საქართველოში პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაცია დაიწყო

საქართველოში პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაცია დაიწყო

„ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე პაატა ბურჭულაძის შესახებ ბოლო პერიოდში ქართულ ტელეარხებზე გასულ სიუჟეტებს ეხმაურება.

- ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე, როგორ ცდილობს ხელისუფლება მისივე სატელიტი ტელევიზიებისა და იქ მოკალათებული ”დოქსოპულოების" მეშვეობით საზოგადოებაზე იდეოლოგიური ზემოქმედების მიზნით მოაწყოს ე.წ. ”კუდიანებზე ნადირობა".

ცდილობენ რომ ტალახში ამოსვარონ სახელგანთქმული ადამიანები, რომლებიც  მათ გემოვნებაში არ ჯდებიან ან არ ექცევიან რეჟიმის გავლენის ქვეშ", - აცხადებს გამყრელიძე.

დავით გამყრელიძეს მიაჩნია, რომ ტელევიზიებმა შეგნებულად შეიყვანეს შეცდომაში საზოგადოება, როცა პაატა ბურჭულაძეს დააბრალეს, თითქოს მან რუსული ოფიციოზის მიერ მოწყობილ სახელისუფლებო კონცერტში მიიღო მონაწილეობა და ამით შეეცადნენ მის დისკრედიტაციას.