მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ერთი დღით ადრე დაიწყება, ვიდრე ეს აქამდე იყო დააანონსებული.
მუნდიალი 21 ნოემბერს, სენეგალისა და ნიდერლანდების მატჩით უნდა გახსნილიყო, მაგრამ ფიფას გადაწყვეტილებით, პლანეტის ყველაზე პრესტიჟული პირველობა ერთი დღით ადრე, 20 ნოემბერს დაიწყება.
გახსნის შეხვედრაში მასპინძელი კატარი ეკვადორს დაუპირისპირდება. დაწყების დროის გადმოწევაც ამან განაპირობა, რომ გახსნით მატჩში მონაწილეობა მასპინძელს მიეღო.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს ფინალური მატჩით დასრულდება.