ოპოზიცია საგონებელშია, ვერ დაადგინა, ომბუდსმენის თანამდებობაზე ვინაა მმართველი გუნდის ფავორიტი

ოპოზიცია საგონებელშია, ვერ დაადგინა, ომბუდსმენის თანამდებობაზე ვინაა მმართველი გუნდის ფავორიტი

სახალხო დამცველის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი 19-მა კანდიდატმა წარადგინა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის 7-კაციან ჯგუფს ექნება შესაძლებლობა, რომ 21 ოქტომბრის ჩათვლით, მათი კანდიდატი დაასახელონ.

„დასრულდა სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა განცხადებების მიღება. შემოსულია 19 განცხადება და მოგახსენებთ სიას იმ ადამიანების, რომლებსაც სურთ, რომ წარდგენილი იყვნენ კანდიდატად, ესენი გახლავთ: ანა აბაშიძე - „არასამთავრობო ორგანიზაცია-პარტიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, მარიკა არევაძე - საადვოკატო ბიურო „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორების“ ადვოკატი, გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, ლელა გაფრინდაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალების ინიციატივა-თანასწორობისთვის“ ხელმძღვანელი, სოფიო დემეტრაშვილი-„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, თინათინ ერქვანია - „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის“ ასოცირებული პროფესორი, ევგენია თავაძე - დროებით უმუშევარი, ალექსანდრე კობაიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ლევან კოჟორაშვილი - ყვარლის რაიონის „ახალგაზრდა იურისტთა კავშირის“ გამგეობის თავმჯდომარე, ნუგზარ კოხრეიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარე, გიორგი მარიამიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტის“ დირექტორი, სერგო მახარაძე - „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ იურისტი, მაკა მინდიაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხის ხმის“ დამფუძნებელი, ჯემალ ნათელაშვილი - „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი, ნიკოლოზ ნიკოლაძე - საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი, ქეთევან ჩაჩავა - არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის“ ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ცობეხია - საადვოკატო ბიურო „გიორგი ცობეხია და პარტნიორების“ დირექტორი, იაგო ხვიჩია - საქართველოს პარლამენტის წევრი და ნაზი ჯანეზაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტისა და „გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია 19 კანდიდატიდან კონკურენტს ვერ ხედავს. მას იმედი აქვს, რომ როგორც მმართველი გუნდიდან, ასევე ოპოზციიდან მხარდაჭერას მიიღებს და საბოლოოდ 7 კანდიდატში მოხვდება.

„წარდგენილ კანდიდატებს არ ვაკრიტიკებ. ჩემგან განსხვავებით ისინი სახალხო დამცველის ინსტიტუტს სხვანაირად უყურებენ. პარლამენტში, ჩემს კოლეგებს არჩევანი გასაკეთებელი აქვთ არა რომელიმე კონკრეტულ ადამიანებს შორის, არამედ იმ ხედვას შორის, რომელიც სახალხო დამცველის ინსტიტუტთან დაკავშირებით არსებობს. მე განსხვავებული ხედვის პოზიციით მინდა ამ თანამდებობის დაკავება. ეჭვი არ მეპარება, რომ შერჩეულ 7 კანდიდატში მოვხვდები“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ for.ge-თან.

პარლამენტის წევრი და ამავდროულად ომბუდსმენის კანდიდატი ასახელებს იმ პრიორიტეტებს, რითაც ის სხვა კანდიდატებს სჯობს.

„სახალხო დამცველმა სხვა ყველაფერი გვერდზე უნდა გადადოს. მან დრო ისეთ საკითხებს უნდა დაუთმოს, როგორიც არის უკანონო პატიმრობა. ასევე ადამიანის უფლებების დაცვას განსხვავებულად ვუყურებ. ვფიქრობ, ადამიანის დაყოფა ჯგუფებად არ შეიძლება. ქალები, კაცები, ლგბტ წარმომადგენლები, ბავშვები, მოხუცები - ნებისმიერი ადამიანი ძალადობისგან უნდა დავიცვათ. სახალხო დამცველის მიერ უნდა დასრულდესს ე.წ. იდენტობის პოლიტიკის გატარება“, - განაცხადა ხვიჩიამ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე არ მალავს წარდგენილი კანდიდატებიდან მათთვის სამი ფავორიტის ვინაობას. როგორც მან for.ge-თან საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნება“ შეეცდება საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს.

„შერჩეული გვყავს კანდიდატები ვისაც მხარს დავუჭერთ. ესენი არიან ნაზი ჯანეზაშვილი, მოქმედი ომბუდსმენის მოადგლე და კიდევ ერთ-ერთ ადამიანი, რომელიც არის ადამიანითა უფლებათა დამცველი. ერთგულები ვართ ამ სამი კანდიდატის. ახლა სხვა ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გავდივართ. ამ სამიდან ვისაც მეტი მხარდაჭერის შანსი ექნებათ, იმას დავუჭერთ მხრს. აუცილებლად მოხდება ამ 19 კანდიდატიდან 7-ის შერჩევა. მთავარია ამ 7 კანდიდატში ხელისუფლებამ არ გაიყვანოს თავისთვის მისაღები კანდიდატურა. მთავარია არ გავიდეს ისეთი კანდიდატი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააპრავებს. დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ მაქვს, ვის მიმართ შეიძლება გადაიხაროს მმართველი გუნდის სიმპათ0ია“, - აღნიშნა მანჯავიძემ for.ge-თან.

„სტრატეგი აღმაშენებლის“ წევრი არც იმას გამორიცხავს, რომ პროცესი თავიდან დაიწყოს. მისი თქმით საკმაოდ რთულად პროგნოზირებადი თემაა და არსებობს შანსი, რომ 7 კანდიდატი ვერ დასახელდეს.

„ყველაფერი მოსალოდნელია, რადგან „ქართულ ოცნებას“ პროცესის ჩავარდნა ახასიათებს და ამის მაგალითია ცესკოს თავმჯდომარის შერჩევა. თუ მათთვის სასურველ მიზანს ვერ აღწევენ, მაშინ პროცესს აგდებენ და ახლაც ასე იქნება“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, ბექა ლილუაშვილს უჭირს ფავორიტი კანდიდატის დასახელება, თუმცა for.ge-თან განმარტავს იმ ორ კრიტერიუმს, რომლითაც სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევისას იხელმძღვანელებენ.

„ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა და უახლოეს მომავალში გვექნება შეფასება კანდიდატების მიმართ. ვიხელმძღვანელებთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმით, პირველი - ეს იქნება კანდიდატის კვალიფიკაცია და მეორე - არ იყოს რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან კავშირში, განსაკუთრებით სახელისუფლო ჯგუფთან. თითეულ კანდიდატს ამ ასპექტში შევაფასებთ და ძალიან მალე გვექნება პოზიციაც“, - ამბობს ლილუაშვილი.

მმართველი გუნდიდან ირაკლი ქადაგიშვილი for.ge-თან აცხადებს, რომ მმართველ გუნდს კანდიდატი არ ეყოლება.

„ველოდები კომისიის დასკვნას, რომელმაც თითეული კანდიდატი თავისი პროფესიონალიზმის კრიტერიუმით უნდა შეაფასოს. ალბათ, მოხდება ამ 19 კანდიდატის შეფასების გაზიარება და ამისდა მიხედვით მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებს. მარტივად ვთქვათ, რომ ახლაც ოპოზიცია ერთ აზრზე არ არის. ასევე, ჯერ კანდიდატები უნდა ვნახოთ და შემდეგ ვილაპარაკოთ იმაზე, ვის ვუჭერთ მხარს და ვის არა. ოპოზიციის წინასწარ ნეგატიური განწყობა საყოველთაოდ ცნობილია. თუმცა, მათი განწყობით ჩვენ არ ვხელმძღანელობთ“, - აღნიშნა for.ge-თან ქადაგიშვილმა.

 

 

 

 

 

Aburjga Tasmanieli ოგიწოდებთ, შეუცვალეთ მაგ თანამდებობას სახელი და დაარქვით იმ შინაარსის მიხედვით რისი გამტარებლებც იყვნენ, მაგალითად ბოლო 3 "სახალხო დამცველი". დაარქვით თუნდაც სექსუალური უმცირესობების დამცველი" ან გარყვნილებასთან ტოლერანტობის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ღვთის და ადამიანში ყველაფერი სიწმინდის მგომობელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანტიქართული ნარატივის დანერგვის ლეგონი.... იმედია გაითვალისწინებთ ჩემს უაღრესად შინაარსიან მოწოდბას!
1 წლის უკან