„უკრაინა არის ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ, რადგან მხოლოდ უკრაინის პლატფორმის საფუძველზე შესაძლებელია რუსეთის დამარცხება“

„უკრაინა არის ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ, რადგან მხოლოდ უკრაინის პლატფორმის საფუძველზე შესაძლებელია რუსეთის დამარცხება“

„ის, რომ ხარკოვის ოლქში რაღაც მოხდა უკრაინის სასარგებლოდ, არ ცვლის სიტუაციას. მომავალში რა მოხდება, არავინ იცის. რუსები არაფერს იყენებენ იმ ბალისტიკური შეიარაღებიდან, რომელიც გამანადგურებელია - „იარსი“, „ტოპოლები“. რუსების ჭკუაში რა ზის ახლა, ვერ გეტყვით, მაგრამ კვანძის გახსნას იანვრისთვის ველი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე.

საქართველოში ცალკეულ ანალიტიკოსებს სწამთ, რომ თუკი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთმა დღემდე არ მოაწერინა ხელი „გეორგიევსკის ტრაქტატ 2“-ზე, ეს მხოლოდ იმის დამსახურებაა, რომ ამერიკის კონტრქმედების ეშინია რუსეთს. თუმცა რეალურად რომ ვიმსჯელოთ, უკრაინის ომმა დაგვანახა, რომ მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების სისტემები მთლად დიდი გარანტორი არ ყოფილა და რუსეთი უკრაინას არაფრით არ ეშვება. იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის პირისპირ აღმოჩნდება საქართველო, მაშინ ვინ იქნება ჩვენი უსაფრთხოების გარანტორი და რუსები „ტრაქტატ 2“-ის ხელმოწერას გვაიძულებენ თუ არა?

- ყველა მოვლენას, რომელიც მიმდინარეობს, გეოპოლიტიკური დაპირისპირება უდევს მიზეზად მთავარ მოთამაშეებს შორის. მესმის ჩვენი მოქალაქეების ემოციებიც, სიმპათიებიც, მაგრამ პრობლემა სხვა არის. თქვენ საქართველოს უსაფრთხოების შესახებ მკითხეთ, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მისი მომავალი მხოლოდ საქართველოზეა დამოკიდებული და არა ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რუსეთზე, ევროკავშირსა ან თურქეთზე. ეს არის გონიერ პოლიტიკაზე დამოკიდებული და იმაზე, თუ როგორ ვუყურებთ ჩვენ მიმდინარე მოვლენებს, რამდენად ღრმად გვესმის ის, რაც მსოფლიოში ხდება. არადა, რაც ხდება, ეს არ არის ორი ქვეყნის დაპირისპირება, პირიქით, დაპირისპირება აბსოლუტურად სხვა სიბრტყეშია მოსაძებნი და ეს განაპირობებს საფრთხესაც მსოფლიო მასშტაბით, დაპირისპირების ხარისხსაც და იმასაც, რომ მიმდინარე პროცესები ამით არ დასრულდება. ასე რომ, საქართველოს გარანტიაა, თუ რა პოლიტიკას განახორციელებს იგი. ნებისმიერ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ერთადერთი მთავარი საკითხია უსაფრთხოება. თუ ორ ქვეყანას შეუძლია ერთმანეთს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, მაშინ პრობლემები არ ჩნდება. თუ უსაფრთხოების გაგება სხვადასხვა მხარეს სხვანაირია და არც უნდათ, ერთმანეთს გაუგონ, მაშინ პრობლემები პოლიტიკური დაპირისპირებიდან გამომდინარეობს. ჩვენ არ ვართ მთავარი მოთამაშეები, არც უკრაინაა მთავარი მოთამაშე, ის, რაც უკრაინაში ხდება, ეს არ არის რუსეთ-უკრაინის სიბრტყემდე დასული დაპირისპირება, ამას გლობალური ხასიათი და ცხადი მიზანი აქვს.

დასავლეთში ცდილობენ, გაუსწრონ მოვლენებს და პუტინის აღსასრულის მოახლოება ამცნონ მსოფლიოს. ბრიტანული გამოცემა ირწმუნება, რომ პუტინის ლიმუზინზე მოხდა თავდასხმა, მაგრამ რუსეთში ამ ფაქტს არ ადასტურებენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში დასავლეთი ცდილობს, მთლად დამცირებულად არ წარმოაჩინოს რუსეთი და მას „სახე შეუნარჩუნოს“, მაგრამ პუტინიც ცდილობს, „სახე შეუნარჩუნოს დასავლეთს“ და ბოლომდე არ მოიჭრას გზები. რას ელოდება პუტინი? როგორც ცალკეული ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, ზამთრის იმედი აქვს, რომ გაყინულმა ევროპელებმა გააპროტესტონ უკრაინის დახმარება? სხვათა შორის, ამის პრელუდია ჩეხეთში უკვე ვიხილეთ, როცა ხალხის ნაწილი საპროტესტოდ გამოვიდა და ენერგორესურსების მიმწოდებელ რუსეთთან პირდაპირ კონტაქტს ითხოვდა.

- დღეს პუტინი იქნება, თუ ხვალ ვინმე სხვა, ეს არ ცვლის რუსეთის გეოპოლიტიკურ სურათს, თუკი რუსეთი არ დამარცხდა და სახელმწიფოებრივად არ განადგურდა. ამიტომ პუტინის დონეზე საუბარი სწორი არ მგონია. მთავარია, რუსეთი შეძლებს თუ არა, შეინარჩუნოს თავისი სახელმწიფო იმ ამბიციების ფარგლებში, როგორც მას წარმოუდგენია და შეძლებს თუ არა წინააღმდეგობა გაუწიოს კოლექტიურ დასავლეთს. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, კოლექტიური დასავლეთი ეს არის შეერთებული შტატები და სხვა დანარჩენი, არანაირი პოლიტიკური მოთამაშის როლს არ ასრულებს. საკითხი ასე დგას, კოლექტიური დასავლეთი შეძლებს თუ არა რუსეთის დემილიტარიზაციას და იმ დონემდე მიყვანას, რომ რუსეთმა ვერასდროს ვერაფერი ვერ შეძლოს, მათ სურთ რუსეთის რესურსებზე კონტროლის დამყარება და რუსეთის სახელმწიფოს განადგურება. ეს არის მთავარი ამოცანა. აქ არ დგას უკრაინის გამარჯვება-დამარცხების საკითხი. უკრაინა არის ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ, რადგან მხოლოდ უკრაინის პლატფორმის საფუძველზე შესაძლებელია რუსეთის დამარცხება.

კიევში რეჟიმის შეცვლა და უკრაინაზე კონტროლის დამყარება რეპუტაციულ და სამხედრო დანაკარგად დაუჯდა პუტინს. როგორ ფიქრობთ, უკრაინამ რთული დღეები უკან ჩამოიტოვა, თუ რუსეთი ახლა დაიწყებს ბრჭყალების გამოჩენას?

- დღეს ძალიან გამწვავებული სიტუაციაა, ვფიქრობ, ყველაზე რთული მოვლენები წინ არის. ცხადია, ხარკოვის ოლქში ბოლო ტაქტიკური მარცხი განიცადა რუსეთმა, თუმცა ეს არ ცვლის მთლიანობაში ფრონტის ხაზზე მდგომარეობას, ეს არის ტაქტიკური მარცხი, მაგრამ ეს არ არის ცვლილება სტრატეგიაში. ჩვენ არ ვიცით, რა ხდება სინამდვილეში, რუსეთს 170 ათასზე მეტი კაცი არ შეჰყავს და ეს 170 ათასი კაცი განთავსებული ჰყავს თითქმის 900 კილომეტრზე უფრო გრძელ ფრონტის ხაზზე. ხარკოვის ოლქში იდგნენ გვარდიისა და მოხალისე მილიციის რაზმები, ცხადია, რეგულარულ არმიასა და მათ შორის უდიდესი სხვაობაა, რაღაც არასწორი წარმოდგენა აქვთ რუსებს, რადგან გამოცხადებული იყო შეტევა, იარაღი შედის უკრაინაში, მალე უკრაინას ექნება მსოფლიოში თუ რაიმე საუკეთესო იარაღია, ყველანაირი იარაღი, იგივე ხდება პოლონეთთან მიმართებით, ანუ რუსეთის უშუალო საზღვარზე ორი ძლიერი მუშტი იკვრება ამერიკელების მიერ. ჯამში მათ ეყოლებათ ერთ მილიონზე მეტი ჯარისკაცი უახლესი, თანამედროვე იარაღით. ცხადია, ამის ერთადერთი მიზანი რუსეთის განადგურებაა.

დასავლეთი კარგა ხანია, ფსონს დებს რუსულ ელიტაზე, რომლებსაც სიმშვიდე დაუკარგა პუტინის მმართველობამ და იარაღის ჟღარუნმა. მთელი მსოფლიო ელის, რომ შიდა ძალები მოიცილებენ პუტინს, მაგრამ რუსეთის ელიტა ჯერჯერობით ქმედუუნაროა.

- შეძლებს თუ არა რუსეთი წინააღმდეგობის გაწევას ან გაიყიდება თუ არა შიგნიდან, ეს არავინ იცის. რუსი ელიტები უკვე მერამდენედ ჰყიდიან თავის ქვეყანას. ეს არ არის გამორიცხული. შეიძლება მოხდეს ისეთი უკმაყოფილების გამოწვევა, როცა რუსეთი შიგნიდან დაიწყებს ტორტმანს, ანუ ფედერაციის სუბიექტები, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ კავკასია და ვოლგისპირეთი შეიძლება გამწვავებამდე მიიყვანონ. უნდა დაველოდოთ მოვლენებს, თუ რაიმე დაძაბულობა და გართულება იწყება, ეს იწყება მხოლოდ ახლა. ასე რომ, ეიფორია, რომ ხარკოვის ოლქში რაღაც მოხდა უკრაინის სასარგებლოდ, არ ცვლის სიტუაციას. მომავალში რა მოხდება, არავინ იცის, რუსეთის სამხედრო პოტენციალი არსად წასულა, ეს პოტენციალი არსებობს, იმას, რასაც რუსები უკრაინაში იყენებენ, ეს არის 170 ათასი ადამიანი და არაფერს არ იყენებენ იმ შეიარაღებიდან, ბალისტიკური რაკეტებიდან, რომელიც გამანადგურებელია - იარსი, ტოპოლები და სხვა. რუსების ჭკუაში რა ზის ახლა, რას ითვლიან და რას არ ითვლიან, ვერ გეტყვით, ეს შედეგებზე აისახება. კვანძის გახსნას ველი იანვრისთვის მაინც, რადგან კონტურები უკვე გამოსახული იქნება.

 

 

trampi ადამიანების ზოოპარკი"- ევროპის უდიდესი სირცხვილი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომამდე კონტინენტის არაერთ ქვეყანაში ნახვადით
ადამიანების ზოოპარკი (ზოოპარკი, სადაც ცხოველების ნაცვლად, ადამიანებს, ამწყვევდნენ და რთულ პირობებში ამუშავებდნენ), 1950 წლამდე ევროპის არაერთ ქვეყანაში არსებობდა.

საფრანგეთი, ბელგია და ევროპის რამდენიმე მაღალგანვითარებული ქვეყანა, მეორე მსოფლიო ომის პერიოდამდე, ადამიანებს სპეციალურ გალიებში, ველურ ცხოველებთან ერთად ათავსებდნენ. ეს იყო "ადამიანთა ზოოპარკი", რომლის დათვალიერებაც შეეძლოთ ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს.

234f-hd-3-72dpi-1631869779.jpg

2017013002081167247-1-1631869808.jpg

უფრო დიდ სირცხვილს ის ფაქტი წარმოადგენს, რომ 100 000-ზე მეტი ადამიანი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ამ საშინელი სანახაობის დასათვალიერებლად ჩამოდიოდნენ. "ადამიანთა ზოოპარკი".

1870-იან წლებში ეგრეთ წოდებული "ეგზოტიკური მოსახლეობის" გამოფენები პოპულარული გახდა მთელ დასავლურ სამყაროში. მსგავსი ზოოპარკები არსებობდა პარიზში, ჰამბურგში, ლონდონში, მილანში, ასევე აშშ-ის ქალაქებში, როგორიცაა ნიუ იორკი და ჩიკაგო.

ასევე დაგაინტერესებთ

შოკისმომგვრელი ფაქტები მონებით ვაჭრობაზე- როგორ წარმოებდა ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესი საუკუნეთა მანძილზe
ავსტრალიელი აბორიგენების გენოციდის ისტორია: რატომ დევნიდნენ და თვლიდნენ ცხოველებად მათ კოლონიზატორები?
მონებით ვაჭრობა- როგორი წარმოებდა ყველაზე დიდი ბიზნესი საუკუნეთა განმავლობაში
ეს ჩვენებები იმდენად წარმატებული იყო, რომ 1878 და 1889 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენაში, ე.წ. "ზანგების სოფელი" (Negro Village) იყო წარმოდგენილი.

მხოლოდ 1889 წელს, მხოლოდ პარიზის "ადამიანთა ზოოპარკს" 18 000 000-მდე მნახველი ჰყავდა. საცოდავი სანახაობის მსხვერპლები ძირითადად აბორიგენები და აფრიკელები იყვნენ. ისინი ნახევრადშიშველ მდგომარეობაში ცხოვრობდენ ასეთ ზოოპარკებში.

1335-1631869837.jpg

ზოოპარკის მცველებს და მომვლელებს შორის, მოიძებნებოდნენ შავკანიანებიც. ამ უკანასკნელებს ძალიან ხშირად უთანხმოებები ჰქონდათ, გალიაში გამომწყვდეულ შავკანიანებთან. პრივილეგიიდან გამომდინარე, ისინი საკუთარი რასის წარმომადგენლებს სასტიკად ექცეოდნენ.

2017013002240667247-1631869890.jpg

1900 -იან წლების დასაწყისში დიდი დაპირისპირება და პროტესტი წამოიწყეს შავკანიანებმა, თეთრკანიანების მიმართ. შავკანიანების პროტესტი მიზნად ისახავდა - "ადამიანთა ზოოპარკის" გაუქმებას. თუმცა პროტესტი უშედეგოდ დასრულდა. პირიქით სიტუაცია გართულდა, ლონდოში ათასობით შავკანიანი სასტიკად დაისაჯა.

1283-1631869872.jpg

მეორე მსოფლიო ომამდე, "ადამიანთა ზოოპარკები" გაუქმდა. ამ კეთილი საქმის პირველი ხელმომწერი გახლდათ, ნაცისტური გერმანიის ლიდერი - ადოლფ ჰიტლერი. ჰიტლერის მკაცრი ბრძანების შემდეგ, ევროპის ყველა ქვეყანაში გაუქმდა "ადამიანთა ზოოპარკები"...
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli 1884−1885 წლებში. ბერლინში გაიმართა ევროპული ქვეყნების კონფერენცია აფრიკაში გავლენის სფეროების განაწილების მიზნით. სერიოზული ვნებები გაჩაღდა - იმ დღეებში ყველა სახელმწიფო ოცნებობდა აფრიკული ენითუთქმელი სიმდიდრის წილის მიღებაზე. იმ დროისთვის ბელგიის მეფე ლეოპოლდ II უკვე აკონტროლებდა უზარმაზარ ტერიტორიებს კონგოს აუზში, მაგრამ სწორედ ბერლინის კონფერენციაზე ის ოფიციალურად იქნა აღიარებული კონგოს თავისუფალი სახელმწიფოს ერთადერთ მმართველად.
ამიერიდან არავინ ზღუდავდა მეფის ქმედებებს კონგოში. კონგოელები ლეოპოლდ II-ის ნამდვილი მონები გახდნენ, რომელმაც ბელგიაზე 76-ჯერ დიდი ქვეყანა ერთგვარ შრომით ბანაკად აქცია. კონგოს მთელი მოსახლეობა ვალდებული იყო ემუშავა ბელგიის მეფისთვის - ძირითადად ხალხი კაუჩუკის პლანტაციებში იყო დასაქმებული. მუშაობდნენ პატარა ბავშვებიც! ვინც ნორმას არ ასრულებდა, სცემდნენ და დასახიჩრებდნენ. სამუშაო პირობები საშინელი იყო, ათასობით ადამიანი დაიღუპა შიმშილითა და ეპიდემიით. ლეოპოლდ II, რომელიც ბერლინში გამართულ კონფერენციაზე კონგოელების „მატერიალური და მორალური პირობების გაუმჯობესებას“ დაჰპირდა, ადგილობრივების ცხოვრების ხარისხზე საერთოდ არ ზრუნავდა.
კონგოს უზარმაზარი მოსახლეობის გასაკონტროლებლად შეიქმნა "საჯარო ძალების" რაზმები. დროდადრო გადიოდნენ სოფლებში და აწყობდნენ ურჩი პირების საჩვენებელ სიკვდილით დასჯას. რაზმების მებრძოლებისგან, ვაზნების მოხმარების აუცილებლობის მტკიცებულებად, მათ მოეთხოვათ მიცვალებულთა მოკვეთილი ხელების უზრუნველყოფა. თუ ჯარისკაცები ვაზნებს ნორმაზე მეტს ხარჯავდნენ, ცოცხალ ადამიანებს ხელებს ჭრიდნენ. ევროპაში, ბელგიაში თვალს ხუჭავდნენ მეფის „სახელოვან“ საქმეებზე. გაზეთები ადგილობრივების მიმართ სისასტიკეს ხსნიდნენ, როგორც რეაქციას თავად კონგოელების სასტიკ წეს-ჩვეულებებზე: იმ დროს ქვეყანაში ჯერ კიდევ კანიბალიზმი ყვაოდა. 20 წლის განმავლობაში, ქვეყნის მოსახლეობა თითქმის განახევრდა, ანუ დაახლოებით 10 მილიონი კონგოელი დაიღუპა. ანუ ცივილიზებულმა ბელგიამ კანიბალიზმის აღმოსაფხვრელად, რომელსაც ჰქონდა იშვიათი ეპიზოდური ხასიათი, ისიც უკიდურესი დეფიციტის შემთხვევაში, 10 მილიონი კონგოელი ადგილობრივი მკვიდრი გაწყვიტა!
1 წლის უკან