„მთავარი ის კი არ არის, რამდენი დამცავი ნაგებობა გვაქვს, ომის შემთხვევაში საქართველოს პერსპექტივა არ აქვს, ისევე მიინგრევა და დაკარგავს ტერიტორიებს, როგორც წინა წლებში“

„მთავარი ის კი არ არის, რამდენი დამცავი ნაგებობა გვაქვს, ომის შემთხვევაში საქართველოს პერსპექტივა არ აქვს, ისევე მიინგრევა და დაკარგავს ტერიტორიებს, როგორც წინა წლებში“

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აქტუალური გახდა სამოქალაქო თავდაცვის საკითხი საქართველოში და იმის გარკვევა, რამდენი თავშესაფარია ჩვენს ქვეყანაში.

2003 წლის მდგომარეობით, საქართველოში სულ აღირიცხებოდა 6499 დამცავი ნაგებობა. 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში აღრიცხულია 1186 დამცავი ნაგებობა, რომელთაგანაც მოსახლეობის მიერ თავის შეფარება მხოლოდ 105-შია შესაძლებელი, ისიც რამდენიმე საათით. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ჩვენს თავშესაფრებში სასიცოცხლო უზრუნველყოფის საშუალებები არ ფუნქციონირებს. საუბარია ვენტილაციაზე, გათბობაზე, ენერგომომარაგებასა და კავშირგაბმულობაზე.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარე პერიოდში ხორციელდება თავშესაფრებისთვის ვარგისი შენობა-ნაგებობების სათავსების ინვენტარიზაცია მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით.

ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი აატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საევაკუაციო ნაგებობები საქართველოში ისედაც უნდა იყოს, ყოველგვარი ომის მოლოდინის გარეშე.

„მაინცდამაინც ომი უნდა დაიწყოს რუსეთმა, რომ შევამოწმოთ თავდაცვითი ნაგებობების სიმყარე? საქართველოში ომის არავითარი საფრთხე არ არსებობს, რადგან არავითარი მიზეზი არ აქვს რუსეთს, საქართველოს ომი დაუწყოს. „ქართული ოცნების“ ოცნებაა, რუსეთი დაგვემუქროს. ირაკლი კობახიძის განცხადებამ დათვური სამსახური გაუწია რუსეთს, როცა მან თქვა, რომ პლებისციტზე ქართველ ხალხს უნდა ვკითხოთ, უნდათ თუ არა მეორე ფრონტიო. ამით ძალიან დაძაბა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რომლებმაც მისი ნათქვამი ასეთნაირად აღიქვეს, რომ თურმე საქართველო ომს აპირებს. გამოდის, რუსეთი კი არ აპირებს თურმე ომს, არამედ „ქართული ოცნების“ ლიდერის - კობახიძის სახით აპირებენ ომს და პლებისციტის ჩატარებას. პლებისციტზე ხალხმა რომ უთხრას, ომი გვინდაო, სად მიდის მაშინ კობახიძე? ასეთი იდიოტობა როგორ შეიძლება. შეიკრიბა აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭო და მიიღეს დადგენილება, როგორ უნდა მოიქცნენ, როცა საქართველო დაიწყებს ომს“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი, რომლის თქმითაც, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“, არც მის პოლიტბიუროს, არც მთავრობას, არც პარლამენტს, არც კობახიძეს ამაზე რეაგირება არ ჰქონიათ.

ამასობაში კი აფხაზები მცდარად ასკვნიან, თითქოს ქართველები აპირებენ ომს. ანალიტიკოსის თქმით, თუ კობახიძის ამ განცხადებამდე პირადად იგი არწმუნებდა აფხაზებს და ოსებს, რომ ომი გამორიცხულია, ახლა უკვე მათ კითხვები უჩნდებათ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საქართველო ნამდვილად არ არის დაცული რუსეთის ქმედებისგან. შესაბამისად, დამცავი ნაგებობების საკითხი ახლავე უნდა მოგვარდეს და სამოქალაქო თავდაცვის კომპონენტები გაძლიერდეს.

„105 თავდაცვითი ნაგებობა შეიძლება ცოტა არც არის საქართველოსთვის, მაგრამ გააჩნია, ამ თავშესაფრებში სასიცოცხლო უზრუნველყოფის პირობები როგორია. რეალურად, ჩვენს თავდაცვით ნაგებობებში ეს პირობები მორღვეულია. მეტროს და მსგავსი შენობების თავდაცვითი მიზნით გამოიყენებაც აუცილებელია. თუ საჭირო გახდა, დროებით ცალკე უნდა შეიქმნას სამოქალაქო თავდაცვის სამინისტრო, ან დეპარტამენტი, რადგან, როგორც ვატყობ, თავდაცვის სამინისტროს ამის გაკეთება არ შეუძლია, იქ მომუშავე დღევანდელი კადრები როგორებიც არიან, ეს ცალკე საუბრის თემაა. თორემ, წესით, ეს თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა. ამასთან, ცალკე უნდა შეიქმნას თავდაცვითი ნაგებობების კონცეფცია, პროგრამა, ეს ფუნდამენტური სამუშაოა“, - გვითხრა ვახტანგ მაისაიამ.

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ თავდაცვით ნაგებობებზე მსჯელობა ეს არის ტვინგახურებული ქართველების აზრი, რომელთაც სწყურიათ ომი. ამ ადამიანებს ომი წარმოუდგენიათ ისე, რომ ავტომატს მოიკიდებენ ზურგზე და შეებრძოლებიან ბოროტების იმპერიას.

„ამ ადამიანების საუბარი და მიზანდასახულობა მიუთითებს იმას, რომ დიდ პროვოკაციასთან გვაქვს საქმე. მთავარი ახლა ის კი არ არის, რამდენი დამცავი ნაგებობა გვაქვს ომის შემთხვევაში, არამედ ის, რომ ომის შემთხვევაში საქართველოს პერსპექტივა არ აქვს, ისევე მიინგრევა და დაკარგავს ტერიტორიებს, როგორც წინა წლებში. უკანასკნელ ას წელიწადში ტერიტორიების 55% დავკარგეთ სწორედ ამ ტვინგახურებული პოლიტიკის გამო. ამიტომ საქართველოში გონიერება უნდა ეყოს ხალხს, რომ მსოფლიო მასშტაბის დაპირისპირებაში არ იყოს მხარე და არ მონაწილეობდეს, რადგან ეს საქართველოს ომი არ არის. თუ ვინმე მეტყვის, რომ ახლა წყდება დემოკრატიის ბედი უკრაინაში, მე ასეთ დემაგოგებს შემიძლია ვუთხრა, რომ რეალობას უნდა გაუსწორონ თვალი“, - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.

Maverick ყოფილ სახელმწიფო "მინისტრ" პაატა ზაქარეიშვილშს!
არ იშლი ხომ თაღლითობას ნამინისტრალო, კობახიძია ფანი არ ვარ, კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა, ზუსტად ის თქვა, რაც ქართველმა ხალხმა იცის, ანუ ნაცბოზ ბანდას, ნაცარასტებს, ასოზე წამოგებულ ასოებს კი არა ქართველებმა იციან, რომ მაგ შენნაირ შნირებს უნადა ზუსტად ქვეყნის უკრაინიზაცია!
1 წლის უკან