„საქართველოს რუსეთის დაშლა კი არა, დასუსტება აწყობს, რათა არასტაბილური ჩრდილოეთ კავკასია არ მიიღოს, საიდანაც 44 გაუკონტროლებელი ბილიკი მოემართება“

„საქართველოს რუსეთის დაშლა კი არა, დასუსტება აწყობს, რათა არასტაბილური ჩრდილოეთ კავკასია არ მიიღოს, საიდანაც 44 გაუკონტროლებელი ბილიკი მოემართება“

საბჭოთა კავშირის დაშლამ ყველაზე მეტად საქართველო დააზარალა. როგორც ხშირად უყვართ ხოლმე თქმა, ჩვენ იმპერიის ნანგრევებში მოვყევით და ყველაზე მეტად რუსეთმა ჩვენ დაგვსაჯა. ახლაც რომ დაიშალოს პუტინის რუსეთი, საინტერესოა, ვის მოიყოლებს ნანგრევებში და მოიქნევს თუ არა კუდს საქართველოსთვის?

რუსეთის დაშლა ახლა მთელი ცივილიზებული სამყაროს ოცნებად ქცეულა. კრემლის ავანტიურისგან დაღლილი მსოფლიო თავს იმშვიდებს, რომ რუსეთის დაშლა გარდაუვალია თუნდაც იმიტომ, რომ ყველა იმპერიას ასე ემართება, თანაც, რუსეთი მთელ სამყაროს ბრძოლაში იწვევს.

ევროპაში ემიგრირებული ქართული წარმომავლობის მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) უკვე კარგა ხანია, ამტკიცებს, რომ პუტინის რუსეთის დაშლა შეუქცევადი პროცესია, რადგან პუტინმა უკრაინაში ომის დაწყებით საკუთარი მმართველობის დასასრული მაქსიმალურად დააჩქარა.

„როცა პუტინი აღარ იქნება, ეს ყველაფერი ჩამოიშლება. თუ ისტორიულ პარალელებს გავავლებთ, ყველა მმართველი ებმება ერთ ტრადიციულ მახეში, ამ მახეს „პატარა ომში გამარჯვება“ ჰქვია. რუსეთის ისტორიაში ხშირად მომხდარა, როცა ქვეყანაში იწყებოდა სერიოზული პრობლემები, მმართველს უჩნდებოდა ცდუნება, წამოეწყო მოკლეხნიანი, გამარჯვების მომტანი ომი, ეგონათ, გამარჯვების შემდეგ ყველაფერი დალაგდებოდა, მტრები მოკეტავდნენ. ასე მოხდა ზუსტად ნიკოლოზ მეორის დროს 1904 წელს, როცა ნიკოლოზმა გააცნობიერა, რაღაც ვერ მიდიოდა კარგად, იწყებოდა რევოლუციური მოძრაობები. მას უთხრეს, აგერ პატარა და სუსტი იაპონია, მოდი, ომი გამოვუცხადოთ. მერე, დამარცხების შემდეგ კი აცნობიერებ, რომ საკუთარი შესაძლებლობები გადააფასე, მოწინააღმდეგე სათანადოდ ვერ შეაფასე“, - მიიჩნევს ბორის აკუნინი, რომლის აზრითაც, უკრაინასთან მარცხის შემდეგ უფულოდ დარჩენილი პუტინი გააღრმავებს დაშინების და რეპრესიების პოლიტიკას.

რა უფრო აწყობს საქართველოს-რუსეთის დაშლა, თუ დასუსტება?

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით, რუსეთის დაშლა საქართველოს მაინცდამაინც არ უნდა აწყობდეს, რადგან ჩრდილოეთ კავკასიაში მიიღებს დაღესტნის, ჩეჩნეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის პრობლემებს. ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხთა უმეტესობა ეთნიკურად აფხაზებს ენათესავება, თუნდაც იგივე აფხაზურ-ადიღეური ჯგუფი, სადაც ჩერქეზები შედიან. ყველას ახსოვს, 1996-98 წლებში, როდესაც ჩეჩნეთი დე ფაქტო დამოუკიდებელი იყო, პანკისიდან ხალხის გატაცება ხდებოდა.

„იმ პერიოდში თითქოს ლეკიანობა აღდგა. სხვათა შორის, ლეკიანობა თავის დროზე მარტო ლეკებს არ უკავშირდებოდა. დავით გურამიშვილს აქვს კარგად ნათქვამი, „თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი, სრულად ქართლის მტერნი იყვნენ, ყველამ წაკრა თითო ქიშტი!“ ამიტომაც ახლაც შეიძლება არასტაბილური ჩრდილოეთ კავკასია მივიღოთ. ჩეჩნები დღეს დოტაციას იღებენ რუსეთისგან, ის თანხები რომ მოაკლდებათ, მერე სად მოიძიებენ შემოსავალს? 44 ბილიკია ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოსკენ, რომელიც ვერ კონტროლდება. ამიტომ გამორიცხული არ არის, სახიფათო პროცესები წარიმართოს“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას და განმარტავს, რომ, რეალურად, ჩვენ უფრო უნდა გვაწყობდეს რუსეთის დემოკრატიზაცია.

თუმცა დემოკრატიზაციის გზაზეც რუსეთში ძალზე რთული ვითარებაა, რადგან პერსპექტივები არ არსებობს. ნაცისტური გერმანია როდესაც დამარცხდა მეორე მსოფლიო ომში, ასევე, ფაშისტური იტალია, იქ იყვნენ პროგრესული ძალები, რომლებიც დასავლეთის ხელშეწყობით მოვიდნენ ხელისუფლებაში და დაიწყეს ქვეყნის აღორძინება. ასევე მოხდა იაპონიაში, როცა ლიბერალ-დემოკრატიული პარტია მოვიდა ქვეყნის სათავეში. რუსეთში კი პუტინიც რომ წავიდეს, მისი ოპონენტები მაინც არიან დერჟავიკული ამბიციებით შეპყრობილები. ამიტომ ჯერჯერობით დემოკრატიულ ძალებს რუსეთში არ აქვთ გავლენა.

ანალიტიკოსის მოსაზრებით, რა თქმა უნდა, რუსეთის დასუსტება ჩვენ გვაწყობს, მაგრამ არა მთლიანი დაშლა, რომელიც დიდ ქაოსს გამოიწვევს. რუსეთის დასუსტება იმ მხრივ არის მისაღები, რომ როგორც გერმანია და იაპონია აღარ იყვნენ სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი სახელმწიფოები და ეკონომიკაზე აიღეს ორიენტაცია, რუსეთშიც ეს პროცესი უნდა დაიწყოს. ცხადია, ეს ცოტა გაჭირდება, მაგრამ გამორიცხული არაფერია. ასე გერმანიაშიც არავის წარმოედგინა, ნაცისტების დამარცხების შემდეგ დემოკრატიული ძალები თუ მოვიდოდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ასე მოხდა, რადგან იქ ცოტა სხვა სიტუაცია იყო და გერმანიის და იაპონიის ოკუპაცია ამერიკამ მოახდინა.

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ვერავის ავუკრძალავთ რუსეთის დაშლისთვის მომზადებას. თუმცა ყველაფერი უნდა დავინახოთ არა ემოციისა და ატრუებული ფსიქიკის დონეზე, არამედ ჩვენი სახელმწიფოს მომავლის პრიზმიდან.

„რუსეთი დაიშლება თუ არა, ეს რუსეთის პრობლემაა, მაგრამ მთავარია, ამ კოლოსალური მასშტაბის ძვრების დროს შევინარჩუნოთ სახელმწიფო. ქართველებმა კარგად არ იციან, რა მოხდება საქართველოში და როგორ განვითარდება მოვლენები. სცენარი ერთი - დაიშალა რუსეთი, რა ხდება? სცენარი ორი - იმარჯვებს დასავლეთი, რა ხდება? უკრაინა სალაპარაკო თემა აღარ არის, რადგან უკრაინა მხარეს არ წარმოადგენს და არც იქნება მხარე. უკრაინა ეს არის პროქსი ომის მწარმოებელი ქვეყანა, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ყველა რისკი. ეს არის მათი არჩევანი. ჩვენ არ გვაქვს უფლება, უკრაინელებს ვუთხრათ, თქვენ კარგად მოიქეცით, ან ცუდად მოიქეცით. ისინი ამ ომისთვის ემზადებოდნენ, ამისთვის უზარმაზარი რესურსი მიიღეს დასავლეთიდან, მზად არიან ნებისმიერი მსხვერპლისთვის, მათ შორის, მზად არიან, ბოლო უკრაინელამდე იბრძოლონ, ეს მათი არჩევანია, ჩვენ რა უფლება გვაქვს მათი საქციელი განვსაჯოთ?!“ - აცხადებს დემურ გიორხელიძე.

მისივე თქმით, მოიყოლებს თუ არა რუსეთის დაშლა საქართველოს, ეს არავინ იცის, მაგრამ აქ ერთ მხარეზე არც არის საუბარი, ეს არის გლობალური დაპირისპირება რუსეთსა და ანგლოსაქსურ სამყაროს შორის და რა მოჰყვება ამას, ზუსტი პროგნოზი არ არსებობს.

Aburjga Tasmanieli საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს ჰყავდა ერთადერთი მოკავშირე, მფარველი და პატრონი. ფაქტია, რომ 1801 წლიდან 1989 წლქმდე საქრთველოს მოსახლეობა 620 ათასი კაციდან 5 მილიონ 442 ათას ადამიანამდე გაიზარდა სადაც თვითონ ქართველი 4 მილიონზე მეტი იყო! ასევე ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობა 1989 წლიდან დღემდე 3მილიონ 150 ათასამდე შემცირდა! ეკონომიკის შესახებ ბევრჯერ დამიწერია და ყველამ იცით.
დიდება სტალინს!
დიდება ლავრენტი პავლეს ძე ბერიას!
დიდება და გაძლიერება რუსეთს!
დამარცხება და გაფარჩაკება კოლექტიურ დასავლეთს!
1 კვირის უკან
Aburjga Tasmanieli 15.03.22 ეს ომი ან არასდროს დამთავრდება ან ძალიან დიდხანს-დიდხანს გაგრძელდება. ამ ომის მიზანიც ეს არის, რომ ეს ომი უნდა იყოს მუდმივი , მტკინვეული განგრაენა მართლმადიდებელი სლავების სხეულში, რათა ეს ქვეყნები ისე დაუძლურდნენ, რომ დასავლეთს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიონ და ისინი უბრძოლველად დაეუფლონ რუსეთის, ბელორუსიის და უკრაინის ტერიტორიებს, ბუნებრივ, წიაღისეულ სიმდიდრეებს! სლავი ხალხი კი ჩარეკონ მაღაროებში რადიაქტიური ურანის მოსაპოვებლად. მართლმადიდებლობა კი მოისპოს. ამიტომ ლგბტ იდეოლოგიის მატარებელი სახელმწიფოები ევროპაში, აშშ, და დიდი ბრიტანეთი არ დაუშვებენ მშვიდობის დამყარებას! ვინც შედარებით ახალგაზრდები ხართ, ან ამ საკითხებზე სპეციალურად ყურადღება არ გაგიმახვილებიათ, გაგიჭირდებათ და ვერ წარმოგიდგენთ დასავლეთელი იმპერიალისტების ბოროტი განზრახვების სიღრმეს, ისინი მსოფლიო ომს გააჩაღებენ! ეს უვერტიურაა, მათ უნდათ შექმნან მტკიცე განწყობა, რომ პირსისხლიანი რუსეთი უმიზეზოდ დაესხა თავს უკრაინას და ანადგურებს უკრაინელ ხალხს! რომ მათ ლგბტ ქვეყნებში რიგით მოქალაქეებს კითხვაც კი არ გაუჩნდეს რატომ, რამ გადარია ეს რუსეთი, რისთვის დაესხა თავს უკრაინას?! ამ ლიბერალისტური დემოკრატიის პროპაგანდით გამოთაყვანებული მოქალაქეებისათვის პასუხი უნა იყოს ცხადი და ერთმნიშვნელოვანი - რუსეთი და რუსი ხალხი ბუნებით ბოროტი და დამპყრობელია!!! ახლა ომის გარდა სხვა გზა აღარ დაგვიტოვა და ამიტომ იძულებულნი ვართ საომრად გაგგზავნოთ, თორემ მოვა რუსი დათვი და ცოცხლად შეგჭამთ! აი ეს არის იმის მიზეზი, რომ ნატო ჯერ-ჯერობით უშუალოდ ომში არ ჩაება, თავისი ჯარიებით არ ეომება რუსეთს თორემ სინამდვილეში უკრაინელ ჯარისკაცს ხელში ამერიკული შაშხანა უჭირავს, ფრანგული ყუმბარები აქვს ჩამოკიდებული, გერმანული ჩაფხუტი ახურავს, ამერიკული და ბრიტანული ყუმბარმტყორცნებით ეომება რუს ჯარისკაცს, და ამ დროს ორივენი რუსულად ლაპარაკობენ და რუსულად იგინებიან! ამაზე იმპერიალისტური დასავლეთი არ შეჩერდება, აუცილებლად ჩაებმაება ომში, ოღონ ისე თითქოს სამართლიანობის მხარეს დგანან. სინამდვილეში კი ამ ომის მიზანია, მათი ოცნებაა რუსეთის დაშლა ტერიტორიებად, წიაღისეული და სხვა ბუნებრივი სიმდიდრეების დაუფლება, ხალხის და ამ სიმდიდრის ექსპლოატაცია და კიდევ უფრო, კიდევ უფრო, კიდევ უფრო გამდიდრება! აბა ასე თუ არ არის მითხარით კაცმა რომელმაც იშოვა და დააგროვა მილიარდი დოლარის ქონება, იმას კიდევ რაღა უნდა, რისთვის იღწვის დღენიადაგ და აგროვებს მე-2 მილიარდას, მერე მე-10 ეს, მერე მე-100-ს და ა.შ. ??!! ჰოდა ჩემო ახალგაზრდებო, მესამე მსოფლიო ომის ცხელი ფაზა 24 თებერვალს დაიწყო. ეს ომი გაგრძელდება. თუ აშშ-მ, ნატომ დაატყო რომ უკრაინა მარცხდება და საქმე კაპიტულიაციისაკენ მიდის, პოლონეთს, ჩეხებს, რუმინელებს შეუსევს რუსებს უკრაინაში ნატოს ეგიდით! ჩვენც აუცილებლად მოგვთხოვენ ნატოს ეგიდით ამ ოპერაციებში მონაწილეობას! არ არის გამორიცხული, რომ საქართველო გამოიყენონ პლაცდარმად სამხრეთის მიმართულებიდან შეტევისათვის! და თუ ეს ვარიანტიც არ იქნა საკმარისი რუსეთის ნაწილებად დასაშლელად წყნარი ოკიანის სანაპიროებიდანაც მიიტანენ იერიშს რუსეთის ქალაქებზე ვლადივოსტოკი, პეტროპავლოვსკი, სახალინზე გადასხდებიან და დაეუფლებიან გაზის საბადოებს და მილსადენს, რომლითაც ჩინეთს მნიეწოდება რუსული გაზი. მოკლედ ცუდი პერსპექტივაა მსოფლიოსათვის. მტარვალმა იმპერიალისტებმა დაიწყეს ბრძოლა - სისხლისმღვრელი ომი დედამიწის უკანასკნელი რესურსებისათვის. და კიდევ იმისათვის რომ ზღვარი დაუდონ დედამიწის მოსახლეობის გამრავლებას და ჩვეულებრივი მტარვალური ღონისძიებებით, ხელოვნურად დაიყვანონ 1 მილიარდამდე უახლოესი 50 წლის განმავლობაში, შემდეგ ეტაპზე კი .... ვინ იცის! ისინი უკან არ დაიხევენ ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროების წინაშეც კი! პირიქით ყველანაირად ეცდებიან რუსეთი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენონ, რომ პირველმა მან გამიყენოს ბირთვული იარაღი! ეს კიდევ უფრო დააჩქარებს მათი სანუკვარი 1 მილიარდისაკენ სწრაფვის ტემპს!
1 კვირის უკან
Aburjga Tasmanieli რაც ეს დავწერე 6 თვეზე მეტი გავიდა. როგორც ხედავთ პროგნოზი მართლდება, ომი უფრო და უფრო ძლიერდება და მეტად მსხვერპლიანი ხდება. ნატომ, კოლექიურმა დასვლეთმა უკვე ცოცხალი ძალაც ჩართო, უკრაინის მეომარ ჯარში ყოველი მესამე უცხოელი დაქირავებულია! დაქირავებული ქვია თორემ ნატოს ჯარში გაწვრთნილი მეომარი ან ოფიცერია! ნატო - აშშ ამარაგებს რუსეთის წინააღმდეგ მეომარ უკრაინის არმიად წოდებულ ჯარებს სადაზვერვო ინფორმაციებით, რომელსაც აშშ მოიპოვბს ჯაშუში ხელოვნური თანამგზავრების მეშვეობით, რომლებიც დღე და ღამ "ჩამოკიდებული" არიან უშუალოდ საბრძოლო თეატრის თავზე! მოკლედ, მე-3 მსოფლიო ომი ძალას იკრებს, ღვივდება! დღეს 21 სექტემბერს შესრულდა 1380 წელს კულიკოვოს ბრძოლაში რუსეთის გამარჯვებიდან 644 წელი, რუსეთმა გამოაცხადა ნაწილობრივი, მაგრამ სერიოზული მობილიზაცია! მალე იაპონია დაიწყებს საომარ ოპერაციებს კურილიის კუნძულების დასბრუნებლად. იაპონიის მიერ კუნძულების ანექსიის შემდეგ საპასუხოდ რუსეთი ამ კუნძულებზე გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს და დაიწყებს აშშ-ს ჯაშუში თანამგზავრების განადგურებას ლაზერული იარაღით! წინ ბევრი შემზარავი, მაგრამ საინტერესო მოვლენა გველის!
1 კვირის უკან
Aburjga Tasmanieli დიდება რუსეთს, დიდება უკრაინასაც, რადგან რუსები და უკრაინელები ერთი ერია!  მალე დამთავრებულიყოს სამოქალაქო ომი, რომელიც აშშ-მ და ევროკავშირმა გააჩაღეს უკრაინასა და რუსეთში იმ მიზნით, რომ დაეპატრონონ ბუნებრივ რესურსებს, მიწას, წყალს, ენერგიას, გაზს, ნავთობს, ხორბალს, ურანს, რა ვიცი რამდენი რამ ჩამოვთვალო! დროა ფრონტის ხაზზე რუსებმა და უკრაინელებმ დაიწყოთ მასობრივი დაძმობილება, გაერთიანდეთ და ერთიანი ძალებით შეუტიოთ ლგბტ ევროპას და მტარვალ ანგლოსაქსებს!  ის დროშა გახუნდა, გაცვდა. დროა ახალი დაარჭოთ რაიხსტაგზე, ივანოვმა და პრიხოდკომ! 
1 კვირის უკან