ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯესიკა ჩესტეინი უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა, - ინფორმაციას ოფიციალურ Facebook-გვერდზე ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
„ჩვენთვის, ცნობილი ადამიანების ასეთი ვიზიტები უაღრესად ღირებულია. ამის წყალობით, მსოფლიო უფრო მეტს მოისმენს და გაიგებს იმის შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. მადლობა მხარდაჭერისთვის ჯესიკა ჩესტეინს“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
უკრიანული მედიის ცნობით, მსახიობმა კიევში ბავშვთა საავადმყოფოც მოინახულა.