ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ხვიჩა კვარაცხელიას განსაკუთრებული მოთამაშე უწოდა.
როგორც „რეალის“ თავკაცმა აღნიშნა, ქართველი მისთვის სიურპრიზი არ არის, რადგან „ნაპოლიში“ როცა მუშაობდა, მას აქტიურად აკვირდებოდნენ.
„ნაპოლიმ ძალიან კარგი დონის ფეხბურთელები დაიმატა, გუნდში ჰაერი განახლდა. დღეს რთულია პროგნოზირება, რას მიაღწევს კლუბი, მაგრამ ცხადია, რომ ახალწვეულებმა „ნაპოლი“ არაპროგნოზირებადი გახადეს. კვარაცხელია სიურპრიზია? მხოლოდ მათთვის, ვინც არ იცნობდა, ჩვენ მას ჯერ კიდევ მაშინ ვაკვირდებოდით, როცა „ნაპოლიში“ ვმუშაობდი, ის განსაკუთრებული ფეხბურთელია“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, კარლო ანჩელოტი „ნაპოლის“ 2018-2019 წლებში ავარჯიშებდა.