ჰარი სტაილსს სცენაზე ქათმის ხორცის ნაჭრები ესროლეს და ვერ გაგვიგია, რატომ

ჰარი სტაილსს სცენაზე ქათმის ხორცის ნაჭრები ესროლეს და ვერ გაგვიგია, რატომ

ჰარი სტაილსის კონცერტებზე ვარსკვლავის ფანებთან ინტერაქცია არავის უკვირს, თუმცა ნიუ-იორკში გამართულ კონცერტზე ჰარის ყურადღების მიქცევა ფანებმა უცნაური ხერხით სცადეს. მას სცენაზე ქათმის ხორცის ნაჭრები ესროლეს და სთხოვეს, ეჭამა.

ჰარი გაოცებული დარჩა და მომხდარს "საინტერესო მიდგომა" უწოდა, შემდეგ კი იკითხა, ვინ ისროლა ქათმის ხორცი სცენაზე. ფანებმა ჰარის დაუყვირეს: "ჭამე, ჭამე", რაზეც ვარსკვლავმა უპასუხა: "ქათამს არ ვჭამ. ხორცს არ ვჭამ".

ჰარიმ ერთ-ერთი ნაჭერი აიღო, მაგრამ მის ჭამაზე უარი განაცხადა. ფანებს უთხრა, რომ ქათამი ცივი და ძველი იყო. შემდეგ მომღერალმა მოთხოვნისამებრ ქათმის ხორცის ერთი ნაჭერი აუდიტორიას ესროლა, თუმცა სთხოვა, არ მოეძებნათ და არ ეჭამათ.

როგორც ჩანს, მალე ჰარის გასაკვირვებლად ფანებს უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდებათ.