Star Trek-ის მსახიობი ნიშელ ნიკოლსი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

Star Trek-ის მსახიობი ნიშელ ნიკოლსი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი ნიშელ ნიკოლსი, რომელსაც საზოგადოება ყველაზე კარგად სერიალ Star Trek-ში ნიოტა უჰურას როლით იცნობდა, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"მწუხარებით გატყობინებთ, რომ ამდენი წლის შემდეგ ცაზე აღარ კაშკაშებს სინათლე. მისი სინათლე, როგორც უძველესი გალაქტიკები, რომელთა დანახვაც ახლა პირველად შეგვიძლია, დარჩება ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის, რათა ვისიამოვნოთ, მისგან ვისწავლოთ და შთაგონების წყარო ვიპოვოთ", — ასე შეატყობინა ნიშელის შვილმა, კაილ ჯონსონმა საზოგადოებას დედის გარდაცვალების შესახებ.

ნიშელ ნიკოლსი ერთ-ერთი პირველი შავკანიანი მსახიობი ქალი იყო, რომელმაც სერიალში მნიშვნელოვანი პერსონაჟი განასახიერა. სერიალის გარდა, ნიშელი Star Trek-ის 6 ფილმში მონაწილეობდა.

მსახიობობის გარდა, ნიშელი Nasa-სთანაც თანამშრომლობდა — ნიშელის დახმარებით ნასა ცდილობდა, საკუთარ პროგრამებში უფრო მეტი ქალი და უმცირესობის წარმომადგენელი ჩაერთო.