„გგონიათ, საქართველოში ოლიგარქია აწუხებთ დასავლეთში გარკვეულ ძალებს?! სინამდვილეში, მსოფლიო ბატონობა და მორჩილი ხელისუფლება სურთ“

„გგონიათ, საქართველოში ოლიგარქია აწუხებთ დასავლეთში გარკვეულ ძალებს?! სინამდვილეში, მსოფლიო ბატონობა და მორჩილი ხელისუფლება სურთ“

„ჯერ ერთი, ოლიგარქია საქართველოში უნდა აწუხებდეს ქართველ ერს და ქართველი ერი უნდა წუწუნებდეს ამაზე, თუკი რომელიმე ოლიგარქი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს პრობლემას უქმნის. ამერიკასა და ევროპაში რატომ წუხდებიან ჩვენი „ოლიგარქიით“? საქართველოში რისი მოთხოვნილებაც კაციშვილს არ გასჩენია, იმაში რატომ „გვეხმარებიან“? -აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

„დიდი მნიშვნელობა აქვს, ქართველმა ხალხმა უკრაინაში ომის დამთავრებამდე შეძლოს ხელისუფლების შეცვლა“, - რას ემსახურება „ევროპელი დემოკრატების“ წარმომადგენლის ნიკოლოზ ვაშაკიძის ეს განცხადება? პრინციპში, ეს ადამიანები წინააღმდეგნი არ იქნებოდნენ, 24 თებერვლისთისთვისაც შეცვლილიყო ხელისუფლება და ქართველებს და უკრაინელებს ერთად გვებრძოლა რუსეთის წინააღმდეგ. ვინ არის მათი დირიჟორი - ოკეანის გაღმელი, თუ გამოღმელი?

- უკრაინაში ომის დამთავრებამდე საქართველოს ხელისუფლების შეცვლა ეს, ალბათ, უფრო სიტყვის მასალაა, რადგან, მე მგონი, პუტინმაც არ იცის, როდის დამთავრდება ომი, მაგრამ ამ განცხადებაში „ნაციონალების“ სულისკვეთება ჩანს. მათ ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდათ. ეს ადამიანები ყველაზე მშიშრები არიან, 2008 წლის ომში, ასევე, ყველა კრიტიკულ სიტუაციაში გვაჩვენეს საკუთარი თავი. ჩვენ ვნახეთ საქართველოში თანაგრძნობისთვის ჩამოსული კუშნერი და გაქცეული, მფორთხავი პრეზიდენტი, როდესაც კუშნერი ინტერვიუს აგრძელებდა. თვითონ ცხინვალის ომში, როდესაც მეომრები, ჩვენი გმირი ბიჭები იბრძოდნენ და სისხლს ღვრიდნენ, ესენი წითელ ხიდზე ერთმანეთს ასწრებდნენ და იქ ხოცავდნენ ერთმანეთს, რომელი გაასწრებდა. მშიშარა და მხდალი ადამიანები როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებენ, თქვენი კითხვა იყო სწორი, ესენი საკუთარი თავის იმედად აპირებენ ხელისუფლების შეცვლას? ცხადია, არა. ხელისუფლების შეცვლის იმედი კანონიერი და სამართლებრივი გზით ერთადერთ შემთხვევაში შეუძლიათ, როცა აქვთ ამომრჩევლების მხარდაჭერის იმედი. მათ ეს იმედი უკვე ცხრა არჩევნების განმავლობაში გადაწურული აქვთ, ცხრა არჩევნები დამაჯერებლად წააგეს. ამის მიუხედავად, ნებისმიერი გზით უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა. ამ დროს ვერც ხალხს გამოიყვანენ, ვერც პროტესტს ააგორებენ ხელისუფლების შესაცვლელად. ვინ დგას ამის უკან? ამის უკან დგას ძალა, რომელიც მათ აგულიანებს, „თქვენ ხართ ჩვენი მონები, შეიძლება სხვა სიტყვებსაც ეუბნებიან და ჩვენ ვდგავართ თქვენს უკან“. ეს ძალა აზერბაიჯანი, სომხეთი და თუნდაც თურქეთი არ არის, ეს უნდა იყოს ან რუსეთი, ან ამერიკა, ან ორივე ერთად. კონკრეტულად ღიად ამ ძალების უკან ვინც დგას, ის ამას ამჟღავნებს კიდეც. მე ვისაც ვხედავ ამ ძალების უკან, ეს არის აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი, ელჩი კელი დეგნანი, რომელიც ყველა ნაძირლობას „უპრავებს“ ამათ, თავს ისეთ მდგომარეობაში იგდებს, რომ მიუღებელი ხდება ქართველი ხალხისთვის. დეგნანი რომ მიუღებელი ხდება, ეს არაფერია, მთავარი ის არის, რომ დეგნანი ასეთ უარყოფით განწყობას აღვივებს აშშ-ის მიმართ. გამოვიდა ინფორმაცია და საზოგადოების დიდ ნაწილს სჯერა კიდეც, რომ აშშ ჩვენგან ომში ჩართვას მოითხოვდა, რადგან ამას აჟღერებს უკრაინა, უკრაინა კი დღეს ამერიკიდან რომ იმართება, დღეს არავინ დავობს. უკრაინის ხელისუფლება ცალსახად და ღიად გვთავაზობდა ომში ჩართვას, დახოცვას და საკუთარი ტვირთის შემსუბუქებას. ამაზე შეფასებები არ გაუკეთებია ამერიკის საელჩოს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამაც შეაფასა და სხვა აქტიურმა ადამიანებმაც შეაფასეს ასეთი მოწოდებები.

შეეძლო ამერიკის საელჩოს უკრაინიდან საქართველოს ომში ჩართვის შესახებ მოწოდებების შეჩერება?

- მათ შეეძლოთ, დაეგმოთ ასეთი მოწოდებები, ეთქვათ, აგერ უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ეს ვერ მოგვიშუშებია და რა დროს საქართველოს ჩართვაა ასეთ პროცესებში? მსგავსი რამ არ უთქვამს ამერიკის ელჩს, არათუ არ უთქვამს, არც ერთ განცხადებაზე, მათ შორის, ომბუდსმენის ნათქვამზე, ციდან ბომბები რომ ცვიოდეს და ცეცხლში ვიწვოდეთ, ეს მირჩევნიაო, ელჩი არ გამიჯვნია და არ უთქვამს, როგორ შეიძლება ომის პროპაგანდა და ომის მოწოდება?! პირიქით, ასეთი ადამიანების გვერდით მოიაზრება კელი დეგნანი.

საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, აღარ მიიტანოს შტურმი კელი დეგნანზე, ღარიბაშვილის განცხადება ამერიკის ელჩთან დაკავშირებით შერბილებული იყო. რით არის ეს განპირობებული? მასაც მიანიშნეს დასავლეთიდან, რომ არ ღირს კელი დეგნანზე ზედმეტის თქმა, თუ ზოგადად, არამომგებიანია ნებისმიერი ქვეყნის დიპლომატთან თუნდაც მხილების ტონით საუბარი?

- ბუნებრივია, ზეწოლა იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ მან ღიად არ ილაპარაკოს იმაზე, რა მოთხოვნებიც ამერიკას ჩვენს მიმართ აქვს. ღარიბაშვილი რამდენად დაექვემდებარა ამას, ეს გამოჩნდა მისი შეცვლილი განცხადებით, მხოლოდ ოთხეული ლაპარაკობს ამის შესახებ, ხელისუფლება ამას მკაფიოდ გაემიჯნა. სხვათა შორის, ირაკლი კობახიძეს ეს არ გაუკეთებია და ამ პოზიციიდან უკან არ დაუხევია. ეს მის დადებით თვისებებზე მეტყველებს და იმაზეც, რომ ამ ადამიანს შეიძლება დაეყრდნო, რადგან ზეწოლის შედეგად პოზიციებს არ იცვლის. ჩემთვის ეს იყო საამაყო, ის ჩემი მეგობრის შვილია, გარდა იმისა, რომ დეპუტატი და ლიდერია „ოცნების“, ჩემი თანამებრძოლის - დათო ფაცაციას ოჯახის წევრია. მე ვთვლი, რომ ირაკლი კობახიძე ერთადერთია, რომელიც სრულფასოვნად პასუხს სცემს ყველა უღირსობას. თუმცა ღარიბაშვილს ეს დაემართა და არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი.

შეიძლება, ღარიბაშვილი ფიქრობს, რას მოუტანს ჩვენისთანა პატარა ქვეყანას ამერიკელ დიპლომატებზე არადიპლომატიურ ტონში საუბარი? თუნდაც მხილების კამპანიის წამოწყება რა შედეგს გამოიღებს - შეიცვლება ელჩი, პოზიციას შეარბილებს, უკრაინულ გზავნილებს გაემიჯნება?

- საერთოდ, პოლიტიკოსები სიმართლესთან მწყრალად არიან, ამიტომაც არ მიყვარს პოლიტიკაში ყოფნა, არ ვყოფილვარ არც ერთი პარტიის წევრი, მაგრამ შენ რომ ხარ ქვეყნის პირველი ან მეორე პირი და ხალხი შემოგყურებს, ხალხს ხომ სიმართლე აინტერესებს? თავდასხმა ელჩზე კი არა, მეეზოვეზე არ შეიძლება, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში რაც არის სიმართლე, ეს ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს. როდესაც ჩვენ უარი ვთქვით საბჭოთა კავშირზე და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც უარს ვამბობთ რუსეთთან ურთიერთობაზე, ეს იმიტომ, რომ მწარე გამოცდილება გვაქვს საბჭოთა კავშირის დროინდელი. თანამედროვე რუსეთმაც ტერიტორიები წაგვართვა. საბჭოთა კავშირი ჩვენს მიმართ არ იყო თანაბარ პოზიციაში და, როგორც უფროსი ძმა, ზემოდან დაგვყურებდა. ეს იმდენად მიუღებელი იყო ქართველი კაცისთვის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის მერეც მათთან არ გვქონდა ისეთი სამეზობლო ურთიერთობა, როგორიც უნდა გვქონოდა მეზობელ ქვეყანასთან. შე დალოცვილო, მეუბნები, პარტნიორი ვარ, შენი მეგობარი ვარო და ამ დროს ზემოდან დამყურებ კი არა, დირექტივებს მაძლევ და თითს მიქნევ, ამდენ ფულს რისთვის გაძლევდი, წადი ახლა და საზარბაზნე ხორცად იქეციო, ეს ინფორმაცია ქართველ ხალხს რომ დაუმალო, არც ერთი პოლიტიკოსისგან გამართლებულად არ მიმაჩნია. შენ შეიძლება ამას გადაყვე კიდეც, შენი კარიერა ამას შეეწიროს, მაგრამ პოლიტიკასა და თანამდებობაზე რომ მიდიხარ, მარტო ძვირადღირებული მანქანა და ავეჯი ხომ არ უნდა გინდოდეს კაბინეტში? იმასაც უნდა ფიქრობდე, ასეთ პირობებს რომ გიქმნის ხალხი, ამ ხალხთან კეთილსინდისიერი იყო. კეთილსინდისიერება სიმართლის თქმას ნიშნავს. რასაც ეს ოთხეული აჟღერებს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი სიმართლეა. თუმცა არის ბევრი რამ, რასაც ისინი არ და ვერ აჟღერებენ. არც ჩვენ გვინდა ომი ამერიკასთან, რუსეთთან, ჩინეთთან, თურქეთთან, მაგრამ არც ის გვინდა, როგორც კოლონიას, ისე გვიყურონ.

ჩვენთან საუბრისას ერთხელ აღნიშნეთ, რომ დისიდენტობის წლებში სულ სხვა ამერიკას იცნობდით და ეს ის ამერიკა არ არის, რასაც კელი დეგნანი და საქართველოში მოქმედი არასამთავრობოთა ნაწილი ემსახურება. ამერიკაში დაწყებულმა ე.წ. ქორების და მტრედების ბრძოლამ საქართველოსნაირ ქვეყნებში უფრო დაძაბული სახე ხომ არ მიიღო?

- ეს ორი ძალა მთელ მსოფლიოშია მოდებული, მათ შორის, რუსეთშიც, ამერიკაშიც, ევროპაშიც, საქართველოშიც. განსხვავება ის არის, რომ ევროპასა და ამერიკაში 90%-ში ეს ლიბერალური ძალა მოვიდა ხელისუფლებაში და უპყრია ხელისუფლება, საქართველოში მათ არ აქვთ ხელისუფლება და არც რუსეთში აქვთ ხელისუფლება. სამაგიეროდ, უკრაინაში აქვთ ხელისუფლება. 2012 წელს საქართველოში ძალაუფლება ამ ძალებმა დაკარგეს. იმისთვის, რომ მსოფლიო ბატონობა შეძლონ, ყველანაირად ცდილობენ, ყველგან იყოს მათი მმართველობა და მორჩილი ხელისუფლება. საქართველოს ხელისუფლება არ არის მათი მორჩილი, თორემ რამეს კი არ უწუნებენ? ხომ არ გგონიათ, ოლიგარქია აწუხებთ? ჯერ ერთი, ოლიგარქია საქართველოში უნდა აწუხებდეს ქართველ ერს და ქართველი ერი უნდა წუწუნებდეს ამაზე, თუკი ვინმე ოლიგარქი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს პრობლემას უქმნის. ამერიკასა და ევროპაში ვინ შეწუხდა ჩვენი „ოლიგარქიით“? საქართველოში არავინ წუხდება და არავის აქვს ეს მოთხოვნილება. რისი მოთხოვნილებაც გვაქვს, იმაში დაგვეხმარონ და რისი მოთხოვნილებაც საქართველოში კაციშვილს არ გასჩენია, იმაში რატომ გვეხმარებიან?

მთელი ამ წლების განმავლობაში ამერიკელი ხალხი ფსონს დებდა ე.წ. ზომიერ პოლიტიკოსებზე, მაგრამ ამერიკის გარეთ ამ რევანშისტებს მიჰყავთ პოლიტიკა. რატომ ვერ უხერხებს ამერიკის ხელისუფლება ამ რევანშისტებს ვერაფერს?

- თავი რომ დავანებოთ ამერიკას, განყენებულად შეგვიძლია ვთქვათ, ბოროტება ყოველთვის უფრო აქტიური, მიმწოლი და მოძალადეა. სიკეთე, კეთილშობილება საკუთარ თავს არასდროს ახვევს სხვას, ბოროტების ერთი მარცვალიც კი მოედება სარეველასავით, მთელი პურის თავთავების განადგურებას ცდილობს ერთი ცალი სარეველა. თვითონ ე.წ. ქორები თუ ყვავები ძალიან მცირე ჯგუფია ამერიკაში, მაგრამ თავიანთი აქტიურობით დაიპყრეს ყველაფერი - მედიასაშუალებები, ცენტრალური ტელევიზიები, ინტერნეტსივრცე. ტრამპის მაგალითი ავიღოთ, ყოფილი პრეზიდენტი საერთიდ იზოლირებული გახადეს, ინტერნეტსივრციდან მოწყვიტეს. წარმოიდგინეთ, ეს რა ძალაა. მთელი თავიანთი კანონმდებლობით, მენტალიტეტით ისინი მიდრეკილნი არიან საზოგადოების გახრწნისკენ. ამიტომაც ჩანან, რომ აქტიურები არიან.

ამ ძალებისგან, ანუ ამერიკელი რევანშისტებისგან თავის დახსნას ხომ არ ცდილობს სააკაშვილი, რომელიც პრინციპულად უკრაინულ მოვლენებშია ჩართული, ქართულ პოლიტიკას აიგნორებს, ხოლო მისი შვილი და ადვოკატები გვარწმუნებენ, რომ საქართველოს მოვლენებს ემიჯნება?

- სააკაშვილს ისე აქვს შეტოპილი ამ მორჩილებაში, როგორც არ უნდა სურდეს ამ ბნელი ძალებისგან გამიჯვნა, თავს ვერ დააღწევს. მისი პარტიის წარმომადგენლებმა თქვეს კიდეც, რომ ეს არის ადვოკატების ტაქტიკა.

 

trampi ამ ჩვენ დაუძინებელ მეგობრებზე ყველაზე, ყველაზე ზუსტ და საჭირო სიტყვებს ეს ქალი ამბობს
დასცხე დაკა ქალო............. არ მოეშვა ამ ჩათლახ ,,მეგობრებს,,
ეხლა ხომ ყველამ კარგად დაინახეთ ესენი მეგობრები არიან თუ მტრები ?
ეგეც თქვენი კოლუმბიიიიი................
1 წლის უკან
trampi მაინტერესებს წაშლით თუ არა
არ წაშლით კაი, წაშლით და მაინც კაია
რატოოომ ????............................ იმიტომ
1 წლის უკან