იტალიური „ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი გამოჯანმრთელდა. ნიგერიელი თავდამსხმელი დღეს „აიაქსთან“ მატჩის განაცხადში იქნება.
ნიდერლანდურ გრანდთან აფრიკელი ფორვარდის სასტარტო შემადგენლობაში გამოჩენა პრაქტიკულად გამორიცხულია, მაგრამ სათადარიგო სკამზე იქნება და ლუჩანო სპალეტიმ შესაძლოა, ძირითადში სერია A-ს უახლოეს ტურში „ბოლონიასთან“ გაამწესოს.
ოსიმენმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ლივერპულთან“ შეხვედრაში მიიღო და ლაზარეთში თვეზე ოდნავ მეტი გაატარა.
23 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 6 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში 2 გოლი გაიტანა.