„2008 წელს წითელ ხიდზე აზერბაიჯანს საზღვარი რომ ჩაეკეტა, საინტერესოა ნაციონალები და მათი ოჯახის წარმომადგენლები როგორ დატოვებდნენ საქართველოს?!“

„2008 წელს წითელ ხიდზე აზერბაიჯანს საზღვარი რომ ჩაეკეტა, საინტერესოა ნაციონალები და მათი ოჯახის წარმომადგენლები როგორ დატოვებდნენ საქართველოს?!“

რუსეთის ფედერაციიდან 21 სექტემბრის შემდეგ, საქართველოში შემომსვლელ პირთა რაოდენობამ მოიმატა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ათი დღის განმავლობაში საზღვრის კვეთის მონაცემებს ასაჯაროებს: 17 სექტემბერს 6986 – 7406, 18 სექტემბერს 6606 – 6743, 19 სექტემბერს 6411 – 6782, 20 სექტემბერს 5603 – 6199, 21 სექტემბერს 6402 – 6011, 22 სექტემბერს 6150 – 6050, 23 სექტემბერს 9307 – 6214, 24სექტემბერს 9330 – 6249, 25 სექტემბერს 11 143 – 5519, 26 სექტემბერს 10 804 – 4947 რუსეთის მოქალაქემ.

ექსპერტი დავით ქართველიშვილი for.ge-თან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსების ნაწილი, ვინც საქართველოში შემოდის, ჩვენს ქვეყანას ტრანზიტად იყენებს. მისივე თქმით, რუსი ლტოლვილების შემოსვლით საქართველოს არანაირი საფრთხე არ შეექმნება.

დავით ქართველიშვილი: ჯუნიორი ვაშაძე გვეუბნება, რომ საზღვარს ნახევარმილიონამდე ადამიანი კვეთს, რაც აბსურდია. ამ დროს კი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური გვამცნობს მონაცემებს, თუ რამდენმა ადამიანმა გადმოკვეთა საზღვარი. გუშინდელი მონაცემებით 10 400-მდე ადამიანი შემოვიდა, გუშინწინ - 11 250 და არანაირი 200 ათასი რუსი არ შემოსულა. ოპოზიციის მხრიდან დეზინფორმაციაზეა საუბარი და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ. შესაძლოა საუბარი მიდიოდეს 115 ათას ადამიანზე, მაგრამ ამ პროცესის დიფერენციას არავინ არ ახორციელებს. პირადად ვიცი ადამიანები, რომლებსაც რუსეთშივე ნაყიდი აქვთ თბილისი-სტამბულის რეისის ბილეთები. ისინი საქართველოში მხოლოდ იმისთვის შემოდიან, რომ აქედან ჩვენთვის გაუგებარი, ხოლო მათთვის სათავისო მიმართულებით გაფრინდნენ. უბრალოდ, საქართველოს იყენებენ, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას. არსებობს სტატისტიკური მონაცემები, რომლის შესახებაც ინფორმაცია თვეების მიხედვით არის - რამდენი ადამიანი შემოვიდა, რამდენმა კი დატოვა. უწყების მიერ გამოქვეყნებული ბალანსის მიხედვით, მუდმივად საქართველოში გაჩერებულია 50 ათასი რუსეთის მოქალაქე. მაგრამ, აქაც არავის გაუკეთებია იმის დიფერენციაცია, ეს 50 ათასი მოქალაქე ვინ არის?! იქნებ ეს იმ მილიონამდე თუ 600-700 ათასი ქართველის წარმომადგენლობა არის, რომლებმაც თავის დროზე საქართველო დატოვეს და რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს, ახლა კი არ უნდათ ომში მონაწილეობის მიღება და მაქსიმალურად ცდილობენ რუსეთი დატოვონ და თავი შეაფარონ თავის სამშობლოს. ასე რომ, ზოგიერთი ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები ნაცადი ხერხებით, ფეიკებით ცდილობენ მოსახლეობაში საპროტესტო მუხტი შექმნან. რატომღაც ჰგონიათ რომ საპროტესტო მუხტით, ქვეყნის გამანადგურებელ პროცესებს სათავეში ჩაუდგებიან. არაფერი, საგანგაშო არაა, მით უმეტეს გუშინდელი დღიდან ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსეთის საზღვრის მხრიდან უკვე განლაგებულია სამობილიზაციო გამწვევი შტაბი, რომელიც იმ მამაკაცებს, ვისაც სამობილიზაციო ასაკი უწევთ, თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სამხედრო კომისარიატებში აბრუნებენ. ამიტომ ვამბობ, უსაფრთხოების მხრივ საქრთველოს არანაირი საფრთხე არ შეექმნება.

ოპოზიცია ასევე აპელრებს თემით, რომ ამ ლტოლვილებს შორის შეიძლება იყვნენ აგენტებიც. ეს რამდენად შესაძლებელია და რა პასუხს გასცემდით ოპოზიციას?

- იმაზე მეტი რუსი აგენტი, რაც ამათმა 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით შემოიყვანეს, არც ერთ ქვეყანას არ დაესიზმრება. მეორე - პუტინის რეჟიმთან უთანხმოებაში მყოფი მოსახლეობის ნაწილი დღეს ცდილობს ომს გაექცეს, საქართველოს შეაფაროს თავი, რათა ძალით არ გაიწვიონ ომში. ადამიანებს, რომლებიც ამ კუთხით ხელისუფლებას აკრიტიკებენ, მინდა შევეკითხო - 2008 წელს წითელ ხიდზე აზერბაიჯანის მესაზღვრეებს საზღვარი რომ ჩაეკეტათ, საინტერესოა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი ოჯახის წარმომადგენლები როგორ დატოვებდნენ საქართველოს?! ქვეყნიდან როგორ გაიქცეოდნენ?! იმ დროს ხელისუფლებას წარმოადგენდნენ და ვალდებულები იყვნენ იმ ბიჭების და გოგოების გვერდში ყოფილიყვნენ, რომლებიც საზარბაზნე ხორცად ჩატოვეს მტრის ზურგში და ოკუპანტებს ამოახოცინეს. ახლა თავისი თავი ჩააყენონ იმ ადამიანების ადგილას, რომლებიც დღეს რუსეთს ტოვებენ, შეიძლება არც უნდა ტოვებდნენ, მაგრამ თვითონ რომ გაქცევაზე იყვნენ და მაშინ აზერბაიჯანში არ შეეშვათ, დღეს რას იჭიკჭიკებდნენ?

როგორ შეიძლება მოხდეს რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა დიფერენციაცია? ხომ შეიძლება იყვნენ ისეთები ვინც აგვისტოს ომს მიესალმებოდნენ და დღეს თუ პუტინის ქმედება არ მოსწონთ, მაშინ პირიქით უწონებდნენ საქციელს?

- პირველ ეტაპზე, საჭიროა მოხდეს მათი სრული იდინტიფიცირება. შემდეგ, ქვეყნის შიგნით მათი გადაადგილების კონტროლი უნდა მოხდეს. გარწმუნებთ, ადრე თუ გვიან, თითოეულ კონკრეტულ მისამართზე ჩვენი სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლები მივლენ და ვისაც მონაწილეობა ჰქონდა მიღებული საქართველოს წინააღმდეგ ომებში, ან საქართველოსთვის სხვა მხრივ რისკ ფაქტორს წარმოადგენენ, მათი იდინტიფიცირება აუცილებლად მოხდება.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შეიძლება რუსები ჩავიდნენ აფხაზეთში და იქიდან ენგურით შეეცადონ საქართველოს საზღვრის კვეთა. ეს რამდენად არის საფრთხის შემცველი და როგორ უნდა დაიცვას ხელისუფლებამ ამ კუთხით უსაფრთხოება?

- აფხაზეთში ჩასული რუსი ვერ დაემალება იმ ძირითად მიზანს, რომლის გამო ხდება მათი საქართველოში გადმოსვლა. დე ფაქტო აფხაზეთი თავისი სტრუქტურით, სპეცსამსახურებით, საჯარისო ფორმებით, დღეს წარმოადგენს რუსებისთვის იგივე საფრთხეს, რა საფრთხესაც წარმოადგენს მათი საცხოვრებელი სახლის დისლოკაციის ადგილზე განლაგებული სამხედრო კომისარიატები. ამიტომ, თვითმკვლელები უნდა იყვნენ ან სრული იდიოტები, რომ სამხედრო მობილიზაციას თავი დააღწიონ იმით, რომ დე ფაქტო, იგივე რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ და იქიდან გამოექცნენ მობილიზაციას. ეს იგივეა, რაც ცხინვალში გადმოვიდნენ იგივე მიზნით, რათა თავი დააღწიონ სამობილიზაციო პროცესებს.

Aburjga Tasmanieli ვვარაუდობ, ლუკაშენკო ჩავიდა აფხაზეთში იმისათვის, რომ აფხაზები დაიყოლიოს საქართვრლოში ფედერაციის პრინციპით ინტეგრირებაზე! რასაც საპასუხოდ-საფასურად უნდა მოყვეს საქართველოს პოლიტიკური განეიტრალება, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთირთობის აღდგენა და როგორც შედეგი ნატოსთვის ფეხის ამოკვეთა საქართველოდან და ალბათ სამხრეთ კავკასიისაგან! ამას მოყვება შედარებით მეორეხარისხოვანი ტექნიკური საკითხების გადაჭრა როგორიცაა, მაგალითად რკინიგზის აღდგენა აფხაზეთის გავლით ერევნისაკენ და შემდეგ ირანისაკენ! რამდენად სწორია ჩემი მოსაზრება ამას მომავალი დაგვანახებს!
1 წლის უკან
მიშა და რა საფუძველი აქვს მაგ ვარაუდს?
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ამის საფუძველს მაძლევს რუსეთის დღევანდელი სავალალო სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა და პერსპექტივის ანალიზი. რაც არ უნდა ოპტიმისტური გათვლები გააკეთოს რუსეთის ხელმძღვანელობამ უახლოეს 1502 ნწელიწადში და ალბათ შემდეგაც ის ვერ დაალაგებს ნორმალურ პარტნიორულ ურთიერთობებს ევროპასთან და ანგლოსაქსებთან! მათ სამომავლო გათვლები მიმართულია ირანისა და სირიისაკენ, პაკისტანისა და ინდოეთისაკენ, ჩინეთისაკენ. ირანთან პარტნიორული ურთიერთობებისათვის მათ სჭირდებათ მისადმი მინიმუმ ლოიალურად განწყობილი საქართველო და სომხეთი. ამ ქვეყნებზე გადის სახმელეთო გზა ირანისაკენ და შემდეგ, სპარსეთის ყურეში გასასვლელით სადაც არის ინდოეთი, პაკისტანი და არაბული სამყაროს გული კუვეიტი! თუ საქართველოს გულს მოიგებს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ინტეგრაციით საქართელოს შემადგენლობაში, მაშინ გზა ხსნილი ექნება. ყოველ შემთხვევაში მე რომ ვიყო რუსეთის ხელმძღვანელობის მრჩეველი ასეთ რჩევას მივცემდი!
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli უახლოეს 15-0 წელიწადში
1 წლის უკან