„მათ ვერ გათვალეს, რომ სახელმწიფოზე ასეთი უხეში თავდასხმით საზოგადოება ხელისუფლების მიმართ კონსოლიდრებული ხდება“

„მათ ვერ გათვალეს, რომ სახელმწიფოზე ასეთი უხეში თავდასხმით საზოგადოება ხელისუფლების მიმართ კონსოლიდრებული ხდება“

რას გამოიწვევს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება სანქციების თემაზე და რამდენად დამოუკიდებელი იყო იგი ამ გადაწყვეტილების მიღებაში? რამდენად შეიძლება ივანიშვილის ოჯახის წევრებზე სანქციების გავრცელება თავად ბიძინა ივანიშვილის გაფრთხილებას გულისხმობდეს თავის თავში და ბოლოს და ბოლოს, რას ითხოვენ ივანიშვილისგან? ამ და სხვა კითხვებზე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან საუბრობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენკიმ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის 4 წევრის და ასევე, რამდენიმე ქართველი ბიზნესმენის დასაქცირებს გადაწყვეტილება მიიღო. რა სახის განაცხადია ეს ზელენკის მხრიდან და რა შედეგები შესაძლოა ამას ქვეყნისთვის მოჰყვეს?

- როგორც ჩანს, უკრაინა საქართველსო თავის სტარტეგიულ პარტნიორად აღარ მიიჩნევს, რადგან პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეებს სანქციებს არ ადებენ. წავიკითხე პრეზიდენტ ზელენსკი მოხსენება და ეს აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი ფაქტებია, რომელიც არაფრით დადასტურებული არ არის. ეს არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ოპოზიციასთან აფილირებული ენჯეობის ე.წ. საფუძველზე მოგროვებული ინფორმაცია. აქ არის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო. ჩემთვის არაფერია ცნობილი იმაზე, რომ პირები, რომლებსაც სანქციები დაედოთ, პოლიტიკასთან შემხებლობაში არიან. ეს, უბრალოდ, ღიმილის მომგვრელი ფაქტია. გამომდინარე იქიდან, რომ დასავლეთში უკრაინის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა და მათ ყველა განცახდებას უკრიტიკოდ იღებენ, ამან შესაძლოა გარკვეული შედეგები გამოიღოს. უკრაინამ გადადგა ნაბიჯი, რომ საქრთველოსთან გაუარესებული ურთიერთობა კიდევ უფრო გააუარესოს.

როგორ ფიქრობთ, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ორი ქვეყნის ურთიერთობა როგორ წარიმართება? კობახიძემ განაცხადა, რომ ის ამ ფაქტს მშვიდად შეხვდება და სჯობს ხელისუფლებამ ამაზე მძაფრი რეაქცია არ მოახდინოს. ცალმხრივ მეგობრობას გავაგრძელებთო... რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა?

- კობახიძის პოზიცია გასაგებია, მაგრამ ყველაფერს ხომ თავისი ზღვარი და წითელი ხაზი აქვს, რომლის იქითაც სახელმწიფომ რეაგირება უნდა მოახდინოს. ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდნ რეაგირება აუცილებელია.

თქვენ საუბარში აღნიშნეთ, რომ ზელენსკის დასავლეთზე და ამერიკაზე საკმაოდ დიდი გავლენა აქვს და მის განცხადებებს კრიტიკის გარეშე იღებენ. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის ოჯახის წევრების სიაში შეყვანა ივანიშვილის გაფრთხილებაა, რომ შემდეგი ის იქნება? ხელისუფლების წარმომადგენლები ამას შანტაჟად აფასებენ და ამბობენ, რომ ივანიშვილის პოლიტიკში დაბრუნებას აიძულებენ, რათა მეორე ფრონტი საქრათველოში გახსნას. მმართველი გუნდის ამ არგუმენტის გჯერათ?

- სავარაუდოდ, ომის დაწყების დროს საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ნამდვილად მოუწოდებდნენ. თუმცა მგონია, რომ დღეს ეს თემა უკვე აქტუალური არ არის. ჩემი აზრით, ამ ყევლაფრის მთავარი მიზანი ახლა ისაა, რომ „ოცნებამ“ ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ გადააბაროს, ციხიდან სააკაშვილი გაათავისუფლონ. უკრაინის დელეგაციის ხელშეწყობით და ენმ-ის ლობირებით, ევროპის საბჭოს ასაბლეამ ასეთი რეზოლუცია უკვე მიიღო. ევროპის დონეზე ამ საკითხს ბიძგი უკვე მიეცა. აქედან გამომდინარე, ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან რეაქციას ელოდებიან და თუ ის არ იქნება ისეთი, როგორიც სურთ, ალბათ, შემდეგი ივანიშვილი იქნება. თუმცა ერთ რამეს ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არის სანქციები, რომელიც უკრაინის სახელმწიფომ დააკისრა. კი ბატონო, უკრაინამ დაასანქცირა, მაგრამ ივანიშვილს უკრაინაში არანაირი აქტივები არ აქვს, ან თუნდაც იმ პირებს, რომლებიც უკვე სიაში მოხვდნენ, უკრაინაში არანაირი ბიზენს საქმიანობას არ ეწევიან. უკრაინის მიერ დაწესებული სანქციები მხოლოდ პოლიტიკური აქტია და მას სამართლებრივი მხარე არ აქვს. შესაძლოა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნას მიღებული. ისინი მერე რას იზამენ, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ალბათ, ყველაფერს შეისწავლიან და გადაწყვეტილებას ამის მერე გამოიტანენ.

თქვენ ფიქრობთ, რომ ზელენსკი მარტო იღებს ასეთ გადაწყვეტილებას და ეს დასავლეთის მხრიდან „ანთებული მწვანე“ სიგნალი არ იყო? ანუ ამხელა გადაწყვეტილებას ის დამოუკიდებლად მიიღებდა?

- რა თქმა უნდა, ზელენსკის მთავრობა, რომელიც აბსოლუტურად მთლიანად დამოკიდებულია დასავლეთზე და პირდაპირ ვიტყვი, მარიონეტული ხელისუფლებაა, ამ გადაწყვეტილებას დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციის გარეშე ვერ მიიღებდა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთგვარი გაფრთხილება, რომ შემდეგი ივანიშვილი იქნება. ამ გაფრთხილებას კი ზელენსკის მეშვეობით აჟღერებენ. არ არის გამორიცხული, რომ ივანიშვილისგან რაღაცა სახის მოთხოვნების შესრულება სურდეთ. ჩემი ვარაუდით, ეს მოთხოვნა, როგორც აღვნიშნე, შესაძლოა ხელისუფლების გადაბარება იყოს.

ოპოზიცია ამ გადაწყვეტილების გამოყენებას ალბათ დაიწყებს ეს გასაკვირიც არ არის. თუმცა ქვეყნის შიგნით, პოლიტიკურ პროცესებზე რა სახის გავლენას მოახდენს? რა სიგნალს იღებს ამით თუნდაც „ოცნების“ ამომრჩეველი?

- კი ბატონო, გასაგებია და გასაკვირც არ იქნება, ოპოზიცია თუ ამ თემით სპეკულაციას დაიწყებს, მაგრამ როგორი იქნება ხალხის რეაცქია? - ეს ყველაფერი „ოცნების“ ამომრჩევლის და ანტიდასავლური განწყობის მქონე ელექტორატის კონსოლიდაციას გამოიწვევს. მათ შეიძლება ეს ყველაფერი შეურაცხყოფად მიიღონ. სოციალურ ქსელებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ამაზე პროტესტი უკვე გაჩნდა. ისინი ამას როგორც ერთგვარ შეურაცხყოფად აღიქვამენ. ამით უკრაინა აღწევს იმას, რომ საქართველოში ანტიუკრაინულ, ევროსკეპტიკურ და ანტიდასავლური განწყობების კულტივირებას ახდენს. მგონი ზედმეტი გაშიფვრა არ სჭირდება იმას, მოვლენების ასე განვითარება ხელს ვის აძლევს. რაც შეეხება „ოცნების“ ამომრჩეველს რა სახის სიგნალს აძლევს ზელენსკი ეს გადაწყვეტილება, ვფიქრობ, თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 48% ამომრჩევლის სახლში დარჩა, ახლა აღარ დარჩება და ხმას „ოცნების“ სასარგებლოდ მისცემს.

ფიქრობთ, რომ ივანიშვილი საჯაროდ უნდა გამოჩნდეს და უკრაინის გადაწყვეტილებაზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე, რომელსაც თუნდაც დასავლეთს მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ უყენებს, ისაუბროს?

- არ ვფიქრობ, რომ ახლა მისი გამოჩენა საჭიროა და ამაზე საჯაროდ უნდა ილაპარაკოს. არიან ადამიანები, რომლებსაც ამაზე კომენტარის გაკეთება შეუძლიათ, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც ივანიშვილთან არიან დაკავშირებული. ავიღოთ თუნდაც უკვე ხსენებული მოძრაობა „ძალა ერთობაშია“, რომელსაც ძალიან კარგად შეუძლია ისაუბროს რა ხდება. ამ გადაწყვეტილებით, ალბათ, ფიქრობენ, რომ ივანიშვილის რეპუტაციას და მის ბიზნესს ზიანს მიაყენებენ. ამით საერთაშორისო ინსტიტუტებს უფრო მეტი საფუძველი ექნებათ, რომ დაკავებული თანხების გადმორიცხვა არ მოხდეს. მათ ვერ გათვალეს, რომ სახელმწიფოზე ასეთი უხეში თავდასხმით საზოგადოება ხელისუფლების მიმართ კონსოლიდრებული ხდება. ახლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები რომ დაინიშნოს, „ოცნება“ მოიგებს. ქართველები ძალიან ნეგატიურად რეაგირებენ, როდესაც ქვეყანაზე გარედან ასეთი სახის შემოტევა ხდება. ალბათ, წლები დასჭირდება იმას, რომ საქართველო - უკრაინის ურთიერთობა ისევ პარტნიორულს დაუბუნდეს.

ალბათ, მაინც საინტერესოა დასავლეთის დამოკიდებულება ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე. ამ ეტაპზე ივანიშვილის დასანქცირების გადაწყვეტილებას არ იღებენ. შესაძლოა დასავლეთს სწორედ ქვეყანაში უმართავი პროცესების დაწყების ეშინია და ფიქრობენ, რომ ამით იავნიშვილს კი არა, ქვეყანას დააზიანებენ, სადაც შიდა დაპირისპირება გამწვავდება?

- კი ბატონო, დაუწესეს სანქციები, მაგრამ პოლიტიკური და ელექტორალური შედეგები ის არ იქნება, რასაც ოპოზიცია ელის. კი, შესაძლოა, თავად მმართველ გუნდშიც და ამომრჩეველშიც ვიღაც დაიბნეს, შეეშინდეს, მაგრამ მათი ნაწილი, მაინც „ოცნების“ ირგვლივ შემოიკრიბება. არა მგონია, ოპოზიციის გეგმა ელექტორატის ნაწილი თავისკენ წამოიყვანოს, შესრულდეს. როგორც ჩანს, დასავლეთშიც არიან ადამიანები, რომლებიც უფრო სიღრმეებში იხედებიან და ჩვენი საზოგადოების განწყობები იციან. ამიტომ ივანიშვილის დასანქცირებაზე ქართულ საზოგადოებას რა რეგირება ექნება, ამასაც მნიშვნელობას ანიჭებენ.

 

trampi ხათუნა ხოფერია

ევროპა დღეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ენჯეო, როგორიც ჩვენთან არის ბაია პატარაიას, კაპიტან გიგაურის ენჯეოები,

ვაააა ................... ზუსტადა თქვა, ზუსტად
მალადეც აი ........მალადეც

დღეს საქართველოში დაცლილი და საფუძველგამოცლილი რადიკალური ოპოზიციის ლიდერი არის ქალბატონი კელი დეგნანი, ​- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა ხათუნა ხოფერიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
--------------------------------------------------------------------------------------

საქართველოზე ამ ორკესტრირებულ შემოტევას რომ სათავეში ჩვენი დაუძინებელი ,,მეგობარი,, ამერიკა(დაგნარი) უდგას, ვინც ამას ვერ ხვდება ან ჩლუნგია ან დებილი
და კიდევ ვინც უკრაინას მეგობარი დააარქვას იმისი კეთილებიც...ქუნემ
წლების მანძილზე კოლუმბი კოლუმბი მეთქი რომ გავიძახოდი ....ხომ აღმოვჩნდი მართალი?/
და რამდენმა კიდევ............. პუტინი გინდაო (იმათი კეთილებიც....)პუტინი კი არა კნოპკა, კნოპკაზე თითის დაჭერა მინდა, რომ ორივე ერთად მისიქტიმდნენ

ისე ეხლა ჩემზე გაცილებით მაგარი ხალხი გაიძახის ,,ქუნემ კოლუმბიო,,.....ფილოსოფოსები მწერლები და კიდევ ...... ბევრი სხვა დამსახურებული ხალხი......
თხარონ ამერიკელებმა თაგვივით, თხარონ ....და უფრო უარესი იქნება
პრესტოვიჩები ფეხებს მოგვჭამენ
1 წლის უკან