკრაინას და არა მარტო უკრაინას სურს, საქართველოში იყოს მეორე ფრონტი. ეს იმიტომ, რომ რუსეთი ამით შეასუსტონ, საქართველოს რა დაემართება, არავინ ფიქრობს. მხოლოდ ერთადერთ რამეზე ფიქრობენ, დღენახევრის ან ორი დღის განმავლობაში უფრო მეტი ენერგია დაახარჯინონ რუსეთს საქართველოს საწინააღმდეგოდ, ვიდრე დღეს ხარჯავს. ჩვენი ქვეყნის ტერიტორია და მოსახლეობა საერთოდ სახსენებელი არ არის უკრაინასთან, 2008 წელს რამდენდღიანი ბრძოლა დაგვჭირდა იმისთვის, რომ კაპიტულაციაზე ხელი მოეწერა სააკაშვილს და ტერიტორიები წაეღო რუსეთს?! ახლა კიდევ უფრო მარტივი იქნება ამის გაკეთება, რადგან რუსის ჯარი უკვე მობილიზაციაშია მოყვანილი, საომარ მდგომარეობაშია და ამ ჯარის რაღაც ნაწილს გადმოტყორცნიან საქართველოში. ისე, რად უნდათ გადმოტყორცნა? საქართველოს ერთი ბომბი, მაქსიმუმ ორი ბომბი ეყოფა იმისთვის, რომ აღარ იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადასარევად იცის დასავლეთმაც, ამერიკამაც, უკრაინამაც, დღესაც გვეუბნებიან ივანიშვილის გარემოცვისთვის დაწესებული სანქციებით, თუ არ გააჩაღებთ მეორე ფრონტს, მაშინ ჩვენ დავსჯით ბიძინა ივანიშვილს, ერთადერთ ადამიანს, რომელიც დადებით როლს ასრულებს საქართველოს უახლეს ისტორიაში. ერთ მხარეს არის ფაშისტი ოპოზიცია კი არა, არამედ ფაშისტი კრიმინალები, ხოლო მეორე მხარეს არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც თანხა გააჩნია და სახელმწიფოს განვითარებაში დებს ამ თანხას. დავინახეთ, რომ აშშ-მა რაც ჩადო 30 წლის განმავლობაში, იმაზე მეტი აქვს ერთ ადამიანს ჩადებული ამ ქვეყანაში, ასეთი ადამიანის ჩამოშორება უნდათ საქართველოსგან. ფაქტია, რომ უკრაინა არაკეთილისმსურველ ქვეყნად გადაიქცა და, ზოგადად, არაკეთილისმსურველი გარემოა ჩვენს ირგვლივ შექმნილი. ასეთი რეალობის წინაშე ვდგავართ. თანაც, ამ სანქციების შინაარსი არგუმენტს მოკლებულია. რაზე დაყრდნობით შეიძლება ივანიშვილის ნათესავებს გამოუცხადო სანქციები, როცა მათი საქმიანობა ამის საშუალებას არ იძლევა? რას აკეთებენ ეს ადამიანები დასასანქცირებელს? მერე თავი დავანებოთ ამ ადამიანებს, გაცხადებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება უნდათ, ამ დროს ბიძინა ივანიშვილს არ ასანქცირებენ და სანქციებს ადებენ მის უახლოეს გარემოცვას, დეიდაშვილს, სანათესაოს. ეს ლოგიკაში არ ჯდება, რა უნდათ ამ ხალხისგან? ეს არესტოვიჩია, თუ ვიღაც ტოვიჩი, მისი ბოლო განცხადება რას ნიშნავს, რომ თურმე უკრაინელებს 1-მილიონიანი ჯარი ჰყავთ და მათ საქმეს გამოუჩენს, რომ საქართველოში, მოლდოვაში, სომხეთსა და მთლიან პოსტსაბჭოთა სივრცეში შეიჭრან და მოაშორონ, მათი წარმოდგენით, უვარგისი ხელისუფლება, ანუ მათი მაფიოზური კლანისთვის მიუღებელი ხელისუფლებები ჩამოაშორონ მმართველობას. აი, რა იდეისკენ მიდის არესტოვიჩი.

მხოლოდ მეორე ფრონტის გახსნა არ უნდა იყოს უკრაინის უკმაყოფილების მიზეზი, შესაძლოა, სააკაშვილი რომ არ გადავეცით უკრაინას, ესეც იყოს მათი განაწყენების განმაპირობებელი. არესტოვიჩს წამოსცდა კიდეც, „საქართველოს ხელისუფლება ანგრევს ყველაფერს, რაც სააკაშვილმა ააშენა“. ხომ არ დაგროვდა უკმაყოფილების მიზეზები უკრაინის მაღალ ეშელონებში და არესტოვიჩის პირით გამოხატავენ სათქმელს?

- სხვათა შორის, არესტოვიჩმა ეს ძალიან სწორად თქვა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ანგრევს იმას, რაც სააკაშვილმა შექმნა. დიახ, დღევანდელმა ხელისუფლებამ დაანგრია ჯიბის სასამართლო, რომელიც სააკაშვილ-ადეიშვილის დღის წესრიგით არსებობდა და ნოტარიუსებად იყვნენ გადაქცეულნი მოსამართლეები. საერთოდ, გაიდლაინები დაუწერეს მოსამართლეებს, რა შემთხვევაში რა განაჩენები უნდა გამოეტანათ. სააკაშვილის დროს დაინერგა კაცობრიობის წინაშე დანაშაულებების სისტემური გამოყენება ციხეებში, ვგულისხმობ წამებას და ღირსების შემლახავ მოპყრობას. დღეს ციხეებში, ფაქტობრივად, სანატორიუმის პირობებში არიან განთავსებულნი პატიმრები. სააკაშვილზე არ მინდა საუბარი, „ნაციონალები“ არიან ოპოზიციაში და არ მსურს, სერიოზულად დავარტყა ამ ხელისუფლებას, თორემ უარესის ღირსები არიან, რასაც ეგენი აკეთებენ სააკაშვილის კომფორტისთვის და აყურებინებენ ამას ათი ათას პატიმარს, რომ ერთ პატიმართან შედარებით ყველანი დისკრიმინაციაში არიან. ეს ამ ხელისუფლების ხარვეზად კი არა, დანაშაულად მიმაჩნია. დიახ, მართალია არესტოვიჩი, რომ სააკაშვილის დროს შექმნილი საშინელი სისტემა დაინგრა ციხეებში, ასევე, დაინგრა ბიზნესის რეკეტი და ხალხის განკულაკება სხვადასხვა არალეგალური ფონდებით, ეს იყო პროკურატურის განვითარების, თუ შს სამინისტროს განვითარების ფონდი, სადაც მესამე პირებს არიცხინებდნენ უზარმაზარ თანხებს, რომ ისინი არ მოხვედრილიყვნენ ციხეებში, საპროცესო შეთანხმების, თუ სხვა თანხებს არიცხინებდნენ გაუგებარ გაუკონტროლებელ ფონდებში. დიახ, დაინგრა ის სისტემა, რომ ერთპიროვნული მმართველობა არ არსებობს. ეს ყველაფერი დაინგრა, სწორედ ეს ვერ აიტანა იმ მაფიამ, რომელშიც სააკაშვილი და ზელენსკი არიან. არესტოვიჩი სად არის მანდ, ეს არ ვიცი. ამ მაფიამ საქართველოში ერთ-ერთი სერიოზული დასაყრდენი დაკარგა. ადამიანის უფლებები დღეს ბოლომდე დაცული არ არის, რადან ისევ არსებობენ ამ მაფიოზური კლანის - „ნაცმოძრაობის“ და ნეოლიბერალების წარმომადგენლები და მათი ტელევიზიები, ისინი ისევ ახერხებენ მოქალაქეების უფლებების შელახვას, უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევას. იმედი მაქვს, ესეც გამოსწორდება. ტელევიზიები შეიგნებენ, ან ისეთნაირად დარეგულირდებიან კანონით, რომ ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები ტელევიზიის გამოყენებით აღარ მოხდება. თქვენ მკითხეთ, სააკაშვილი რომ არ გადავეცით უკრაინას, ამიტომაც ხომ არ გამძაფრდა დაპირისპირება უკრაინის ხელისუფლებასთან? დიახ, ეს არის მათი ერთ-ერთი მოთხოვნა. თუმცა არ ვფიქრობ, რომ უკრაინის ხელისუფლებას გული შესტკივა სააკაშვილზე, ალბათ, ისინი შიშობენ, არ გახსნას პირი სააკაშვილმა და არ დაიწყოს ლაპარაკი იმაზე, რაზედაც მას შეუძლია ილაპარაკოს. სწორედ ამიტომაა ზეწოლა, რომ ის იყოს არა ციხის, არამედ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პირობებში. ამიტომაა ყოველწუთიერი იძულება, რომ სააკაშვილთან შეუშვან სტუმრები, რომ სააკაშვილს არ ათქმევინონ ის ბინძური საქმეები, რაც მან იცის.

ანუ სააკაშვილს ზელენსკის გარემოცვაზე აქვს ინფორმაცია, მათ შორის, არახამიასა და სხვებზე?

- არახამია და ზელენსკი რას წარმოადგენენ? ესენი არიან პატარა ჭანჭიკები უზარმაზარი მაფიის, რომელთაც ვეძახით ფსევდოლიბერალებს, ნეოლიბერალებს. სწორედ ამ მაფიას ეშინია, იციან რა სააკაშვილის სისუსტეები. ამიტომ არის გამალებული ბრძოლა, ექიმების მთელი კოლონების ჩამოსვლა.

ხომ არ დადგა დრო, კელი დეგნანი და სხვა დასავლელი დიპლომატები თუ მაღალჩინოსნები გაემიჯნენ არესტოვიჩის ტონალობას, ან დაგმონ სხვა ქვეყნის საქმეებში მისი ჩარევის მცდელობა?

- ნორმალურ სიტუაციაში, ასეთი ტონალობა რომ მართლაც მხოლოდ უკრაინის ხელისუფლებისგან, არესტოვიჩისგან ან ზელენსკისგან მომდინარეობდეს, უკვე გამიჯნული იქნებოდნენ ევროკავშირისა და ამერიკის ელჩები, მაგრამ ეს მახინჯი შანტაჟი მხოლოდ არესტოვიჩის და მის მსგავსთა ტვინში არ იხარშება, ყველანაირი მეთოდი და ხერხია იმისთვის გამოყენებული, რომ შეაშინონ საქართველოს ხელისუფლება. როგორც თვითონ ფიქრობენ, რომ ყველაფერს აქ ბიძინა ივანიშვილი წყვეტს, შეაშინონ ბიძინა ივანიშვილი და წაიყვანონ იმ დათმობაზე, რომ აქ გაჩაღდეს მეორე ფრონტი.

თქვენ კითხვა გიჩნდებათ, გვიღირს კი ისეთი გაერთიანებისკენ თავქუდმოგლეჯილი სწრაფვა, რომელიც მხოლოდ მოთხოვნებს გვიყენებს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უგულებელყოფს? რა ხიბლი აქვს ასეთი ძებნილ ადეიშვილს, რომ შეუცვლელი გახდა უკრაინის უფლებების დამცველად ევროკავშირში? იქნებ, იმის გამო, რომ საქართველო რუსეთის მძევალია, ევროკავშირში ფიქრობენ, რომ ნებისმიერ რამეზე თვალს დავხუჭავთ, მათ შორის, ადეიშვილზეც?

- ადეიშვილს არანაირი ხიბლი არ აქვს, ის არის ნეოლიბერალური მაფიის წევრი, როგორც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი. ვინაიდან „ნაცმოძრაობის“ „ვერხუშკა“ იყო ამ მაფიის წევრი, ეს კლანი ადეიშვილს იცავს. საბჭოთა რეჟიმის დროს როცა ვიბრძოდით, ვიბრძოდით იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირმა წაგვართვა დამოუკიდებლობა, ჩვენ ვიყავით ათქვეფილი საბჭოთა კავშირში. თუ ჩვენ იგივე პრობლემა გველის ევროკავშირში, რომ ვიქცეთ ასეთივე ან უარეს ჭანჭიკად, რომელსაც ღირსება, დამოუკიდებლობა და დემოკრატია წართმეული აქვს, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ ყოფნას ევროკავშირში? ასეთ მოთხოვნებს რუსები არ გვიყენებდნენ, რასაც დღეს ესენი ბედავენ და გვიყენებენ. ასეთი ტონით რუსები არ გველაპარაკებოდნენ, ჩადიოდნენ იქ ჩვენი ხელისუფალნი დაფასებულნი, აღიარებულნი, მიღებულნი, რაღაც ფორმები იყო შენარჩუნებული, რომ ღიად და საჯაროდ არ გვეგრძნო მონობა. დღეს კი ყოველ წუთში გვაგრძნობინებენ, რომ მონები, დაპყრობილები ვართ და კოლონია ვართ, ამას გვაგრძნობინებენ თუ ელჩის პირით, თუ სხვადასხვა ევროპარლამენტარის პირით, თუ უკრაინის ჭანჭიკი ხელისუფლების პირით, რომელიც პირდაპირ განადგურებით გვემუქრება თავისი 1-მილიონიანი ჯარით, შემოვალთ და დაგიმხობთ ხელისუფლებასო. მგონი, ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა და მეც გავიმეორებ, ამდენი დახმარების, მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარებისა და გვერდით დგომის ფონზე, რომელიც საქართველოს გაჭირვებულმა მოსახლეობამ, გადასახადის გადამხდელებმა გაიღეს უკრაინელების მიმართ, ერთი მადლობის ღირსიც არ გახადა უკრაინის ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა. ამ დახმარებაში ჩვენი ხელისუფლების უზარმაზარი წვლილი იყო, თვითმფრინავებით ეზიდებოდნენ ჰუმანიტარულ ტვირთს, ანაწილებდნენ. ერთი მადლობა უკრაინის მხრიდან არ წამოსცდენიათ. მე ასეთნაირად არ ვიცნობდი უკრაინელ ხალხს, თუმცა აქ ხალხი არაფერ შუაშია, ძირითადად ეს არის უკრაინის ხელისუფლების ბრალი, მაგრამ ფაქტია, ეს ყველაფერი მაინც უკრაინასთან იგივდება.

 

 

Aburjga Tasmanieli ამ ადამიანში ძალიან შევცდი, მეტი რომ არ შეიძლება ისე!
"მე ასეთნაირად არ ვიცნობდი უკრაინელ ხალხს, "
რომელ უკრაინელ ხალხს იცნობდა ნეტავი, ბანდერას და შუხევჩს თუ მელნიკს და პეტლიურას?!
"საბჭოთა რეჟიმის დროს როცა ვიბრძოდით, ვიბრძოდით იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირმა წაგვართვა დამოუკიდებლობა, ჩვენ ვიყავით ათქვეფილი საბჭოთა კავშირში. " მე და ჩემი მშობლები ათქვეფილი არ ვყოფილვართ, ჩემზე ნუ ლაპარაკობ. მე ვიყავი დიდი და მძლავრი, უნიკალური სახელმწიფოს საბჭოთა კავშირის მოქალაქე, ამავე დროს ჩემი სამშობლოს საქართველოს მოქალაქე. აქ არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობდა! თუ იყო ეს წინააღმდეგობა იყო სადღაც ინტრიგან, საქმეგამოლეული აბსოლუტურზე, აბსოლუტურ უმცირესობის ადუღებულ ტვინში, რომელიც მაშინაც სადანღაც მოწამლული იყო ლიბერასტული თავისუფლების "იდეებით"! საბავშვო ბაღი ქართული, სკოლა ქართული, უნივერსიტეტი და თან რა უნივერსიტეტი ქართული, ყველაფერი ქართული განდიდებული და ძეგლდადგმული! ახლა მეათასედჯერ ვერ ჩამოვთვლი 999 ჯერ აქ ჩამოთვლილს. დამოუკიდებელი თუ იყო მაშინ იყო საქართველო!
ქალბატონო რომ წერთ "საბჭოთა რეჟიმის დროს როცა ვიბრძოდით," რას იბრძოდით მერე თუ იბრძოდით, რისთვის? რა უფლებით იღებდით ჩემზე და ჩემი შთამომავლობის ბედზე პასუხისმგებლობას, ვინ გეკითხებოდა ან რა იცოდი, მაშინ რას წარმოადგენდი, რომ სხვისი და ერის ბედი გადაგეწყვიტა?! მით უმეტეს სამშობლოს ბედი და მომავალი?!
ხომ იბრძოდი, ხომ მიაღწიე საწადელს?! ჰოდა აგე ახლა პასუხი აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ დავკარგეთ, აჭარა რომ თავიდან გათურქდა, ..... და ბოლოს აგე პასუხი ამ მტარვალი, ზნედაცემული დასავლეთის კოლონია რომ გაგვხადე!!!
1 წლის უკან
ლაზი უკრაინამ რომ, ამ ხელისუფლებით, მართლა გაიმარჯვოს, რუსეთი მოგვენატრება. არ იცით თქვენ, როგორია უკრაინელი სტარშინა.
1 წლის უკან
trampi ლაზი
გჯერაა რომ უკრაინა გაიმარჯვებს ??
ან რუსი გაიმარჯვებს ამ პიდარასტრებზე ............ ან რუსი ბომბს გაისვრის
უბრალოდ მაგათ რუსი არ გაამარჯვებინებს, მით უმეტეს იცის, რომ ამ ყველაფრის უკან უკრაინა კი არა, ამერიკაა ამერიკა .........
ხოოდა..... თუ საქმე საქმეზე მიდგა, ამერიკის ჯინაზე რაცა ააქვს ყველაფერს გაისვრის.....
ბომბი მაგას არ ელევა და ტყვია წამალი.....
ეხლა ზოგზოგი იტყვის რად უნდა გაისროლოსო
იმიტომ ... იმიტომ
იმიტომ რომ ბევრი უჩხიკინეს, ბევრი და არ ეშვებოდნენ
ილიკო --- ილარიონისა არ იყოს........... აგერ თქვენ და აგერ გერმანია
ვნახოთ ბატონო, ვნახოთ
ისე ამერიკისა ძაან მიკვირს ...... ამდენი უტვინო როგორააა??
ეს ანალიტიკური ცენტრებიო ეს ..ათასი ჯანდაბაო და............... რუსი ვინააა ის ვერ გაუგიათ
იქით კიდე ჩინეთ ტაივანს ეჩალიჩებიან......მოკლედ ეგენი წერასა ყავს ატანილები............
ხოოდა დააჯდა კიდეც სიკვდილის ბუზი მაგათ მსოფლიო იმპერიას...
1 წლის უკან
ტაბალი ეს საიტი მთლად რუსეთუმე გახდა.მალე გადაშენდებით რუსის ტრაკების მლოკავი ღამურები!
1 წლის უკან
ტაბალი ან ეს კაკაბაძე ვის ებრძოდა. ერთართი ვისაც ებრძოდა ეროვნული ხელისუფლება იყო. ჩვეულებრივი სუკის კახპა
1 წლის უკან