სენატორი ტედ კრუზი: ბაიდენის ადმინისტრაციამ იუსტიციის დეპარტამენტი და გამოძიების ფედერალური ბიურო პოლიტიკური მტრების წინააღმდეგ იარაღად გამოიყენა - ამას წვრილფეხა დიქტატორები აკეთებენ, მაგრამ ამერიკა ასე არ მუშაობს

სენატორი ტედ კრუზი: ბაიდენის ადმინისტრაციამ იუსტიციის დეპარტამენტი და გამოძიების ფედერალური ბიურო პოლიტიკური მტრების წინააღმდეგ იარაღად გამოიყენა - ამას წვრილფეხა დიქტატორები აკეთებენ, მაგრამ ამერიკა ასე არ მუშაობს

„რესპუბლიკელი“ სენატორი ტედ კრუზი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

„გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკა უპრეცედენტოა. ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა. ის, რაც ნიქსონმა სცადა, ახლა ბაიდენმა განახორციელა: ბაიდენის ადმინისტრაციამ იუსტიციის დეპარტამენტი და გამოძიების ფედერალური ბიურო პოლიტიკური მტრების წინააღმდეგ იარაღად გამოიყენა. კონგრესმა პასუხი უნდა მოითხოვოს. ჩვენ გვჭირდება მოსმენები. „დემოკრატები“ უარს იტყვიან ამაზე, მაგრამ ამერიკელი ხალხი იმსახურებს იცოდეს, რატომ იყენებს ბაიდენი გამოძიების ფედერალურ ბიუროს, როგორც თავის პოლიტიკურ ძალოვნებს. ამას წვრილფეხა დიქტატორები აკეთებენ, მაგრამ ამერიკა ასე არ მუშაობს“, - აღნიშნა სენატორმა.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

Aburjga Tasmanieli "მეგობარო", რას მიედ-მოედები, შე უნამუსო?! რის მარქსისტული დიქტატურა, რა მარქსიზმი და სსრკ გელანდება, როცა მთელი მე-20 საუკუნე თქვენი მტარვალობით არის გაჯერებული?! მარტო მოძრაობა კუკლუს კლანი რად ღირს ან მაკარტიზმი - ანუ იგივე კუდიანებზე ნადირობა?! ვინ მოკლა სკუთარი პრეზიდენტი ჯონ კენედი, და რამდენიმე წლის შემდეგ მისი ძნაც ზედ მიაყოლა?! თქვენ აშშ, ამერიკელები ხომ არ ხართ შემთხვევით ეს ხალხი და ქვეყანა?! სსრკ-მ ისროლა 9 აგვისტოს იაპონიის ქალაქ ნაგასკიში მეორე ატომური ბომბი?! აშშ ხომ არ იყო შემთხვევით და პრეზიდენტი ტრუმენი?! სინდისისაგან მთელი ერი საერთდ დაცლილი ხართ! მო---- ნთ ემპაიარ სტეიტ ბილიდინგი! 9 -ში იაპონიას ატომური ბომბი დაარტყეს, "საიუბილეო" თარიღია და ტრამპის სახლში ჩხრეკა როგორ ჩაატარესო?! თქვენ რომ უბედურებები გაქვთ დატრიალებული დედამიწის ყველა ნაწილში, იმასთან ეს ჩხრეკა რა სახსენებელია?!
1 წლის უკან