"ჟირონასთან" კვარაცხელიას თამაში საეჭვოა

„ნაპოლი“ მიმდინარე პრესეზონზე დღეს მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს და ესპანურ „ჟირონას“ კასტელ დი სანგროში დაუპირისპირდება.

თუმცა, შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელიამ ვერ ითამაშოს. Areanapoli-ის ცნობით, ქართველი ფეხბურთელის თამაში საეჭვოა. ხვიჩამ „მალიორკასთან“ შეხვედრაში ფეხში დარტყმა მიიღო, რის გამოც გუშინ მხოლოდ ინდივიდუალურად ივარჯიშა.

სერიოზული არაფერია, მაგრამ ნეაპოლელები რისკზე წასვლას არ აპირებენ. ამრიგად, კვარაცხელია ალბათ „ჟირონასთან“ მოედანზე არ გავა.

სეზონის დაწყებამდე „ნაპოლი“ კიდევ ერთ მატჩს გამართავს და 6 აგვისტოს, „ესპანიოლს“ დაუპირისპირდება.