სასექსის ჰერცოგინიას, მორიგ ინტერვიუში, სამეფო ოჯახთან და საკუთარ ნათესავებთან ურთიერთობის შესახებ ჰკითხეს, რის პასუხადაც, მარკლმა განაცხადა, რომ „პატიებას დიდი ძალისხმევა სჭირდება“.
„ნამდვილად ძალიან ვცდილობდი, ძალისხმევას არ ვიშურებდი“, - განაცხადა 41 წლის მარკლმა.
მარკლის თქმით, მისთვის და მისი მეუღლისთვის, სამეფო ოჯახის წევრის სტატუსზე უარის თქმა მარტივი არ ყოფილა.
„ჰარიმ მითხრა, რომ ამ პროცესში, მან საკუთარი მამა დაკარგა“, - ამბობს მარკლი.
ჰარისა და მეგანს სამეფო ოჯახთან დაპირისპირებაზე არაერთხელ უსაუბრიათ. მათი მტკიცებით, ოჯახის წევრები დიდ ინტერესს იჩენდნენ მათი მომავალი ბავშვის კანის ფერის მიმართ და ხშირად ეკითხებოდნენ მათ, რამდენად მუქი ფერი შეიძლება ჰქონოდა ახალშობილს.
მეგანის მტკიცებით, სასახლეში ის თავს მარტოსულად გრძნობდა, რის გამოც სუიციდზე არაერთხელ უფიქრია, ჰარის კი მამასთან იმდენად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რომ პრინცი ჩარლზი მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.
მარკლს საკუთარ მამასთანაც დაძაბული ურთიერთობა აქვს.