„რამდენადაც მართლები არ უნდა იყვნენ „ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატები,  მათი პოზიციის გამო, შესაძლოა, ქვეყნის ბედი სასწორზე დაიდოს“

„რამდენადაც მართლები არ უნდა იყვნენ „ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატები,  მათი პოზიციის გამო, შესაძლოა, ქვეყნის ბედი სასწორზე დაიდოს“

„ოცნებიდან“ განდგომილი ოთხეულის კიდევ ერთი ბრალდებები ამერიკის ელჩს - ხუნდაძე, სუბარი, ყაველაშვილი და მაჭარაშვილი ამჯერად სასამართლო რეფორმაზე საელჩოს რეკომენდაციებით არიან უკმაყოფილოები. ოთხეული დიპლომატიურ მისიას სასამართლო სისტემაში უხეშ ჩარევასა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში სდებს ბრალს. „ოცნების“ ყოფილი წევრები დარწმუნებულები არიან, რომ კელი დეგნანს ქართულ მართლმსაჯულებაში ფავორიტი მოსამართლეები ყავს, რომელთა დაწინაურება საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად სჭირდება. უმძიმესი ბრალდებების მთავარ მტკიცებულებად კი, „ოცნებიდან“ წასულებს, საელჩოს რეკომენდაციების წერილი მოჰყავთ, სადაც სიტყვა „უნდა“ 60-ჯერ აქვს გამოყენებული, რაც დეპუტატების მტკიცებით, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ დიპლომატიური მისია „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლას ახორციელებს.

წერილის ავტორები ამბობენ, რომ პუნქტები, რომელიც საელჩომ გაწერა, რეკომენდაციაზე მეტად მოთხოვნებს ჰგავს. საელჩოს მიერ მომზადებული ტექსტი მმართველი პარტიის ყოფილ წევრებს უმყარებთ ეჭვს, რომ საელჩოს ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენაა მიმართული. ეს კი წერილის ავტორების განცხადებით, ქვეყნის სუვერენიტეტისა და სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემულობა და უხეში დამოკიდებულებაა.

მოძრაობა „ხალხის ძალა“, რომელიც „ოცნებიდან“ წასული 4 დეპუტატის მიერ დაფუძნდა, ღია წერილებს აქტიურად აქვეყნებს. ამერიკის ელჩის და საელჩოს პოზიცია არაერთ საკითხზე გააკრიტიკეს, თუმცა მართლმსაჯულების ნაწილში განცხადება პირველად გაასაჯაროვეს. ბოლო ორ წერილზე, სადაც დეპუტატები ელჩს კონკრეტულ ბრალდებებს უყენებენ, კელი დეგნანს საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.

ყოფილი თანაგუნდელების შეფასებას მმართველი პარტიის ნაწილი არ იზიარებს და აცხადებენ, რომ საელჩოს დოკუმენტი რეკომენდაციული ხასიათისაა და სასამართლო რეფორმა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალსიწინებით უნდა მომზადდეს.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ დეპუტატების განცხადებები ნამდვილად გამაოგნებელია. თუმცა აქ არის ფაქტები, რომელზეც მანამდე ეჭვები, როგორც ანალიტიკურ, ასევე პოლიტიკურ წრეებში არსებობდა. ანალიტიკოსი for.ge-სთან აცხადებს, რომ რადგან ეს დეპუტატები მანამდე მმართველ გუნდში იმყოფებოდნენ, უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ, საქართველოს ურთიერთობებზე, როგორც ამერიკასთან ასევე სხვადასხვა ქვეყნებთან.

„თუ ჩვენ გავაანალიზებთ კელი დეგნანის წინანდელ განცხადებებს, რომელიც „ოცნების“ მისამართით ჰქონდა გაკეთებული. იქ ნამდვილად იკითხება, რომ ელჩის მიერ მილიონამდე ამომრჩევლის ნება უგულებელყოფილია. ლეგიტიმური და კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, კულუარულ და შავბნელ თამაშებში ჩართვა, სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეეებში უხეში ჩარევაა. იქ იყო კიდევ სხვადასხვა ფაქტები მოყვანილი. არიან დეპუტატები ხელისუფლებიდან, რომელთაც არ სურთ, რომ ამაზე საჯაროდ ისაუბრონ. თუმცა მანამდე მათგანაც მქონდა ინფორმაცია, რომ ყველაფერში ამერიკის საელჩო ერევა, იქნება ეს მოსამართლეების დანიშვნა თუ სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც ხელისუფლებას ოპოზიციასთან დაკავშირებით უნდა გააჩნდეს.

მეტსაც გეტყვით, არაერთხელ თქმულა, რომ ნინო ლომჯარია ომბუდსმენად ამერიკის საელჩოს პირდაპირი დირექტივით აირჩიეს. ამიტომაც არის, რომ ეს ქალბატონი ქართულ საზოგადოებას ვერაფრით შეეგუა. ის ამ საზოგადოების „აუტსაიდერია“ და მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს ვერ გამოხატავს. აქედან გამომდინარე, ის კულუარული ინფორმაცია რაც ვრცელდებოდა, ამ 4 პარლამენტარმა დაადასტურა. ეს ამერიკის და ამერიკის ელჩზე თავდასხმა არ არის. როცა იმის მხილება ხდება, რომ სუვერენიტეტული ქვეყნის შიდა საქმეში, თუნდაც შენი ძალიან კარგი პარტნიორი უხეშად ერევა, ამის მხილება საგანგაშო რატომ უნდა იყოს?“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება ვაშინგტონში იმ პოლიტიკური ელიტიდან შეიძლება მომდინარეობდეს, რომლებიც მთლად ხელისუფლებაში არ იყვნენ, მაგრამ გლობალურ პოლიტიკაზე ძლიერ გავლენას ახდენდნენ. ვერაფრით დაამტკიცებენ, რომ „ოცნება“ პრორუსული ხელისუფლებაა, ეს ნარატივი უკვე 10 წელია მოდის, მაგრამ ამის ვერც ერთი მტკიცებულება ვერავინ წარმოადგინა. მისი აზრით, დამნაშავეები თუ დამკვეთები ვაშინგტონში გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში უნდა ვეძებოთ. როგორც ანალიტიკოსი ამბობს, იგი არც სახელმწიფო დეპარტამენტს გულისხმობს და არც თეთრ სახლს, ის ხელს კონგრესისკენ იშვერს.

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ რამდენადაც მართლები არ უნდა იყვნენ „ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატები,  მათი პოზიციის გამო, შესაძლოა, ქვეყნის ბედი სასწორზე დაიდოს. ბერიძე ამბობს, რომ მათი ნათქვამი ადეკვატური და მართებულიც არის, მაგრამ მეორე მხრივ ქვეყნის სტრატეგია, განვითარების კონცეფცია და ქვეყნის ევრონული ინტერესები დგას. ამიტომ რამდენად შეესაბამება მათი განცხადებები ქვეყნის ინტერესებს, რთული სათქმელია.

„თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ზურგს შეგვაქცევს, მაშინ საქართველო ძალიან მოწყვლადი გახდება, როგორც რუსეთის, ასევე თურექთის მხრიდან. ჩვენი ტერტორიული მთლიანობა, არაღიარების პოლიტიკა, მთლიანად შტატების და დასავლელი პარტნიორების პოზიციას ეყრდნობა. კი ბატონო, მესმის ამ ადამიანების, რომლებიც ფიქრობენ, რომ რაღაცა საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ამისთვის ხმამაღლა ვიღაცამ უნდა ისაუბროს, თუმცა გასააზრებელია სასწორის მეორე მხარეს რა იდება. არავის ეგონოს, რომ ეს მხოლოდ ელჩზე თავდასხმაა და ამერიკის ადმინისტრაცია აქ არაფერ შუაშია. არავის აქვს ალბათ იმის ილუზია, რომ ელჩი ადმინისტრაციის გარეშე ერთ ნაბიჯს მაინც დგამს. ამიტომ ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში, როგორი მართლებიც არ უნდა იყვნენ ეს ადამიანები, გასააზრებელია ამის შემდეგ რა შეიძლება მოხდეს.

ეს 4 ადამიანი საკმაოდ სრიოზული ადამიანები არიან. განსაკუთრებით სოზარ სუბარი მინდა აღვნიშნო, რადგან მას მე უნივერსიტეტიდან ვიცნობ. საკმაოდ განსწავლული და განათლებული პოლიტიკოსია. ამიტომ ვამბობ, რომ ვინ თუ არა მასზე უკეთესად ვინ იცის, ეს განცხადებები რას ნიშნავს“, - ამბობს ბერიძე.

მისივე თქმით, ფაქტია, არც ის არავის სჯერა, რომ შვეიცარიის ბანკი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დამოუკიდებლად მოქმედებს. საბანკო სისტემის მიუკერძოებლობას და დამოუკიდებლობას მისი ქმედება საკმაოდ საეჭვოს ხდის. ამიტომ ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ივანიშვილი დაიჩაგრა და მას ძალიან უსამართლოდ მოექცნენ.

„ადამიანს თავისი საკუთრება ჯერ მოპარეს, შემდეგ რაც დაიბრუნა, იმასაც არ აძლევენ. გამოდის, რომ ის სანქციების ქვეშ არის. არავის არა აქვს იმის ილუზია, რომ ბანკი დამოუკიდებლად არ მოქმედებს. რეალურად, შვეიცარია, მისი ხელისუფლება და საბანკო სისტემა, ანგარიშს ამერიკას უწვეს. ამიტომ ეჭვია, რომ ივანიშვილს რაღაცისთვის სჯიან. რეალურად არ გვაქვს წვდომა, რომ ეს მოცემულობა ან ვამტკიცოთ ან უარვყოთ. ფაქტია, რომ ივანიშვილი ამის მიზეზად საქართველოში მეორე ფრონტის არგახსნას ასახელებს. ამას დროში ელჩის ვიზიტიც საეჭვოდ ემთხვევა. შემდეგ ივანიშვილი ევროსაბჭოს რეზოლუციაში ხვდება. ამიტომ მოვლენები როგორც განვითარდა, კი ბატონო, კითხვის დასმის საბაბს იძლევა. როდესაც ელჩი მბობს, რომ ივანიშვილთან პირადი ვიზიტით იმყოფებოდა და ამის გასაჯაროება არ სურდა, გასაგებია, მაგრამ თუკი მათი შეხვედრა ჩვენი ქვეყნის ბედს ეხებოდა და აქ საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე რეალურად იყო, მაშინ ჩვენს მოსახლეობას სრული უფლება აქვს ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდეს. ამიტომ ველი, რომ ივანიშვილი ამ საუბრის შინაარსაც გაასაჯაროებს. თუმცა სადამდე და სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი, ამაზე საუბარი რთულია“, - ამბობს ბერიძე.

trampi აბა კოსტაიასავით ვეძახოთ ....... დიახ ბატონო..... ანტრე .....ბარტონოვოოო???.....თუ უნდა ვუთხრათ ----- რა გემრიელია, ერთი ორჯერ კიდევ ჩამომაჯვითოოო......
აბა როგორ უნდა მოვექცეთ მაგ ჩათლახებს,... რა ვუთხრათ ???

არახამია კი არა................. დაგნარია დღეს ნაციონალური მოძრაობის უპირობო ლიდერი
გაფუჭებულ ტელეფონობანას აღარ ითამაშებენ........ბარემ დეგნარის დავალებას, თვითონ, პირდაპირ დაგნარი გაახმოვანებს
1 წლის უკან
trampi ჩურჩულ კურკურმა ქვეყანა ამოაგდოვო.....
დიახაც სათქმელი უნდა ითქვას ...
რაც არ უნდა იყოს და როგორიც გინდა იყოს------ნათქვამს ერთი ბოლო აქვს ....უთქმელს კიდევ ათასი ....
1 წლის უკან
trampi რაც კელი დეიდა ბევრს ილაპარაკებს, რაც ბევრს გალანძღავს ჩვენ პარლამენტარებს და საქართველოს, იმდენი საქართველოს ხეირია ---------------------------ეგ რაც მეტ სისულელეს ილაპარაკებს, უფრო მეტ კოზირებს მოგვცემს საქართველოს
ეს ქალი ამერიკისთვის პირდაპირ კატასტროფააა...... წონასწორობა დაკარგული აქვს,........ თავიაანთ გოთვერნობებზე სათქმელი რომ არაფერი აქვთ, რა თქვას, როგორ თქვას, უკვე იმასაც ვეღარ საზღვრავენ
მოკლედ მთელი საელჩო აჭრილები არიან, არეული აქვთ რამსები.....
ხოოდა ზუსტად ეხლა არ უნდა მისცენ მაგას ამოსუნთქვის საშუალება, არ უნდა მოეშვნენ ესენი ----კითხვები და კითხვები...ტოპკები და ტოპკები...პირდაპირ აზრზე მოსვლის საშუალება არ უნდა მისცენ, ვერ უნდა მოვიდეს ეგ ქაჯი აზრზე ....
ეხლა ეგენი (დაახლოებით რომ ვთქვათ)---- ნოკდაუნში არიან---გამოყენება უნდა ამ მომენტს
წყალში გადაბრუნების წინ ნავი რო ატორტმანდება, ზუსტად ისე ამ ქალის საქმე.......მართალია თვითონ აუცილებლად შარს გადაეკიდება, მაგრამ უბედურება ისაა, რომ შეიძლება ჩვენც შარს გადაგვყაროს....

არადა 2003 ში........................უუფფფფ........მცხვენია მაშინდელი საკუთარი აზრების..-------------------..ამერიკა მხსნელი, იმედი და ესეთი რაღაცა აზრები მქონდა.................ისე ეს ჩემი მეორე დიდი შეცდომაა...პირველი ზვიადიზე მეშლებოდა თურმე ......თანაც ძალაიან....მ,აგას 2007 წ 7 ნოემბერს მივხვდი( ,,ამერიკული დუბინკის,, მერე )
1 წლის უკან