„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „აიაქსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ძალიან ბედნიერია „სტადიო მარადონაზე“ თამაშით, სადაც გიჟური ატმოსფეროა.
„ბედნიერი ვარ ამ სტადიონზე თამაშით, აქ გიჟური ატმოსფეროა. პენალტი? არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაარტყა, მე თუ ვინმე სხვამ, ჩვენ გუნდი ვართ და ვიღაცამ უნდა დაარტყას. მნიშვნელობა არ აქვს ეს ვინ გააკეთა დღეს ან მომავალში ვინ დაარტყამს. მიზნები? ახლა მხოლოდ სერია A-ს მომდევნო მატჩებზე ვფიქრობთ“, - თქვა კვარაცხელიამ Amazon Prime Video-სთან.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში 2 გოლი, 3 საგოლე პასი და ერთი მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი, ხოლო სერია A-ს მონაგარსაც თუ დავუმატებთ, მთლიანად სეზონში ასეთი სტატისტიკა აქვს: 13 მატჩი, 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი!