ანჯელინა ჯოლის რეჟისორობით ახალ ფილმს, Without Blood-ს იღებენ, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს სელმა ჰაიეკი ასრულებს. PEOPLE-თან ინტერვიუში სელმა ჰაიეკმა ფილმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანჯელინა ჯოლი საუკეთესო რეჟისორია იმათ შორის, ვისთანაც აქამდე უმუშავია.
შეგახსენებთ, რომ სელმა ჰაიეკს ბევრ ცნობილ ფილმში მიუღია მონაწილეობა და ისეთ რეჟისორებთან ერთად უმუშავია, როგორებიცაა ოლივერ სტოუნი, სტივენ სოდერბერგი, ქლოა ჭაო და სხვა. თუმცა მათ შორის მსახიობმა ანჯელინა ჯოლი გამოარჩია.
"ალბათ, ანჯელინა ჯოლი საუკეთესო რეჟისორია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია, იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ კარგ პროფესიონალებთან ვმუშაობდი. ანჯელინა, როგორც რეჟისორი, ყოველთვის მომწონდა, თუმცა შეიძლება, ეს მისი საუკეთესო ან ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი აღმოჩნდეს", — ამბობს სელმა ჰაიეკი.
შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლის რეჟისორობით უკვე 5 ფილმია გადაღებული. მათ შორისაა ფილმი Unbroken, რომელიც მეორე მსოფლიო ომზე მოგვითხრობს. ფილმში, რომელიც 2015 წელს გადაიღებს, ბრედ პიტიც მონაწილეობს.
Without Blood-ის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ფილმი 2002 წლის რომანს ეფუძნება და მისი სიუჟეტიც ომის პერიოდში ვითარდება. "ეს დაუვიწყარი ისტორიაა, რომელიც ომის, მისგან მიყენებული ტრავმისა და მეხსიერების შესახებ მოგვითხრობს", — ვკითხულობთ ფილმის აღწერაში.