რა გავლენა მოახდინა ჰიტლერზე ჟორჟ გურჯიევმა

რა გავლენა მოახდინა ჰიტლერზე ჟორჟ გურჯიევმა

ცნობილია, რომ ადოლფ ჰიტლერი თავის თანამედროვე პოლიტიკურ მოღვაწეთაგან ყველაზე უფრო დიდ ანგარიშს უწევდა და აფასებდა იოსებ სტალინს, რომელსაც „ეშმაკ კავკასიელს“ ეძახდა. ჰიტლერი ამბობდა, რომ „სტალინი ერთ-ერთი საოცარი მოღვაწეა კაცობრიობის ისტორიაში“.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ თუ ჰიტლერმა თავისი იდეოლოგიისა და მოღვაწეობის ქვაკუთხედად ანტისემიტიზმი გაიხადა, ებრძოდა სიონიზმს – ებრაელებს და ყველა უბედურება მათ დააბრალა, მაშინ სტალინმა თავისი მოღვაწეობა პირიქით, ებრაელ პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეებთან თანამშრომლობაზე ააგო, განსაკუთრებით კი ეს ითქმის 20-30 წლების პერიოდზე.

გერმანული ნაციზმის, ფაშიზმისა და საერთოდ, ადამიანთა რასობრივი დაყოფისა და დისკრიმინაციის იდეოლოგიის ჩამოყალიბების საქმეში დიდ როლს ანიჭებენ ჰიტლერის სულიერ მამებს – თეოდორ ფრიატჩს და დიტრიხ კერიტს, რომლებიც გამოირჩეოდნენ თავიანთი ანტისემიტიზმით და რასიზმით. იმასაც ამბობენ, რომ ჰიტლერზე დიდი ზეგავლენა მოუხდენია გენიალური კომპოზიტორის – რიჰარდ ვაგნერის რასობრივ და პოლიტიკურ მრწამსს, ნაციონალ-სოციალიზმზე მის შეხედულებებს. მაგრამ ჰიტლერის ფაშისტური დოქტრინის ჩამოყალიბებასა და შექმნაში განსაკუთრებული ადგილი ეკუთვნის ჟორჟ (გიორგი) გურჯიევის ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ რეკომენდაციებს.

მაინც ვინ იყო ჟორჟ გურჯიევი?

მიუხედავად იმისა, რომ უცხოელ ავტორებთან ერთად ბევრ ქართველს აქვს გამოქვეყნებული ნაშრომები გურჯიევზე, მისი სახელი და საქმიანობა ჩვენი ფართო საზოგადოებისთვის მაინც არ არის საკმარისად ნაცნობი და გასაგები.

კენეთ ულკერი თავის წიგნში, სადაც გურჯიევზეა ლაპარაკი, წერს: „გურჯიევი და სტალინი ერთ ეპოქაში ცხოვრობდნენ და ერთ სემინარიაში სწავლობდნენ“.

თვით გიორგი (ჟორჟ) გურჯიევი თავის წიგნში „სამყაროს მიუკერძოებელი კრიტიკა, ანუ ბელცებუბის ნაამბობი თავის შვილიშვილ ჰასინისადმი“, გვაწვდის უაღრესად საინტერესო, სრულიად ახალ ცნობას თავისი წარმოშობის შესახებ – რომ ის არის თავად ბაგრატიონ-მუხრანსკის დისწული. ამავე ნაშრომში გურჯიევი გვესაუბრება თბილისში გატარებული ახალგაზრდობის შესახებ, აღწერს ძველი თბილისის მაშინდელ მდგომარეობას, მის მკვიდრთა ცხოვრების ეპიზოდებს...

ჟორჟ გურჯიევის პარიზელი და თბილისელი ნაცნობები ერთხმად ამბობენ, რომ იგი ქართულად ლაპარაკობდა და ის ქართველია... უცხოელები მას უმთავრესად მოიხსენიებდნენ, როგორც „კავკასიელს“. მისი ბიოგრაფიის ერთ-ერთი მკვლევარი წერს, რომ გიორგი გურჯიევი დაიბადა 1872 წელს.

მეცხრამეტე საუკუნის დამლევს მან დატოვა საქართველო და აღმოსავლეთში წავიდა. იყო ირანში, თურქეთში, ეგვიპტეში, ხოლო შემდეგ დიდი ხნით ტიბეტში დასახლდა. იქ მან ათი წელი დაჰყო. იგი ტიბეტში დალაი-ლამას მრჩეველი და მასწავლებელი გახდა. გურჯიევმა ტიბეტში ძველი ჩინური მედიცინა შეისწავლა. ჰიპნოზით აძინებდა და უმტკივნეულოდ ამშობიარებდა ორსულ ქალებს, ფლობდა ტელეპათიისთვის დამახასიათებელ ყველა ნიშანს და ასე შემდეგ. ამ განსაცვიფრებელი ხელოვნებისთვის მას ტიბეტში „თეთრი ეშმაკი უწოდეს“.

1919 წელს ჟორჟ გურჯიევი ოცი წლის განშორების შემდეგ სამშობლოში – საქართველოში დაბრუნდა. მან თბილისში გახსნა ინსტიტუტი – „ადამიანის ჰარმონიული განვითარებისა გიორგი გურჯიევის მეთოდით“.

შემდეგ იგი სამუდამოდ ტოვებს სამშობლოს და 1923 წელს პარიზში ხსნის იგივე ინსტიტუტს. მის მსმენელთა შორის მოიხსენიებენ ჰიტლერს, ჰიმლერს და სხვა მომავალ ფაშისტ ბელადებს. მან ევროპაში მოღვაწეობის პერიოდში პირველმა დაამუშავა და შექმნა ადამიანთა რასობრივი დაყოფისა და კლასიფიკაციის სისტემა. სწორედ რომ, გურჯიევია ფაშისტური სვასტიკის ავტორი. შემდგომში ეს სვასტიკა ჰიტლერის ნაციონალურ-სოციალისტური პარტიის ემბლემა გახდა.

ჟორჟ გურჯიევი 1949 წელს პარიზში გარდაიცვალა. მის დასაფლავებას სულ ხუთიოდე კაცი ესწრებოდა.

ამგვარად, მეორე მსოფლიო ომის დროს ერთმანეთს დაუპირისპირდა და სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაეჯახა ორი თანამემამულის – „ეშმაკი კავკასიელის“, იოსებ სტალინისა და „თეთრი ეშმაკის“ – ჟორჟ გურჯიევის მიერ დამუშავებული იდეოლოგიური დოქტრინები – კომუნისტური და ფაშისტური.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე დოქტრინა ცალ-ცალკე და დამოუკიდებლად დაამუშავა ერთი ერის, ერთი ქვეყნის ორმა შვილმა. მათ იდეურ ბრძოლაში მეორე მსოფლიო ომის შედეგად გაიმარჯვა სტალინის დოქტრინამ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არც გამარჯვებული და არც დამარცხებული სათანადოდ არ დაფასებულა.

სტალინის მიერ დამუშავებული დოქტრინა თითქმის მთლიანად დაფუძნებული იყო ებრაელ იდეოლოგთა და ფილოსოფოსთა თეორიულ შრომებზე, კერძოდ, მარქსისა და ლენინის მემკვიდრეობაზე.

ცნობილია, რომ მეოცე საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს მთელ მსოფლიოში ადგილი ჰქონდა „დიდ დეპრესიას“ ეკონომიკაში. ისტორიკოსები და ეკონომისტები იმ წლებს უწოდებდნენ: „ღატაკ წლებს“, „სატანურ წლებს“, „შავ წლებს“, „მშფოთვარე წლებს“...

1929-1933 წლებში გერმანიაში 40 პროცენტზე მეტად დაეცა სამრეწველო წარმოების საერთო მოცულობა, ორჯერ შემცირდა ხელფასების ფონდი, ხოლო უმუშევართა რაოდენობამ 8 მილიონს გადააჭარბა. ამასთან ერთად ძალზე გაღარიბდა გლეხობა, ხოლო ხალხის შიმშილობამ მკვეთრად გაზარდა სიკვდილიანობა. შექმნილ უმძიმეს ეკონომიკურ და დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში, 30-იანი წლების დასაწყისში, გერმანიის ნაციონალ-სოციალისტურმა პარტიამ ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით, ქვეყანას და გერმანელ ხალხს შესთავაზა ნახევრად სამხედრო და თანაც მკაცრი რეჟიმის დამყარება. მხოლოდ ასეთი მოთხოვნით ასაბუთებდა ადოლფ ჰიტლერი ქვეყნის გამოყვანის შესაძლებლობებს. იმჟამინდელი კრიზისული მდგომარეობიდან ნაცისტური პარტიის ზემოქმედებისა და კონტროლის ქვეშ მოექცა სახელმწიფო სტრუქტურები და მას მიეკუთვნა წარმმართველი, ავანგარდული როლი გერმანიის საერთო ცხოვრებაში, ხოლო თვით ჰიტლერს მიეცა განუსაზღვრელი უფლებები და ის სულ მალე გერმანელი ხალხის ფიურერი (ბელადი) გახდა. გერმანიამ დიდი ეკონომიკური კრიზისი სწორედ ჰიტლერის მიერ ქვეყანაში ტოტალიტარული დიქტატურის შედეგად გადალახა...

სულ სხვა სურათი იყო იმდროინდელ ახლად შექმნილ საბჭოთა კავშირში. მას მეფის რუსეთისგან მემკვიდრეობით ერგო მწირი ეკონომიკური ბაზა, რამაც ძალზე უარყოფითად იმოქმედა საბჭოთა კავშირის საერთო სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამას დაემატა, აგრეთვე, 20-იანი წლების დიდი ეკონომიკური კრიზისი, რაც გამოწვეული იყო, პირველ ყოვლისა, სამოქალაქო ომის დროს ქვეყანაში გაპარტახებული მრეწველობისა და გაჩანაგებული სოფლის მეურნეობის შედეგად...

შემდგომში ქვეყანაში დამყარებულმა ეგრეთ წოდებულმა „პროლეტარიატის დიქტატურამ“, შესრულებისადმი კონტროლმა და მკაცრმა მომთხოვნელობამ, დასჯის სინდრომის შემოღებამ და პასუხისმგებლობის ამაღლებამ, მძიმე ინდუსტრიის ინტენსიურმა განვითარებამ და სოფლის კოლექტივიზაციამ, საბოლოოდ გადაწყვიტა საბჭოთა კავშირის ბედი – ერთ-ერთი ჩამორჩენილი ქვეყანა მსოფლიოში მოწინავე გახდა და თავისი ეკონომიკური განვითარების მასშტაბურობით ზესახელმწიფოდ გადაიქცა...

თუ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გავაკეთებთ რეზიუმეს, მაშინ, შეიძლება, აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისა და ხალხის ცხოვრების მაღალი დონის მისაღწევად არსებობს ორი მთავარი და ძირითადი გზა, რომელთა რეალობა ცხოვრებისეულმა პრაქტიკამ დაამტკიცა. პირველი გზა დაფუძნებულია ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე, რომლის დროსაც საჭიროა კონსტიტუციური გარდაქმნებისა და პროცედურების დაცვა, რომ დამკვიდრდეს კანონების დიქტატურა და უზენაესობა, რომ აუცილებლად შესრულდეს კანონების მოთხოვნები და, რაც მთავარია, არ იქნეს დაშვებული საგანგებო ზომების მიღება და ხალხის საწინააღმდეგოდ მიმართული სადამსჯელო ღონისძიების ჩატარება.

მეორე გზა დამყარებულია ტოტალიტარული დიქტატურის შემოღებაზე, მკაცრი საშემსრულებლო დისციპლინით, კონტროლით, მომთხოვნელობით და დასჯის მეთოდების გამოყენებით. ნებისმიერი ქვეყანა ირჩევს ან ერთ – დემოკრატიული განვითარების, ან მეორე – დიქტატორული რეჟიმის გზას. მესამე გზა არ არსებობს, გარდა ქაოსისა და ანარქიისა...

არანაკლებ საინტერესოა გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტიში“ (¹40, 1994 წლის ოქტომბერი) გამოქვეყნებული წერილი – „სტალინი – ჰიტლერის საყვარელი გმირი“, სადაც მოყვანილია ნაწყვეტები გერმანელი ავტორის, ჰენრი პირკერის წიგნიდან – „ჰიტლერის სუფრული საუბრები“. თვით ჰენრი პირკერი მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერის მთავარ ბანაკში მსახურობდა და სარგებლობდა უნიკალური შესაძლებლობებით, დაეფიქსირებინა ადოლფ ჰიტლერის გამოსვლები.

მოგვყავს ამ გამოსვლების ზოგიერთი ქრონოლოგიური ამონაწერი:

01.04.1942 წელი: „საზოგადოება შეიძლება შექმნა და შეინარჩუნო მხოლოდ ძალით... და თუ განვლილ წლებში სტალინმა რუსი ხალხის მიმართ გამოიყენა იგივე მეთოდები, რაც თავის დროზე კარლოს დიდმა გერმანელი ხალხის მიმართ, რუსების მაშინდელი კულტურული დონის გათვალისწინებით, ამისთვის არ ღირს სტალინის შეჩვენება. მან გააკეთა დასკვნა, რომ რუსებს თავიანთი შემჭიდროებისთვის სჭირდებათ მკაცრი დისციპლინა და ძლიერი სახელმწიფო“...

22.07.1942 წელი: „სტალინისადმი უთუოდ საჭიროა აგრეთვე ჯეროვანი პატივის მიგება. თავის თაობაში ის, უბრალოდ, გენიალური ტიპია. მისი იდეალია ჩინგის-ხანი და მისნაირნი. მათ შესახებ სიტყვა-სიტყვით ყველაფერი იცის, ხოლო მისი გეგმები ეკონომიკის განვითარების საქმეში ძალზე მასშტაბურია“.

27.07.1942 წელი: „თუ ჩერჩილი ტურაა, მაშინ სტალინი – ვეფხვია“.

ჰიტლერის კომენტარები გამოსვლებზე ზედმეტია, მართლაც, ვერაფერს დავუმატებთ.