MTV-მ წლის საუკეთესო მუსიკალური ვიდეორგოლები დაასახელა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ინფორმაციით, Video Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონია ქალაქ ნიუარკში გაიმართა.მისი წამყვანები კი ჯეკ ჰარლოუ და LL Cool J იყვნენ.
წლის საუკეთესო ვიდეორგოლად ტეილორ სვიფტის All Too Well დასახელდა, წლის შემსრულებლად კი Bad Bunny. ნომინაციაში „საუკეთესო ახალი შემსრულებელი“ დავ კემერონმა გაიმარჯვა, საუკეთესო ჯგუფი კი BTS-ი გახდა. წლის სიმღერის ტიტული ბილი აილიშის კომპოზიციამ Happier Than Ever დაიმსახურა.
ჰიპ-ჰოპოს სტილში საუკეთესო ვიდეოდ Nicki Minaj-ისა და Lil Baby-ის კომპოზიცია Do We Have A Problem? დასახელდა, საუკეთესო როკ-ვიდეოს ნომინაციაში კი Red Hot Chili Pepprs-ის Black Summer-მა გაიმარჯვა. წლის პოპ-ვიდეოდ ჰარი სტაილსის As It Was დასახელდა.