შსს სამეგრელოში აღმოჩენილი ჩანაწერების გამოძიების პროცესში

შსს სამეგრელოში აღმოჩენილი ჩანაწერების გამოძიების პროცესში "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას არ აპირებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამეგრელოში აღმოჩენილი ჩანაწერების გამოძიების პროცესში "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას არ აპირებს. როგორც შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, გამოძიების პროცესში მათი ჩართვა ნიშნავს იმას, რომ საკუთარი საქმე დამნაშავეს გამოაძიებინო.

"ეს ადამიანები იყვნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ თავს. დარწმუნებული ვარ, ბევრმა მათგანმა იცოდა, რა ხდებოდა ციხეებში, პოლიციაში და ა.შ. შესაბამისად, მათ არ აქვთ მორალური უფლება გამოძიებაში ჩაერთონ. ეს სასაცილოა. ეს იგივეა, დამნაშავეს გამოაძიებინო საკუთარი საქმე. გამოძიებას არ სჭირდება მათთან თანამშრომლობა, რაში უნდა გამოგვადგნენ ისინი?!", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, გამოძიების პროცესში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ჩართვა ერთადერთ შემთხვევაში წარმოუდგენია - თუ გამოიკვეთება რომელიმეს ბრალეულობა.