პოლონური მედია: კუპატაძემ

პოლონური მედია: კუპატაძემ "დინამო ბუქარესტი" აირჩია

საქართველოს ნაკრების მეკარე ლაზარე კუპატაძე დიდი ალბათობით კარიერას რუმინულ ბუქარესტის "დინამოში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია პოლონურ მედიაში ვრცელდება.

პოლონელები წერენ, რომ 26 წლის ქართველი მეკარით პოლონური ფეხბურთის გრანდები-"ლეგია" და "ლეხ პოზნანი" იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა ფეხბურთელის და მისი გარემოცვის არჩევანი რუმინულ კლუბზე შეჩერდა და უახლოეს პერიოდში ტრანსფერი დაიხურება. ტრანსფერის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ლაზარე კუპატაძე საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" აღზრდილია და პროფესიონალური კარიერაც ამ კლუბში დაიწყო. "საბურთალოს" გარდა იგი თამაშობდა: თბილისის "ლოკომოტივის", "იენუსეს" (ლუქსემბურგი), და ბათუმის "დინამოს" რიგებში. ლაზარეს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.

"დინამო ბუქარესტი" რუმინეთის ყველაზე წარმატებული საფეხბურთო კლუბია. კლუბი, რომელიც 1948 წელს დაარსდა, 18-ჯერ არის ქვეყნის ჩემპიონი, 13-გზის რუმინეთის თასის და 2-გზის სუპერთასის გამარჯვებული. 1983-84 წლებში კლუბმა ევროპის თასის ნახევარფინალში გააღწია. თუმცა, არის ერთი პრობლემა. ეს დიდი მიღწევები კლუბს "სტიაუას" სახელით აქვს მოპოვებული და ეს კლუბი თავს "სტიაუას" გამგრძელებლად მიიჩნევს, მაგრამ ასევე არის კლუბი, რომელიც ასევე თვლის, რომ "სტიაუა" მისი წინაპარია. - FCSB.