„ნაპოლისა“ და „ჟირონას“ მატჩის შემდეგ გამოცემა Areanapoli ხვიჩა კვარაცხელიას პენალტს გამოეხმაურა. ნეაპოლიტანური ვებგვერდის წერილში ვკითხულობთ, რომ გუნდს ახალი, უშეცდომო პენალტისტი ჰყავს, რომელმაც „ნაპოლის“ მტკივნეული წერტილი მოაგვარა.
„ნაპოლიმ“ შესანიშნავი პენალტისტი იპოვა, სნაიპერი ნამდვილად უშეცდომოა და ეს დღესაც აჩვენა. მისი სახელის წარმოთქმა რთულია, მაგრამ ნეაპოლელებს თავს დღითიდღე აყვარებს, რომლებსაც მისგან დიდი ამბიციები და მოლოდინები აქვთ. პენალტის შემსრულებული ნეაპოლიტანური გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილი იყო, მაგრამ პრობლემა ახლა მოგვარებულია.
კვარაცხელია „ჟირონასთან“ იტალიელთა რიგებიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ასევე აჩვენა პენალტის დროს, რომ მეკარის წინ უშეცდომო სნაიპერია. ნეაპოლიტანური გუნდის ახალი ვარსკვლავი გამოუთქმელი გვარის მქონე ხვიჩაა, მისი თამაში კი სპალეტის და გულშემატკივრებს იმედს უსახავს. ქართველმა თამაშზე კიდევ ერთხელ მოახდინა განსხვავება და აჩვენა, რომ უმაღლესი კლასის მოთამაშეა“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, მოსამზადებელ ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელია 5 მატჩში 4 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა. „ნაპოლის“ მომდევნო სპარინგი 6 აგვისტოს, „ესპანიოლთან“ აქვს დაგეგმილი, ხოლო სეზონს 15 აგვისტოს, „ვერონასთან“ გასვლითი თამაშით დაიწყებს.