„ბარსელონას“ ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფავორიტებად ბრაზილიისა და ესპანეთის ეროვნულ გუნდებს მიიჩნევს.
„ბრაზილია ყოველთვის გამარჯვების მთავარი კანდიდატთაგანია. არ მგონია, ვინმემ ბრაზილიელები ფავორიტთა შორის არ დაასხელოს. ახლაც უძლიერესი გუნდი ჰყავთ და ტიტულისთვის იბრძოლებენ.
ესპანეთის ნაკრები? ძალიან მომწონს მწვრთნელით, ლუის ენრიკეთი დაწყებული და მოთამაშეებით დამთავრებული. გუნდში შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელები და მათი გამოცდილი პარტნიორები არიან. ისეთები, როგორც ბუსკეტსი და ჟორდი ალბა. ისინი ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ.
მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან რთული ტურნირია და ნებისმიერმა წვრილმანმა შეიძლება ბალანსი შეცვალოს. მაგრამ, მიმაჩნია, რომ ამ გუნდს ყველაფერი აქვს მუნდიალზე გასამარჯვებლად.“ - ციტირებს ინიესტას სიტყვებს Ge.globo.