6-წლიანი პაუზის შემდეგ ბრიტნი სპირსი სიმღერას გამოუშვებს

6-წლიანი პაუზის შემდეგ ბრიტნი სპირსი სიმღერას გამოუშვებს

6-წლიანი პაუზის შემდეგ ამერიკელი მომღერალი ბრიტნი სპირსი სიმღერას გამოუშვებს. ამის შესახებ Newsweek-ი წერს.

კომპოზიცია Hold Me Closer ბრიტნი სპირსმა ელტონ ჯონთან ერთად ჩაწერა. მედიის ინფორმაციით, სიმღერის რელიზი უახლოეს დღეებში შედგება.

ბრიტნი სპირსის ბოლო სტუდიური ალბომი 2016 წელს გამოვიდა.