შსს-მ დიდი ოდენობით ,,ჰეროინი“ ამოიღო

შსს-მ დიდი ოდენობით ,,ჰეროინი“ ამოიღო

თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1958 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე ნაილა დ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკისას დაკავებულის ხელჩანთიდან 85,265 გრამი ,,ჰეროინი“ ამოიღეს.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).