ჯეისონ მომოამ ჰავაის ავიახაზების რეისის მგზავრებს წყურვილი მოუკლა

ჯეისონ მომოამ ჰავაის ავიახაზების რეისის მგზავრებს წყურვილი მოუკლა

ჯეისონ მომოა ლოს-ანჯელესიდან ჰავაიში გაემგზავრა, რათა ჰავაის ავიახაზებისა და თავისი წყლის კომპანიის — Mananalu-ს პარტნიორობა აღენიშნა. 42 წლის მსახიობმა ავიარეისის მგზავრები გააოცა, რადგან მათ წყლით სავსე ბოთლები დაურიგა.

ტიკტოკის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ თვითმფრინავის მგზავრებს მომოა მართლაც თავად ურიგებს წყლის ბოთლებს. ვიდეოს ასეთი აღწერა აქვს "როცა ჯეისონ მომოა შენი ბორტგამცილებელია", რაც უამრავმა ადამიანმა ნახა და მოიწონა.

ინსტაგრამზე მომოამ თავადაც გამოაქვეყნა ვიდეო და გულშემატკივრებს გააგებინა, რომ ერთ-ერთი ფრენისას ყველა მგზავრს წყლის ბოთლი დაურიგა. "დღეს კარგი დღე უნდა იყოს. ჰავაიზე ბავშვებთან ერთად მივფრინავ და ჩვენ ძალიან, ძალიან მაგარ რამეს ვაკეთებთ, სწორედ ასე დაიწყო ყველაფერი", — წერს მომოა ინსტაგრამზე.

მომოამ ინსტაგრამის პოსტში Mananalu-ს შესახებაც ისაუბრა და ავიაკომპანიას პარტნიორობისთვის მადლობაც გადაუხადა. მსახიობის თქმით, მისი კომპანიის მისიაა, რომ ოკეანეები პლასტმასის ბოთლებისგან გაწმინდოს და წყლის გაყიდვისგან შემოსული თანხა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მომოას თქმით, Mananalu-მ უკვე 3 მილიონი პლასტმასის ბოთლისგან გაათავისუფლა ოკეანე და ეს პროცესი გრძელდება.