გალტიე:

გალტიე: "ნანტთან" თამაშს სერიოზულობით მივუდექით"

პსჟ-მ სეზონი საფრანგეთის სუპერთასზე გახსნა, რომლისთვის ბრძოლაში „ნანტი“ 4:0 დაამარცხა. შესაბამისად, კრისტოფ გალტიეს პარიზული კარიერა ტიტულით დაიწყო, რომელმაც მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„რთულ თამაშს ველოდით და ამიტომ, შეხვედრას დიდი მონდომებით და სერიოზულობით მივუდექით. დასაწყისშივე კარგი მომენტები გვქონდა, თუმცა, მათაც ჰქონდათ 1-2 მომენტი, როცა დონარუმამ კარგად ითამაშა. სასიამოვნოა, რომ საფრანგეთის სუპერთასი პარიზში დავაბრუნეთ“, - თქვა გალტიემ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ ლიგა 1-ის პირველ ტურში 6 აგვისტოს, სტუმრად „კლერმონს“ დაუპირისპირდება.