ოზი ოსბორნმა ახლახან მიცემულ ინტერვიუში Black Sabbath-ის მე-4 ალბომის შექმნის შესახებ ისაუბრა და ისიც დასძინა, თუ რატომ თქვა უარი დიდი ხნის წინ ნარკოტიკულ საშუალებებზე.
"Vol. 4-ზე მუშაობისას ბენდის წევრები ლოს-ანჯელესში ვცხოვრობდით. ამ პერიოდში ნარკოტიკულ საშუალებებზე უარს არ ვამბობდით და მუშაობის პროცესიც გვიმარტივდებოდა. ეს დრო ძალიან კარგად მახსენდება", — განაცხადა ოზი ოსბორნმა.
მომღერალმა გაიხსენა, რომ 70-იან წლებში, როცა აშშ-ში მოგზაურობა უწევდა, ნარკოტიკული საშუალებები და სასმელი მისთვის რუტინის ნაწილი იყო. "ამ დროს არაფერზე ვღელავდი. ერთდროულად რამდენიმე ტაბლეტს ვიღებდი, თუმცა ყველაფერი მაშინ დასრულდა, როცა ბრიტანეთში დავბრუნდით. ერთხელ დიდი რაოდენობით LSD მივიღე და სასეირნოდ მინდორში გავედი. ერთი საათის განმავლობაში იქ ვიდექი და ცხენს ვესაუბრებოდი, რომელიც ბოლოს შებრუნდა და მითხრა, ჩაი*ვიო. ეს ჩემთვის ნიშანი აღმოჩნდა", — ამბობს ოზი ოსბორნი.
ოზი ოსბორნმა ისიც აღნიშნა, რომ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღებაზე უარი უკვე დიდი ხნის წინ თქვა. "ალკოჰოლს აღარ ვსვამ, თამბაქოს აღარ ვეწევი და არც ნარკოტიკებს ვიღებ. ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ვეღარც კი ვხვდები, ბარში შესვლა და კოკაინის მიღება სახალისო რატომ მეგონა", — დასძინა ოზი ოსბორნმა.