იმ მარტივი მიზეზით, რომ ყველა დროსა და ეპოქას, ისევე, როგორც ყველა პირველსა თუ მეორე პირს, თავისი ფავორიტები ჰყავს, სავსებით ბუნებრივია, რომ წინა ფავორიტთა მზე ჩაესვენა (თუ მთლად არა, ჩასვენების პროცესშია), , თუმცა, ისიცაა, რომ, საბედნიეროდ, ახლები არ ამობრწყინებულან.
და, თუკი აქამომდე მას ლამის „საქართველოს დედოფლობა დამშვენდებოდა“ და, თუ მთლად მის ერთ სიტყვაზე ქალაქები არ შენდებოდა, ყველა ასაკის ვარსკვლავებთან იწერებოდა მისი დუეტები, აწ უკვე მოკრძალებული ღონისძიებებით უწევს დაკმაყოფილება. .
კერძოდ, 10 მაისს ბაქოში პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის 90 წლის იუბილე აღინიშნა, საიუბილეო საღამოში კი, აზერბაიჯანელ მომღერლებთან ერთად, სოფო ნიჟარაძემაც მიიღო მონაწილეობა. მან აზერბაიჯანელ მსმენელთა ყური „თბილისოთი“ დაატკბო.
ჩვენ არ ვიცით, მოვა თუ არა კვლავ ქ-ნი ნიჟარაძის კარიერაში (სამშობლოში) გაზაფხული (ეჭვი მაქვს, ეს პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული „ნაცმოძრაობის“ წარმატებულ რებრენდინგზე), მაგრამ, ერთი რამ უდავოა: „ნუ ჩაუჯდები ხელმწიფეს ნავში“ როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით.