პოჩეტინომ „პარი სენ-ჟერმენში“ საკუთარი მუშაობა შეაფასა

პოჩეტინომ „პარი სენ-ჟერმენში“ საკუთარი მუშაობა შეაფასა

არგენტინელმა სპეციალისტმა, მაურისიო პოჩეტინომ, პარიზულ კლუბში საკუთარი მუშაობა შეაფასა.

„ვფიქრობ, ჩემი პსჟ-ში ყოფნა პოზიტიურად უნდა შევაფასოთ. სპორტული თვალსაზრისით წელიწადნახევრის განმავლობაში გავხდით საფრანგეთის ჩემპიონები, მოვიგეთ ქვეყნის თასი და სუპერთასი. ცხადია, პსჟ-ის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, რაც ვერ შევძელით.

სასიამოვნოა, რომ ლიონელ მესისთან ერთად მომიწია მუშაობა. ის მსოფლიოში საუკეთესოა. მალე კი ასეთი კილიან მბაპე გახდება.“ - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს infobae.

პოჩეტინო პსჟ-დან 2022 წლის 5 ივლისს დაითხოვეს.