აშშ-ში „კლასობანას“ ყველაზე გრძელი სქემა დახატეს

აშშ-ში „კლასობანას“ ყველაზე გრძელი სქემა დახატეს

აშშ-ში, კოლორადოში, ლითლტონში მდებარე პარკში, „კლასობანას“ სათამაშო ყველაზე გრძელი სქემა დახატეს. მისი სიგრძე 7 კილომეტრს აჭარბებს, რითაც ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა.

იდეის ავტორია ორგანიზაცია Great Outdoors Colorado, რომლის მიზანიც შტატში ეზოს თამაშების პოპულარიზაციაა.