„ნაპოლის“ შემტევმა ნახევარმცველმა მატეო პოლიტანომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი „მალიორკასთან“ შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც იტალიის ნაკრების კანდიდატმა განაცხადა, ახალწვეულები ფეხბურთელებიდან მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კვარაცხელიამ მოახდინა.
„ახალწვეულებიდან კვარამ ყველაზე მეტად გამაოცა, ახალგაზრდა და ძლიერია, დიდი პერსპექტივა აქვს. მას განვითარება უნდა ვაცადოთ და ბევრ თამაშს მოგვაგებინებს. მისი ძლიერი მხარე დრიბლინგია“, - თქვა პოლიტანომ.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 3 აგვისტოს, „ჟირონასთან“ გამართავს, ხოლო ამ მოსამზადებელ ეტაპზე ქართველის აქტივში 4 თამაშში (თუმცა, არცერთში უთამაშია თავიდან ბოლომდე) 3 გოლი და 2 საგოლე პასია. „ნაპოლი“ სეზონს 15 აგვისტოს, „ვერონასთან“ შეხვედრით გახსნის.