ჰარი სტაილსი კონცერტებზე ფანებს უამრავ სურვილს უსრულებს, მაგალითად, ადამიანებს საჯაროდ დაქამინგაუთებაში ეხმარება და მათ მხარს ღიად უჭერს. ამჯერად კი მომღერალი ფანს შეყვარებულისთვის ხელის თხოვნაში დაეხმარა.
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულ კონცერტზე, შესვენების დროს ფანმა ჰარის ჰკითხა, თუ შეიძლებოდა, რომ მისგან მიკროფონი ეთხოვა და შეყვარებულისთვის რაღაც წაემღერა. ჰარი თხოვნამ გააკვირვა, თუმცა კაცს, სახელად კარლს ჰკითხა, რამდენი ხანია, ერთმანეთი უყვარდათ. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ წყვილი 1 წელზე მეტია ერთად იყო, ჰარიმ კაცს მიკროფონი გადასცა.
კარლმა შეყვარებულს ელვის პრესლის ცნობილი სიმღერა, Can’t Help Falling in Love უმღერა, შემდეგ დაიჩოქა და მას ცოლობა სთხოვა. წივილ-კივილისა და ჟრიამულის ფონზე კარლს მიკროფონი შეყვარებულმა გამოართვა და თანხმობა საჯაროდ გამოაცხადა.
როგორც ჩანს, ჰარი სტაილსის კონცერტები დადებითი ემოციების გარდა, უამრავი ცხოვრებისეული სიურპრიზითა და დაუვიწყარი მოგონებებითაა სავსე!