საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარის, გიორგი ლორიას ტრავმა პირველადი შეფასებით სერიოზული არ არის.
როგორც კვიპროსული მედია წერს, 36 წლის ქართველ მეკარეს დღეს MRI სკანირებას გაუკეთებენ, რის შემდგომაც მისი დაზიანების ხარისხი დაზუსტება. თუმცა, ფამაგუსტელები ნებისმიერი შემთხვევისთვის ემზადებიან და რისკზე წასვლასაც არ აპირებენ - უახლოეს ტურში აეკ-თან გიორგი სავარაუდოდ არ ითამაშებს.
შეგახსენებთ, გიორგი ლორიამ ტრავმა გიბრალტართან მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს, ორმაგი მოგერიებისას მიიღო. ქართველმა მეკარემ მუხლის არეში დისკომფორტი იგრძნო და მეორე ტაიმში მოედანზე აღარ გასულა.