ამერიკული ჯგუფი Red Hot Chili Peppers ახალ ორმაგ ალბომს გამოუშვებს, სახელწოდებით Return of the Dream Canteen. ამის შესახებ Billboard-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ალბომი 14 ოქტომბერს უნდა გამოვიდეს, ცნობილია პირველი სინგლის სახელწოდებაც - Tippa My Tongue. ჩანაწერის პროდიუსერ კი რიკ რუბინი იქნება, რომელიც ჯგუფთან ადრეც მუშაობდა, ალბომებზე Unlimited Love, Blood Sugar Sex Magik და Californication.
2022 წელს ეს Peppers-ების მეორე ალბომი იქნება. პირველი ჩანაწერი, Unlimited Love აპრილში გამოვიდა და Billboard-ის ალბომების ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.