ფულვიო კოლოვატი:

ფულვიო კოლოვატი: "კვარაცხელიას ვერცერთი მცველი შეაჩერებს, რომელიც სერია A-ში თამაშობს"

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიაზე იტალიაში აბსოლუტურად ყველა საუბრობს. ამჯერად, ქართველ შემტევზე თავისი მოსაზრება იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ფულვიო კოლოვატიმ დააფიქსირა.

„ლუჩანო სპალეტის განკარგულებაში ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც განსხვავებას ქმნის და რომლის შეჩერება სერია A-ში მოთამაშე არცერთ მცველს შეუძლია“, - თქვა 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა.

21 წლის ქართველ ფეხბურთელზე კომენტარი გააკეთა სპორტულმა დირექტორმა და სკაუტმა ჯენარო ჩოტოლამ, რომლის აზრით, კვარაცხელია არავის ჰგავს და შედარებებს აზრი არ აქვს:

„ბევრი კვარაცხელიას ლენტინის ადარებს, ზოგიც ლეაოსთან პარალელს ავლებს, ზოგისთვის ის ახალი კაკაა. ჩემი აზრით, კი, ის არავის ჰგავს, კვარა კვარაა, მას შეუძლია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევიდეს“, - თქვა ჩოტოლამ.