„სახალხო დამცველი, რომელსაც ფეისბუკზე საკუთარი გვერდი დაბლოკილი აქვს კომენტარებისთვის, რომელსაც ადამიანი ვერ იპოვის დასალაპარაკებლად, თუ მას რაიმე გაუჭირდა, რა სახალხო დამცველია?!“

„სახალხო დამცველი, რომელსაც ფეისბუკზე საკუთარი გვერდი დაბლოკილი აქვს კომენტარებისთვის, რომელსაც ადამიანი ვერ იპოვის დასალაპარაკებლად, თუ მას რაიმე გაუჭირდა, რა სახალხო დამცველია?!“

კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას თქმით, ღრმად პატივცემულ ქალბატონ ელჩს, კელი დეგნანს, ამ წლების მანძილზე ნინო ლომჯარიაზე დახარჯული დრო ქართული სიბრძნის შესწავლაზე რომ მიემართა, ეცოდინებოდა, რომ „ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“. ასე გამოეხმაურა ხაინდრავა კელი დეგნანის ნათქვამს ბიძინა ივანიშვილთან გამართულ სამსაათიან შეხვედრასა და დეოლიგარქიზაციაზე.

ვისთან არიან ანგარიშვალდებულნი საქართველოს სახალხო დამცველები, ამის გამოცნობა ძალიან მარტივია. ისინი ხვდებიან კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებს და არა იმ ადამიანებს, რომელთაც სახალხო დამცველის დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ.

სახალხო დამცველობა ჩვენში გაიგივებულია პოლიტიკაში აქტიურ ჩართვასთან. უნდა დასრულდეს თუ არა სიმახინჯე, როცა პოლიტიკურად მოტივირებული არასამთავრობოები არჩევენ სახალხო დამცველის კანდიდატურას, აღწევენ იმას, რომ ეს კანდიდატურა გაიყვანონ, ამით საკუთარ პლაცდარმს ქმნიან და პოლიტიკაშიც ამღვრევენ ვითარებას და არასამთავრობო სექტორშიც.

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის არჩევის წესი შესაცვლელია. საერთოდ, არასამთავრობო სექტორის ჭარბად ჩართვა პროცესებში, ხელისუფლების ან საპარლამენტო საქმიანობაში, კატეგორიულად მიუღებელია. ამას ქვეყნისთვის ძალზე მძიმე შედეგები მოაქვს.

„არასამთავრობოები ხშირად საბოტაჟზე მიდიან, ფაქტობრივად, პარტიული ინფრასტრუქტურა გახდა არასამთავრობო სექტორი. ისინი მთავრობას არ ექვემდებარებიან, მაგრამ არიან სხვა პოლიტიკური პარტიების გავლენის ქვეშ, რომლებიც შესაძლოა, ხვალ მოვიდნენ მთავრობაში, ეს ანალოგიურად მიუღებელია. არასამთავრობო სექტორი პოლიტიკური სუბიექტების გავლენის ქვეშ არ უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს პოლიტიკური სუბიექტები ხელისუფლებაში არიან თუ არა. დღეს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ერთ ორღანზე უკრავენ. რა თქმა უნდა, ეს ეხება სახალხო დამცველსაც, რომელიც უნდა სარგებლობდეს მაღალი ნდობით, არ უნდა იყოს ვალდებული ან მადლიერი რომელიმე სტრუქტურის მიმართ. ამიტომ მოსაფიქრებელია, როგორ უნდა აირჩეს სახალხო დამცველი. ჩვენ ბევრი სახალხო დამცველი შეგვიძლია გავიხსენოთ, უმეტესი მათგანი შემდეგ მოდიოდა პოლიტიკაში. როგორც წესი, ისინი ამჯობინებდნენ იმ პოლიტიკური სუბიექტების მხარეს ყოფნას, ვისაც სახალხო დამცველობისას იცავდნენ,“ - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ for.ge-სთან საუბრისას.

მანვე დაადასტურა, რომ მკაფიოდ გამოკვეთილი ოპოზიციური განწყობები იკვეთება ნინო ლომჯარიას მხრიდან. ამდენად, თუკი ვადის ამოწურვის შემდეგ ლომჯარიას ვიხილავთ პოლიტიკაში, მას ვიხილავთ „ნაცმოძრაობის“ მოკავშირედ.

ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ბოლო ოთხი წელია, საუბრობს პოლიტიკური სპექტრის მთლიან გადახალისებაზე, განსაკუთრებით, ეს ეხება ოპოზიციას. ხელისუფლება არჩეულია 2024 წლამდე და მას ვერ განაახლებ, მაგრამ ოპოზიცია უკვე ათი წელია, ერთი და იმავე სცენარით შუბლს ურტყამს კედელს და გვატენის საკუთარ თავს, არადა, ხალხი ეუბნება უარს 8 თუ 9 არჩევნებზე. ნებისმიერ ქვეყანაში ეს იქნებოდა საფუძველი, პოლიტიკურ პარტიებს შიდა განახლება მოეხდინათ, უკეთესი სახეები და პროგრამები შეეთავაზებინათ საზოგადოებისთვის.

ამდენად, რა მნიშვნელობა აქვს, ლომჯარია შეემატება თუ მოაკლდება ამ ოპოზიციას, როცა ის უკვე აღიქმება ოპოზიციის და არა სახალხო დამცველის სახედ?! ამირან სალუქვაძის შეფასებით, სახალხო დამცველი, რომელსაც „ფეისბუკზე“ საკუთარი გვერდი დაბლოკილი აქვს კომენტარებისთვის, რომელსაც ადამიანი ვერ იპოვის დასალაპარაკებლად, თუ მას რაიმე გაუჭირდა, რა სახალხო დამცველია?!

„ვისურვებდი, სახალხო დამცველად შეირჩეს ისეთი ადამიანი, რომელსაც ესმის, რა არის სახალხო დამცველობა და ეს ინსტიტუტი. ის უნდა იყოს ადამიანი, რომელიც საზოგადოებაში ჰუმანურობის სტანდარტების მქონედ აღიქმება. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ სახალხო დამცველი არ უნდა მოვიდეს პოლიტიკაში. მე კანონში ჩავდებდი, რომ სახალხო დამცველი პოლიტიკაში არ უნდა მოდიოდეს. რთულია, ვერავის ავუკრძალავთ პოლიტიკაში მოსვლას, მაგრამ ამ ნაბიჯით სახალხო დამცველი უნდა ამტკიცებდეს იმას, რომ მას გამოკვეთილი თანამდებობა უჭირავს, რომელიც ყველაფრისგან განცალკევებულია -პარლამენტისგან, პრეზიდენტისგან... მან უნდა დაამტკიცოს, რომ ამ წლების განმავლობაში, სანამ ემსახურებოდა ადამიანების უფლებების დაცვას, იყო აპოლიტიკური. გარკვეული წლების მანძილზე, თუნდაც სამი წელი, ის არ უნდა ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში. თუ სახალხო დამცველად მსახურების პერიოდში მოიხვეჭს ავტორიტეტს და მაღალი ავტორიტეტით დატოვებს ამ პოსტს, რა თქმა უნდა, ხალხს ის არ დაავიწყდება და გაცილებით მეტი მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია ექნება, წლების შემდეგ ჩაერთოს პოლიტიკაში“, -აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.

ანალიტიკოსი, მაღალი ალბათობით, ელის, რომ ნინო ლომჯარია სახალხო დამცველობიდან პოლიტიკაში გადაერთვება. ლომჯარიას დაუსაბუთებელი, მაღალი რეიტინგი, რაც აჩვენეს გარკვეულმა ორგანიზაციებმა, ზუსტად ამას მოასწავებს, რომ ლომჯარიას პოლიტიკისთვის ამზადებენ. სინამდვილეში, რომ გავიდნენ ქუჩაში და გამოკითხონ ხალხი, მიხვდებიან, რამდენპროცენტიანი ნდობაც აქვს ახლანდელ სახალხო დამცველს.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, როგორ უნდა მოხდეს სახალხო დამცველის შერჩევა, ნჯო სექტორის მონაწილეობით, პარტიების ჩართულობით, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, თუ აკადემიურ წრეებთან შეთანხმებით. დღესდღეობით პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, მაგრამ კანდიდატურების დაყენება ხდება ნჯო სექტორიდან და ეს საკითხი რატომღაც არასამთავრობოთა პრეროგატივად არის ქცეული, რაც არც ისე კარგი პრაქტიკაა.

„ნჯო-ებთან დაკავშირებით პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ ნჯო-ებს, პირველ რიგში, ვგულისხმობ სამ ცნობად ნჯო-ს, ე.წ. ტროიკას, გავლენა აქვთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე, ისინი ქმნიან ამინდს ქართულ პოლიტიკაში, რაც არასწორია. ამერიკაში ასეთ ორგანიზაციებს აგენტების სტატუსს არგებენ“, - გვითხრა დავით ზარდიაშვილმა.

 

trampi კანონში უნდა ჩაიდოს რომ------ სახალხო დამცველს ვადის გასვლის მერე, ხუთი წლის მანძილზე არ უნდა შეეძლოს პოლიტიკაში მოსვლა

ისე ხორგუანი ძალიან კარგი სახალხო დამცველი იქნება ....
მაგას რამდენჯერმე ჰქონდა კიდეც მცდელობა რომ სახალხო დამცველი ყოფილიყო .....კონკურსებშიც გადიოდა, მაგრამ ნაცები ბლოკავდნნენ
ალბატ ნაცები ეხლაც გაუტრაკებენ
1 წლის უკან
trampi არახამია კი არა................. დაგნარია დღეს ნაციონალური მოძრაობის უპირობო ლიდერი
გაფუჭებულ ტელეფონობანას აღარ ითამაშებენ........ბარემ დეგნარის დავალებას, თვითონ, პირდაპირ დაგნარი გაახმოვანებს
1 წლის უკან