სტუდია Warner Bros. ფილმს „ჯოკერი: სიგიჟე ორზე“ 2024 წლის 4 ოქტომბერს გამოუშვებს - „ჯოკრის“ პრემიერიდან 5 წლის შემდეგ. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, „ჯოკერის“ გაგრძელება მიუზიკლი იქნება. მთავარ როლს ისევ ხოაკინ ფენიქს შეასრულებს, ჰარლი ქვინს კი მომღერალი და მსახიობი ლედი გაგა განასახიერებს. სურათს პირველ ნაწილის რეჟისორი, ტოდ ფილიპსი გადაიღებს, სცენარის დაწერაში კი მას სკოტ სილვერი დაეხმარება.
„ჯოკერი“ 2019 წელს გამოვიდა და მსოფლიო გაქირავებაში მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო. ხოაკინ ფენიქსმა ჯოკერის როლისთვის „ოსკარი“ მიიღო, კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი კაცი“.